დავი #6ვაგ კაფს

84561
მარაგშია
64.62 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმიომეტრიუმის ტონუსსა და შეკუმშვის უნარზე მოქმედი საშუალებები ჯენერიკიAlfa lipoic acid გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
64.62 

DAV® ვაგინალური კაფსულები

 

შემადგენლობა:

დავისვაგინალური კაფსულა შეიცავს: ალფა-ლიპოის მჟავა 10 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი.

თვისებები:

DAV® ვაგინალური კაფსულები შეიცავს ალფა ლიპოის მჟავას, ენდოგენურ ცხიმოვან მჟავას ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელსაც ანთებითი პროცესების დროს შესწევს  წინააღმდეგობის გაწევის  უნარი უჯრედგარე დონეზე. ეს პროცესები პასუხისმგებელია უჯრედგარე მატრიქსის ალტერაციაზე და იწვევს ქსოვილების ცვლილებას. DAV® ვაგინალური კაფსულები ამავდროულად ახდენს ამ ეფექტის ნორმალიზებას, ეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს საშვილოსნოს ყელისა და ვაგინალური ქსოვილების ცვლილებას.

ფარმაცევტული ფორმა:

ვაგინალური კაფსულა.

კლინიკური ინფორმაცია

ორსულობის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას შეიძლება საფრთხე შეექმნას საშვილოსნოს რითმული და პროგრესული შეკუმშვების გამოვლენით, რომელიც ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის დამოკლებასთან და დილატაციასთან. ეს ცვლილებები ხდება ანთებითი პროცესების შედეგად, რომლებიც უკავშირდება შემაერთებელი ქსოვილის უჯრედგარე მატრიქსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. ამ მიზეზით, აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის საფრთხის შემთხვევაში, შესაბამის ტოკოლიზურ მკურნალობასთან კავშირში ასევე უნდა ხდებოდეს საშვილოსნოს ყელის მორფოლოგიურ ცვლილებებზე მოქმედება.

 

გამოყენების რეკომენდაცია:

საშვილოსნოს ყელის მოდიფიკაცია, რომელიც გამოწვეულია ოქსიდაციური პროცესებით. დამხმარე პროდუქტი ნორმალური ვაგინალური ტროპიზმის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის.

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები:

დღემდე არაა გამოვლენილი გვერდითი მოვლენები. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, თუ ეჭვობთ რომ გამოწვეულია პრეპარატის გამოყენების შედეგად.

 

შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან:

დღემდე არაა გამოვლენილი შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან მიმართებაში.

 

მანქანის მართვა და სატრანსპორტო საშუალებები:

მანქანისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვასთან მიმართებაში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები.

 

დოზა და მიღების წესი:

ღრმად შეიყვანეთ კაფსულა საშოში დღეში ერთჯერ (საღამოს დაწოლამდე) 6 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს ექიმის შეხედულებისამებრ.

 

გაფრთხილება:

გამოყენებისას, განსაკუთრებით გაგრძელების შემთხვევაში,  ადგილობრივი გამოყენების  ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს სენსიბილიზაციის მოვლენები. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს სათანადო მკურნალობის დასადგენად. ქავილისა და წვის შეგრძნება გენიტალურ დონეზე უნდა განიხილებოდეს ფიზიოლოგიურად და დაკავშირებულია ლიპოიდური მჟავის ბუნებასთან. სპეციალური გინეკოლოგიური გამოკვლევების ან მკურნალობის შემთხვევაში, შეაჩერეთ პრეპარატის მიღება მკურნალობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. პრეპარატი მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ვაგინალური გზით. ნორმალური გამოყენების პირობებში არ გამოვლენილა დოზის გადაჭარბებით გამოწვეული დაზიანება. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ალერგიული ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ პროდუქტი თუ შეფუთვა არ არის გაუხსნელი. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ.

შენახვის სპეციალური ზომები:

შეინახეთ 0-დან 250C ტემპერტურამდე, სინათლისგან დაცულ და მშრალ ადგილას.

შეფუთვა:

6 ვაგინალური კაფსულა

CE 0373

Lo.Li Pharma s.r.l

ლუქსარდოს ქ. 33 – 00156 რომი - იტალია 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები