დეგრიპო 100 მლ ბალზამი

85019
მარაგშია
30.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიხველებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიPropolis,Extr.Tiliae,Pini,Vit.C,Honey გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.00 

დეგრიპო

სურსათის დანამატი

ორალური ხსნარი 100მლ

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები                     15მლ შეიცავს:

პროპოლისის ექსტრაქტი

46 მგ

ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი

46 მგ

ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი

450 მგ

L-ლიზინის ჰიდროქლორიდი

360 მგ

ინულინი

550 მგ

თაფლი

1830 მგ

სხვა ინგრედიენტები: დეიონიზებული წყალი (შერეული ხილისა და კენკრის წვენში), გლიცერინი, ქსანთანის ფისი, კალიუმის სორბატი, არომატი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

დეგრიპო წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის საშუალებას ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდაციურ, ანტივირუსულ, ანტიბაქტერიულ და ანტიფუნგალურ მოქმედებას.

დეგრიპო ბალზამი ამცირებს ინფექციის სიმპტომებს და ხანგრძლივობას.

აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს გართულებებისგან.

გამოყენება

  • § რესპირაციული ინფექციის მკურნალობა პირველივე სიმპტომების გამოვლენიდან
  • § პროფილაქტიკა ინფექციების სეზონზე

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

დოზირებისთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა.

1-3 წელი: 2.5მლ დღეში 2-ჯერ

3-6  წელი: 2.5მლ დღეში 3-ჯერ

6-12 წელი: 5მლ დღეში 2-ჯერ

12 წლიდან: 5მლ დღეში 3-ჯერ

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

სურსათის დანამატების მიღება არ ანაცვლებს მრავალფეროვან დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურის პირობებში.

გამოშვების ფორმა

100 მლ ორალური ხსნარი ქარვისფერ მინის ბოთლში საზომ ჭიქასთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

HELEX HEALTHCARE Gida İLAÇ Koz. Med. San. Tic. Ltd. Şti., თურქეთი

დისტრიბუტორი

3D Georgia, საქართველო

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი