ბეპანთენი 5% 30გ კრემი

3689
-29%
მარაგშია
25.81 
18.45 
დანაზოგი: 7.36 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატები ჯენერიკიDexpanthenol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
25.81 
18.45 
დანაზოგი: 7.36 ₾ (29%)

ბეპანთენი®

ფურცელ-ჩანართი

(პაციენტებისთვის)

 

სავაჭრო დასახელება

ბეპანთენი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დექსპანთენოლი

სამკურნალწამლო ფორმა

კრემი გარეგანი მოხმარებისთვის.

აღწერილობა

ჰომოგენული, გაუმჭირვალე, თეთრი ან თეთრი-მოყვითაო ელფერის კრემი, სუსტი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჭრილობებისა და წყლულის სამკურნალო საშუალება. ჭრილობის შემახორცებელი საშუალება. D03AX03

შემადგენლობა

1 გრამი კრემი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი 50მგ. moqmedi nivTiereba: deqspanTenoli 50mg.

დამხმარე ნივთიერებები: DL-პანტოლაქტონი, ფენოქსიეთანოლი, ამფიზოლი კ, ცეტილის სპირტი, ლანოლინი (E913), იზოპროპილმირისტატი, პროპილენგლიკოლი(E1520), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დექსპანთენოლი წარმოადგენს პანთოტენის სპირტის ანალოგდ და გააჩნია იგივე ბიოლოგიური აქტივობა. დექსპანთენოლი სწრაფად აღწევს უჯრედებში და გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელსაც იგივე ეფექტი აქვს, როგორიც ვიტამინ B5-ს.

პანტოტენის მჟავა და მისი მარილები წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინებს, რომელიც შედის აცეტილკოენზიმ A-ს შემადგენლობაში და დიდ როლს თამაშობს მეტაბოლური ცვლის პროცესებში.

ამგვარად, დექსპანთენოლს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის მაღალი მოთხოვნა პანტოთენის მჟავით, რომელიც აუცილებელია კანისა და ლორწოვანი გარსის ფორმირებისა და რეგენერაციისათვის. უმეტესი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით და განავლით უცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები

გამომშრალი და გაღიზიანებული დაუზიანებელი კანის მკურნალობა: ჰიპერემია, მსუბუქი დამწვრობები (მზის და საყოფაცხოვრებო), კანის ქერქოვანი ნაწილების დამუშავება (მაგალითად: ხელის მტევანის, იდაყვის, მუხლების და ასე შემდეგ.)

პროფილაქტიკის მიზნით გამომშრალი, გაწითლებული კანის დამუშავება.

მიკროდაზიანებისას სწრაფი შეხორცებისა და კანის ეპითელიზაციის მიზნით (ნახეთქები, ნაკაწრები), კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის ან უი-დასხივებისას.

კანის დამუშავება კორტიკოსტეროიდების გამოყენების მერე.

მიღების წესი და დოზირება

კრემი დაიტანება დაზიანებულ ადგილებზე თხელი ფენით რამოდენიმეჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე და მის დინებაზე.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაფუძნებულია სპონტანურ შეტყობინებებზე. შეუძლებელია განისაზღვროს მათი გამოვლინების ზუსტი სიხშირე.

იმუნური სისტემის მხრივ, კანის და კანქვეშა ბოჭკოების: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის - კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება

დექსპანთენოლი, მაღალ დოზებშიც კი კარგად გადაიტანება და ითვლება არატოქსიურად.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ლანოლინმა, სტეარილის სპირტმა და ცეტილის სპირტმა, პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება (მაგალითად - კონტაქტური დერმატიტი).

საჭიროა კრემის თვალში მოხვედრის თავიდან აცილება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არსებობს კრემის გამოყენების შეზღუდვა ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა

30g ან 100გ ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობა

ურეცეპტოდ.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

გპ გრენცახ პროდაქშიონ გმბჰ

ემილ-ბარელ-შტრასე 7, დ-79639, გრენცახ-ვილენ, გერმანია

მსგავსი პროდუქტები