ბაგა 30მლ წვეთები

63454
-29%
მარაგშია
30.80 
22.02 
დანაზოგი: 8.78 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები) ჯენერიკიGamma-aminobut.ac.Glycin,Glutam.ac,Mg,B6 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.80 
22.02 
დანაზოგი: 8.78 ₾ (29%)

ბაგა 30 მლ 

შემადგენლობა

ხსნარის 5 მლ შეიცავს:

გამა-ამინოერბოს მჟავა......125 მგ

გლიცინი................................75 მგ

გლუტამინის მჟავა..............100 მგ

მაგნიუმი...............................100 მგ

ვიტამინი B6 ..........................0,5 მგ

სიროფის არომატული ფუძე

ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ნოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბაგა -კომბინირებული კვებითი დანამატია. მის შემადგენლობაში შემავალი გამა-ამინოერბოსმჟავა (გაემ)-ამინომჟავაა, რომელიც ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს ცნს-ში და გააჩნია ნოოტროპული მოქმედება. იგი  წარმოადგენს ძირითად დამთრგუნველ მედიატორს ცნს-ში (დამამუხრუჭებელი მედიატორი). გაემ წარმოიქმნება სხვა ამინომჟავისაგან  – გლუტამინისგან. გაემ ამცირებს ნეირონების აქტივობას, ხელს უშლის ნერვული უჯრედების აგზნებადობას, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი; აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ააქტივებს ენერგეტიკულ პროცესებს, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აჩქარებს გლუკოზის უტილიზაციას და მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი ტოქსიკური პროდუქტების გამოდევნას; ასევე აუმჯობესებს თავის ტვინში პროცესების დინამიკას, ზრდის აზროვნების ეფექტურობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, გააჩნია ფსიქომასტიმულირებელი, ანტიჰიპოქსიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. გაემ მონაწილეობს მეტყველების და მამოძრავებელი ფუქციების აღდგენაში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას; გააჩნია მსუბუქი ჰიპოტენზიური ეფექტი, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას და ჰიპერტენზიასთან ასოცირებულ სიმპტომებს (თავბრუსხვევა, უძილობა). შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ამცირებს გლუკოზის დონეს.

სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 60 წუთში, ამის შემდეგ კონცენტრაციის დონე მკვეთრად მცირდება და 24 საათში სისხლში აღარ აღინიშნება.

გლიცინი - თავის ტვინის ქსოვილში ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზაციას. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე - მოყავს ტონუსში, აუჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას, ახდენს აგზნებისა და დამუხრუჭების პროცესების ნორმალიზაციას, ამცირებს შფოთვას, შიშს და გაღიზიანებადობას, ამცირებს სტრესს, ხსნის დეპრესიას, აღადგენს ძილს და ახდენს სედატიურ მოქმედებას. გლიცინი პროტექტორულად მოქმედებს თავის ტვინის ქსოვილზე, აუმჯობესებს თავის ტვინის კვებას, ამაღლებს ცნს-ში დამცველობით დამამუხრუჭებელ პროცესებს.

მაგნიუმი - მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში. ორგანიზმში არსებულ მიკროელემენტებს შორის, კონცენტრაციის მიხედვით, მეოთხე ადგილზეა. Mg-ის იონები ამცირებს ნეირონების აგზნებადობას,   უზრუნველყოფს კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებას ფიზიოლოგიურ დონეზე, მონაწილეობს უამრავ ფერმენტულ რეაქციაში და ატფ-ს სინთეზში. Mg მინერალია, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას, კუნთების შეკუმშვასა და მოდუნებას, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ორგანიზმში Mg-ის ნორმალური კონცენტრაციაა  17 მგ/კგ-ზე. ამ კონცენტრაციის 99% გროვდება უჯრედის შიგნით. Mg შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მიღებული დოზის 40-50% აბსორბირდება. გამოყოფა ხდება ძირითადად თირკმელებით.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ჰისტამინის ცვლაში; აჩქარებს გლუტამინის მჟავას გამა-ამინოერბოს მჟავად გარდაქმნას და ჰემოგლობინის სინთეზს. პირიდოქსინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იგი ასტიმულირებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ და სინთეზურ ფუნქციებს, ღებინების ცენტრზე მოქმედების გზით თრგუნავს ღებინების რეფლექსს. ვიტამინი B6 ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში Mg-ის შეწოვას.

ჩვენებები

  • ქალა-ტვინის სამშობიარო ტრავმა;
  • ქალა-ტვინის სისხლძარღვების დაზიანება;
  • მეხსიერების, ყურადღების კონცენტრირების და მეტყველების დარღვევა;
  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა;
  • ბავშვის გონებრივი განვითარების დარღვევა;
  • ბავშვთა ცერებრული დამბლა;
  • დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა. 

უკუჩვენებები

  • პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა;
  • ღვიძლის მძიმე დაავადებები.

ორსულობადალაქტაცია

უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

გვერდითიმოვლენები

შესაძლებელია აღინიშნოს ღებინება, გულისრევა, უძილობა, დეპრესია. მაღალი დოზით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს კუჭის არეში მსუბუქი დისკომფორტი. დოზის შემცირებისას სიმპტომები ქრება.

სხვასამკურნალოსაშუალებებთანურთიერთქმედება

აჩქარებს პრეპარატების მოქმედებას, აუმჯობესებს ცნს-ის ფუნქციას.

დოზირებისრეჟიმი

ასაკი

წვეთების რაოდენობა

მიღების ჯერადობა

0 – 2 წელი

5-15

2-ჯერ დღეში

2 – 6 წელი

15-25

2-ჯერ დღეში

6 – 14 წელი

15-25

3-ჯერ დღეში

მოზრდილები

25-35

3-ჯერ დღეში


მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა და დოზირების რეჟიმი  განისაზღვრება ექიმის მიერ, დაავადების სიმპტომების ინტენსივობიდან გამომდინარე.

წლამდე ასაკში ინიშნება სიფრთხილით,  შეიძლება გახდეს  კუჭის არეში ტკივილის, ღებინების და გულისრევის მიზეზი.

პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.

მიღების წინ საჭიროა ფლაკონის შეანჯღრევა.

გამოშვების ფორმა

ფლაკონი  30 მლ წვეთებში.

გაცემისფორმა:  III ჯგუფი ურეცეპტო.

მწარმოებელი

BION CORPORATION LTD.

London, United Kingdom

www.bioncorporation.com

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები