დონორმილი 15მგ #30ტ

6051
-29%
მარაგშია
22.44 
16.04 
დანაზოგი: 6.40 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიH 1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები ჯენერიკიDoxylaminum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
22.44 
16.04 
დანაზოგი: 6.40 ₾ (29%)

საერთაშორისო დასახელება:

DOXYLAMINE

მწარმოებელი: UPSA Laboratories a division

of BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: დოქსილამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე საშუალება. ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ტუბში 30 ტაბ., შეფუთვაში 1 ტუბი.

1 ტაბ.

დოქსილამინის სუქცინატი ....................  15 მგ

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 30 აბ., შეფუთვაში 2 ტუბი.

1 ტაბ.

დოქსილამინის სუბცინატი ..................    15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი.

ჩვენებები:

ძილის დარღვევა, უძილობა.

მიღების წესები და დოზირება:

  • პრეპარატი ნაჩვენებია 15 წლის ასაკის ზევით.;
  • 1/2-1 შემოგარსული ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
  • 1/2-1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება ჭიქა წყალში.

 

მიღების და დროის სიხშირე: მიიღება ძილის წინ 15-30 წუთით ადრე.

მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას. პრეპარატის შემდგომი მიღების შესახებ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

  • ძილიანობა დღის განმავლობაში;
  • ყაბზობა;
  • პირის სიმშრალე;
  • აკომოდაციის დარღვევა;
  • გაძნელებული შარდვა.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების ან სხვა რომელიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც აქ არაა აღნიშნული აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

*გლაუკომა,

*გაძნელებული შარდვა დაკავშირებული წინამდებარე ჯირკვლის ადენომასთან,

*15 წლამდე ასაკი,

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

*ორსულობა და ლაქტაცია გაურკვეველ შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მანქანა-მექანიზმებთან: მძღოლები და პირები, რომლებიც მუშაობენ მანქანა-მექანიზმებთან პრეპარატის მიღებისას ყურადღებით უნდა იყვნენ ძილიანობის განვითარების რისკის არსებობის გამო.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია სხვა პრეპარატების ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები