მიკოტრანი 1200მგ #1ვაგ.სანთ

17323
-29%
მარაგშია
28.62 
20.46 
დანაზოგი: 8.16 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ჯენერიკიMiconazolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
28.62 
20.46 
დანაზოგი: 8.16 ₾ (29%)

მიკოტრანი®  ვაგინური სუპოზიტორია

MIkotran®

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება : Miconazole nitrate

შემადგენლობა

1 ვაგინური სუპოზიტორია შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მიკონაზოლის ნიტრატი 1200მგ

დამხმარე ნივთიერებები: ვიტეფსოლი S 55, ტვინ 80

აღწერა   

თეთრი ფერის ვაგინური სუპოზიტორია

ფარმაკოთერაპიული  ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო  საშუალებას-მიკონაზოლის ნიტრატს, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის სინთეზურ წარმოებულს. მიკონაზოლის ნიტრატს აქვს სოკოს საწინააღმდეგო  მოქმედება და გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს  პათოგენურ სოკოებსა და საფუარებზე, მათ შორის Candida albicans-ზე. ასევე აქტიურია   Aspergillus spp, Cryptococcus neofarmans, Pseudoallescheria boydii-ის და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების მიმართ. მიკონაზოლის ნიტრატი იწვევს უჯრედის მემბრანის  ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებას. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ  Candida spp.-თან მიმართებაში  მიკონაზოლი ცვლის სოკოს უჯრედების კედლის განვლადობას და თრგუნავს მის მიერ გლუკოზის მოხმარებას.

ფარმაკოკინეტიკა

ერთი სუპოზიტორიის ინტრავაგინური შეყვანის შემდეგ, რომელიც შეიცავს 1200მგ მიკონაზოლის ნიტრატს, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 10,4მკგ/ლ,  ნახევრადგამოყოფის პერიოდი-56,8 სთ-ია, პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია, დროის მონაკვეთში მრუდის ქვეშ არის (AUC) 967მკგ/ლ/სთ, პლაზმის ცილებთან შეკავშირება -90-93%-ია. ინტრავაგინური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 1,4% ერთი დოზიდან)

გამოყენების ჩვენებები

ვულვოვაგინური კანდიდოზის დროს ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®, გამოიყენება ერთჯერადი დოზით.  

ასევე,  ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® გამოიყენება სოკოვანი, ვაგინური (განსაკუთრებით Candida spp.-ის მიერ  გამოწვეული) და შერეული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია სოკოთი და გრამდადებითი ბაქტერიებით (სტაფილოკოკებით, სტრეპტოკოკებით, მიკროკოკებით, რომლებიც იწვევენ მეორად დაინფიცირებას)

უკუჩვენებები

პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები

ვულვოვაგინური  კანდიდოზის დროს, ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს გამოყენების  ეფექტურობის გათვალისწინებით, დანიშვნამდე  უნდა ჩატარდეს ბიომასალის მიკროსკოპული კვლევა KOH -ის  საშუალებით და   „ვულვოვაგინური  კანდიდოზის“  დიაგნოზის დადასტურება კულტურალური კვლევებით.

არ არის რეკომენდებული სუპოზიტორიის  ერთდროული გამოყენება  ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმისა და პრეზერვატივთან ერთად, რადგან შესაძლოა სუპოზიტორიის ფუძით  რეზინის დაზიანება.

ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმა  და პრეზერვატივი შეიძლება  გამოყენებული იქნას ვაგინური სუპოზიტორიის მოხმარებიდან  3 დღის შემდეგ.

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს გამოყენების  დროს  ტამპონები არ გამოიყენება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან  მიკონაზოლის ნიტრატის ურთიერთქმედების დაბალი ალბათობის მიუხედავად, საჭიროა გათვალისწინებული იქნას   შესაძლო  ურთიერთქმედება ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®-სა და ქვევით ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს:

ასთემიზოლი, ციზაპრიდი და ტერფენადინი:  მიკონაზოლი თრგუნავს  ამ ნივთიერებების მეტაბოლიზმს და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში.

კარბამაზეპინი: მიკონაზოლი ამცირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის І ტრიმესტრში,  ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს მოხმარების შესახებ  საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი არ გამოიყენება.

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®  შესაძლებელია გამოყენებული იქნას ორსულობის ІІ და ІІІ ტრიმესტრში მწვავე აუცილებლობის შემთხვევებში ექიმის დაკვირვების ქვეშ.

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს ზეგავლენა მეძუძურ  დედებზე ზუსტად დადგენილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება

ვულვოვაგინური კანდიდოზის მკურნალობისას ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®  მიიღება ერთჯერადად. 1 ვაგინალური სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში ღამით, ძილის წინ.

აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის განმეორებითი  გამოყენება შესაძლებელია სამი დღის შემდეგ. პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

მიკოტრანი®-ს სუპოზიტორია არ გამოიყენება მენსტრუაციის პერიოდში  პრეპარატის ეფექტურობის შესაძლო დაქვეითების  და გამოყენების სირთულის გამო.

ვაგინური სუპოზიტორიის გამოყენების წინ  დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა და  ოდნავ წამოწიეთ ფეხები. შეიყვანეთ სუპოზიტორია საშოში, რაც შეიძლება ღრმად. ეცადეთ გაჩერდეთ ნახევარი საათი მწოლიარე მდგომარეობაში. ვაგინური სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ კვლავ დაიბანეთ ხელები.

ხანდაზმული პაციენტები(65 წლის ზევით): ისეთივე რეკომენდაციებია, როგორიც ახალგაზრდებისათვის

ბავშვები: ბავშვებში არ ინიშნება

არ გამოიყენება ქალიშვილებში

არ გადაყლაპოთ და არ გამოიყენოთ სხვა სახით

გვერდითი ეფექტები

ზოგიერთ პაციენტს (2-6%) ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს გამოყენების შემდეგ შესაძლოა გაუძლიერდეთ ისეთი ვაგინური სიმპტომები,  როგორიცაა საშოს წვა და ქავილი. გარდა ამისა შესაძლოა აღენიშნოთ მენჯის კუნთების სპაზმი (2%), თავის ტკივილები (1,3%), ძალიან იშვიათად -ჭინჭრის ციება.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

შემთხვევით ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს  პერორალურად ჭარბი რაოდენობით მიღებისას  აუცილებელია ხელოვნური ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური თერაპია.

მიკონაზოლის ნიტრატის  დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები: შესაძლებელი წვის შეგრძნება პირის ღრუსა და ყელში, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დიარეა.

გამოშვების ფორმა

1 ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®, მოთავსებული პლასტიკურ ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ორგინალურ შეფუთვაში  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობა

არმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი

ექზელტის ილაჩ სან ვე თიჯ  ა.შ.

ჩერქეზქოი ორგანიზე სანაი ბელგესი

გაზიოსმანფაშა მაჰალესი

ფატიჰ ბულვარი №19/2

ჩერქეზქოი/ თექირდაღი/თურქეთი

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები