ბენზილ-ბენზოატ20% 50მლ ემულს

710
მარაგშია
2.03 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმუნის სამკურნალო პრეპარატები ჯენერიკიBenzyl benzoate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
2.03 

ბენზილ - ბენზოატი 20% 50მლ ემულსია

 

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

ბენზილბენზოატი

წამლის ფორმა  

20% ემულსია

პრეპარატის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

ბენზილბენზოატი

დამხმარე ნივთიერება: საქაროზა, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, ოლიდონი, ნატრიუმისსაქარინი, არომა .

კლინიკო - ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიჰელმინთური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

პრეპარატს გააჩნია აკარიციდული მოქმედება სხვადასხვა სახის ტკიპების, მათ შორის

მუნის ( Acarus scabiei ) მიმართ, აგრეთვე პედიკულოზის საწინააღმდეგო გამოხატული

აქტივობა. პრეპარატის მოქმედების შედეგად ტკიპების განადგურება ხდება 7-32 წთ - ის განმავლობაში, ხოლო ტილების  -   2-5 სთ - ის შემდეგ .

ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება პედიკულოზის და მუნის სამკურნალოდ.

გამოყენების წესი:

პირველ დღეს კანი მუშავდება 100 მლ, რის შემდეგ იცვლება თეთრეული. მეორე და მესამე დღეს -  შესვენება, ხოლო პრეპარტი არ ჩამოირეცხება. მეოთხე დღეს კანი მუშავდება წყლით და საპნით დახელმეორედ დაიტანება 100 მლ პრეპარატი. ამის შემდეგ ისევ იცვლება თეთრეული. მკურნალობის კურსიშეადგენს  4 დღეს.

ბავშვებში 5 წლამდე ასაკის პრეპარატი განზავდება ადუღებული   წყლით (1:1).   ხელების დამუშავებისშემდეგ მათი დაბანა 3 სთ - ის განმავლობაში არ არის რეკომენდებული. შემდგომ ყველა დაბანვის შემდეგმუშავდება ემულსიით.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა, ორსულობისა და

ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები

ემულსიის დატანების შემთხვევაში მოსალოდნელია წვის შეგრძნება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენებისას თავიდან უნდა ავიცილოთ მისი თვალსა და ლორწოვან

გარსზე მოხვედრა . წვის შეგრძნებისას საჭიროა პრეპარატის გამოყენებისას შეწყვეტა, ხოლო ზედაპირიჩამოიბანეთ წყლით.

შენახვის პირობები და ვადა:

მშრალ, სინათლისაგნ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

4 წელი

გამოშვების ფორმა

50 მლ ფლაკონები

გაცემის რეჟიმი

ურეცეპტოდ

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები