ჰემოქსიპარინი10000ე/მლ0.3მლ#10

74245
-29%
მარაგშია
208.72 
147.15 
დანაზოგი: 61.57 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ჯენერიკიEnoxaparinum natrium გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
208.72 
147.15 
დანაზოგი: 61.57 ₾ (29%)

ჰემოქსიპარინი®

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ჰემოქსიპარინი®

 

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ნატრიუმის ენოქსაპარინი

 

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

 

შემადგენლობა ერთ შპრიცზე:

1 შპრიცი (0,3 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ენოქსაპარინს 3000 ანტი-Xa МЕ (30 მგ);

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,3 მლ-მდე.

1 შპრიცი (0,4 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ენოქსაპარინს 4000 ანტი-Xa МЕ (40 მგ);

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,4 მლ-მდე.

1 შპრიცი (0,6 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ენოქსაპარინს 6000 ანტი- Xa МЕ (60 მგ);

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი- 0,6 მლ-მდე.

 

აღწერა: უფერული ან მოყვითალო, ან მოყავისფრო-მოყვითალო გამჭვირვალე სითხე.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტური საშუალება.

 

ATX კოდი: B01AB05

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

დახასიათება

ნატრიუმის ენოქსაპარინი - დაბალმოლეკულური ჰეპარინია. საშუალო მოლეკულური მასა დაახლოებით 4500 დალტონი: 2000 დალტონზე ნაკლები - < 20 %, 2000-დან 8000 დალტონამდე -> 68 %, 8000 დალტონზე მეტი - < 18%.  ნატრიუმის ენოქსაპარინი მიიღება ჰეპარინის ბენზილის ეთერის ტუტოვანი ჰიდროლიზით, გამოყოფილი ღორის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსისგან. მისი სტრუქტურა ხასიათდება 2-O-სულფო-4-ენპირაზინოსურონის მჟავის აღუდგენელი ფრაგმენტით და 2-N,6-O-დისულფო-D-გლუკოპირანოზიდის აღმდგენი ფრაგმენტით. ნატრიუმის ენოქსაპარინის სტრუქტურა შეიცავს დაახლოებით 20% (15%-დან 25%-მდე ფარგლებში) 1,6-ანჰიდროწარმოებული პოლისაქაროიდული ჯაჭვის აღმდგენ ფრაგმენტში.

 

ფარმაკოდინამიკა

In vitro ნატრიუმის ენოქსაპარინი ფლობს მაღალ აქტივობას სისხლის შედედების Xa ფაქტორის მიმართ (ანტი-ჰა აქტივობა დაახლოებით 100 ME/მლ) და დაბალი აქტივობით შედედების IIa ფაქტორის მიმართ (ანტი-IIa ანტითრომბული აქტივობა დაახლოებით 28 ME/მლ). ეს ანტიკოაგულანტური აქტივობა განპირობებულია ანტითრომბინით III (AT-III). გარდა ანტი- Xa /IIa აქტივობისა, აგრეთვე გამოვლენილია ნატრიუმის ენოქსაპარინის დამატებითი ანტიკოაგულანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, როგორც ადამიანში, ისე ცხოველების მოდელებზე, რომლებიც შეიცავენ შედედების სხვა ფაქტორების AT-III-დამოკიდებულ ინჰიბირებას, როგორიცაა VIIa ფაქტორი, როგორიცაა ქსოვილის ფაქტორის გზის გამოთავისუფლების ინჰიბიტორის აქტივაციას, აგრეთვე სისხლძარღვების ენდოთელიიდან სისხლის ნაკადში ვილებრანდის ფაქტორის გამოთავისუფლების დაქვეითებას. ეს ფაქტორები უზრუნველყოფენ ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტიკოაგულანტურ ეფექტს მთლიანობაში.

პროფილაქტიკურ დოზებში გამოყენებისას ნატრიუმის ენოქსაპარინი უმნიშვნელოდ ცვლის აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბოპლასტურ დროს (ანთდ), პრაქტიკულად არ ახდენს ზეგავლენას თრომბოციტების აგრეგაციაზე და ფიბრინოგენის თრომბოციტებთან დაკავშირების დონეზე.

პლაზმაში ანტი-IIa აქტივობა დაახლოებით 10-ჯერ დაბალია, ვიდრე ანტი- Xa აქტივობა. საშუალო მაქსიმალური ანტი-IIa აქტივობა აღინიშნება დაახლოებით 3-4 სთ მერე კანქვეშ შეყვანის შემდეგ და აღწევს 0,13 ME/მლ და 0,19 ME/მლ განმეორებითი შეყვანის შემდეგ სხეულის მასის 1 მგ/კგ ორჯერადი შეყვანისას და სხეულის მასის 1,5 მგ/მლ ერთჯერადი შეყვანისას, შესაბამისად.

საშუალო მაქსიმალური ანტი- Xa პლაზმის აქტივობა  აღინიშნება 3-5 სთ მერე პრეპარატის კანქვეშ შეყვანის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 0,2, 0,4, 1,0 და 1,3  ანტი- Xa ME/მლ კანქვეშ შეყვანის შემდეგ დოზირებით 20 მგ, 40 მგ და 1 მგ/კგ და 1,5 მგ/კგ, შესაბამისად. 

ფარმაკოკინეტიკა

ნატრიუმის ენოქსაპარინის ფარმაკოკინეტიკა თერაპევტულ დოზებში  ატარებს ხაზოვან ხასიათს. ვარიაბელურობა შიგნით და პაციენტების ჯგუფებს შორის დაბალია. ჰემოქსიპარინი® პრეპარატის ერთჯერადი კანქვეშა შეყვანის მერე დოზით 1მგ/კგ  Cmax შეადგენს 0,49±0,07 ME/მლ, Tmax შეადგენს 3,19+1,08 სთ, AUC0-24=4,44+0,91 MExმლ/სთ. ლიტერატურის მონაცემების თანახმად, ნატრიუმის ენოქსაპარინის განმეორებით კანქვეშა შეყვანის შემდეგ დოზით 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში და ნატრიუმის ენოქსაპარინის კანქვეშ შეყვანის შემდეგ დოზით 1,5 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა მე-2 დღისთვის, თანაც ფარმაკოკინეტიკური გრეხილის ფართობი საშუალოდ 15% მაღალია, ვიდრე ერთჯერადი შეყვანის შემდგომ. კანქვეშ განმეორებითი შეყვანის შემდეგ ნატრიუმის ენოქსაპარინის  დღე-ღამის დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში კონცენტრაციის წონასწორობა მიიღწევა  3-4 დღეში, თანაც ფარმაკოკინეტიკური გრეხილის ფართობი საშუალოდ 65% მაღალია, ვიდრე ერთჯერადი შეყვანის შემდეგ.

ნატრიუმის ენოქსაპარინის ბიოშეღწევადობა კანქვეშ შეყვანისას, რომელიც ფასდება ანტი- Xa აქტივობის საფუძველზე, დაახლოვებულია 100%.

ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტი-Xa აქტივობის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 5 ლ და უახლოვდება სისხლის მოცულობას.

ნატრიუმის ენოქსაპარინი წარმოადგენს დაბალი კლირენსის მქონე პრეპარატს. 6 საათის განმავლობაში დოზით სხეულის მასაზე 1,5 მგ/კგ ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პლაზმაში ანტი-Xa კლირენსის საშუალო მნიშვნელობა  შეადგენს 0,74 ლ/სთ.

ნატრიუმის ენოქსაპარინი ძირითადად მეტაბოლიზირებს ღვიძლში დესულფატირების და/ან დეპოლიმერიზაციის გზით დაბალმოლეკულური ნივთიერებების წარმოშობით ძალიან დაბალი ბიოლოგიური აქტივობით.

პრეპარატის გამოყოფა ატარებს მონოფაზურ ხასიათს ნახევრადგამოყოფის პერიოდებით (T1/2) დაახლოებით 4 სთ (ერთჯერადი კანქვეშა შეყვანის შემდეგ) და 7 სთ (პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ).

პრეპარატის აქტიური ფრაგმენტების გამოყოფა თირკმელების გავლით  შეადგენს შეყვანილი დოზის დაახლოებით 10% აქტიური და არააქტიური ფრაგმენტების საერთო ექსკრეცია შეადგენს შეყვანილი დოზის დაახლოებით 40%.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

გამოყოფა შენელებული, თირკმელების ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითების გამო. ეს ცვლილება არ მოქმედებს დოზირებასა და შეყვანის რეჟიმზე პროფილაქტიკური თერაპიის დროს, თუ ასეთი პაციენტების თირკმელების ფუნქცია რჩება მისაღების ფარგლებში, ე.ი. დაქვეითებულია უმნიშვნელოდ.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

ნატრიუმის ენოქსაპარინის კლირენსი ქვეითდება თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ნატრიუმის ენოქსაპარინის 40 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში კანქვეშ განმეორებით შეყვანის შემდეგ, ხდება ანტი-Xa აქტიურობის გაზრდა, რომელიც წარმოდგენილია ფართობით ფარმაკოკინეტიკური გრეხილის ქვეშ თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი (კკ) 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (კკ 30-50 მლ/წთ) უკმარისობისას. თირკმლის მძიმე უკმარისობის (კკ არანაკლებ 30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში, ფართობი ფარმაკოკინეტიკური გრეხილის ქვეშ, წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 65%-ით მაღალია პრეპარატის კანქვეშ განმეორებით 40 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში შეყვანისას.

პაციენტები ჭარბი წონით

სხეულის მოჭარბებული მასის მქონე ადამიანებს, პრეპარატის კანქვეშ შეყვანისას, კლირენსი რამდენიმედ ნაკლებია.

რომ არ შესწორდეს დოზა ავადმყოფის სხეულის მასის გათვალისწინებით, მაშინ ნატრიუმის ენოქსაპარინის 40 მგ ერთჯერადი კანქვეშ შეყვანის შემდეგ ანტი-Xa აქტივობა 50 % უფრო მაღალი ექნებათ ქალებს სხეულის მასით 45 კგ-ზე ნაკლები და 27 %-ით მაღალი მამაკაცებს სხეულის მასით 57 კგ-ზე ნაკლები, სხეულის ჩვეულებრივი საშუალო მასის მქონე პაციენტებთან შედარებით.

 

ჩვენებები გამოყენებაზე

- ვენური თრომბოზებისა და ემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას ზომიერი და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ორთოპედიული და ზოგადქირურგიული ოპერაციების ჩარევებისას.

- ვენური თრომბოზისა და ემბოლიების პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებების დროს (გულის მწვავე უკმარისობისა და გულის ქრონიკული უკმარისობის დეკომპენსაციის ჩათვლით (III ან IV კლასი NYHA), სუნთქვის მწვავე უკმარისობა; მწვავე ინფექციური დაავადებები, რევმატული დაავადებების მწვავე სტადიები ვენური თრომბოწარმოშობის ერთ-ერთი რისკის ფაქტორთან შეწყობით  (იხ. „განსაკუთრებული ჩვენებები“).

- ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ან მის გარეშე არსებული ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა;

- არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა აცეტილსალიცილისმჟავასთან ერთად.

- თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკა ექსტრაკორპორალური სისხლმიმოქცევის სისტემაში ჰემოდიალიზის დროს (ჩვეულებრივ სეანსის ხანგრძლივობით არაუმეტეს 4 სთ);

- ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან მედიკამენტოზურ მკურნალობას ან შემდგომ კანქვეშა კორონარულ ჩარევას.

უკუჩვენებები

-         მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ენოქსაპარინის, ჰეპარინის ან მისი წარმოებულების მიმართ, სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჩათვლით.

-         აქტიური ძლიერი სისხლდენა, აგრეთვე მდგომარეობები და დაავადებები, რომელთა დროს მაღალია სისხლდენის რისკი: მოსალოდნელი აბორტი, თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა ან აორტის ანევრიზმადაშრევებით (ამ თაობაზე ქირურგიული ჩარევის ჩატარების შემთხვევების გარდა), ახლო წარსულში გადატანილი ჰემორაგიული ინსულტი, არაკონტროლერებადი სისხლდენა, თრომბოციტოპენია დადებით ტესტთან ანტითრომფოციტარულ ანტისხეულებზე  in vitro-ს პირობებში ნატრიუმის ენოქსაპარინის  თანხლებით;

-     არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ენოქსიპარინის გამოყენება თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკის მიზნით გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებში  (გამოყენების კლინიკური გამოცდილების უკმარისობა);

-         18 წლამდე ასაკი, (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

 

სიფრთხილით

მდგომარეობები, რომლის დროსაც არსებობს სისხლდენის განვითარების პოტენციური რისკი:

-         ჰემოსტაზის დარღვევები (მ.შ. ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, ჰიმოკოაგულაცია, ვილებრანდის დაავადება და სხვ.), მძიმე ვასკულიტი;

-         კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;

-         ახლო წარსულში გადატანილი იშემიური ინსულტი;

-         არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;

-         დიაბეტური ან ჰემორაგიული რეტინოპათია;

-         მძიმე შაქრიანი დიაბეტი;

-         ახლო წარსულში გადატანილი ან სავარაუდო ნევრალგიური ან ოფთალმოლოგიური ოპერაციები;

-         სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზიის ჩატარება (ჰემატომის განვითარების პოტენციური საშიშროება), ზურგის ტვინის პუნქცია (ახლო წარსულში გადატანილი);

-         მშობიარობა ახლო წარსულში;

-         ბაქტერიული ენდოკარდიტი (მწვავე ან ქვემწვავე);

-         პერიკარდიტი ან პერიკარდული გამონაჟონი;

-         ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა;

-         საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპცია (სშკ);

-         მძიმე ტრავმა (განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს)), ღია ჭრილობები დიდ ზედაპირებზე;

-         ჰემოსტაზის სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ერთდროული მიღება;

-         ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (ანამნეზში) თრომბოზთან ერთად და მის გარეშე.  

არ არსებობს მონაცემები ნატრიუმის ენოქსაპარინის კლინიკურ გამოყენებაზე შემდეგი დაავადებების დროს: აქტიური ტუბერკულოზი, სხივური თერაპია (გადატანილი ახლო წარსულში).

 

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ამჟამად არსებული კლინიკური მონაცემები არასაკმარისია ნატრიუმის ენოქსაპარინის შესაძლო ტერატოგენური ან ფოტოტოქსური ეფექტების განსასაზღვრავად მისი პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნისას ორსულობის დროს. ჰემოქსიპარინი® არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის მეტია ნაყოფის შესაძლო რისკზე.

პრეპარატით მკურნალობის დროს არ ჩაიტაროთ სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზია.

თუ იგეგმება ეპიდურალური ანესთეზია, ნატრიუმის ენოქსაპარინით პრევენტული მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ შესაძლებელია, სულ ცოტა 12 საათით ადრე ანესთეზიამდე.

ნატრიუმის ენოქსაპარინი არ არის რეკომენდებული გამოსაყენებლად გულის პროტეზირებული სარქველების მქონე ორსულ ქალებში.

ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

გამოყენების წესი და დოზები

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა (იხ. ქვემოთ „ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მედიკამენტოზური ან კანში კორონარული ჩარევის დახმარებით“ და „თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკა სისხლის მიმოქცევის ექსტრაკორპორალურ სისტემაში ჰემოდიალიზის დროს“) ნატრიუმის ენოქსაპარინი შეიყვანება ღრმად კანქვეშ. ინექციები, სასურველია, ჩატარდეს ავადმყოფის „წოლით“ მდგომარეობაში. ინექციები უნდა გაკეთდეს მონაცვლეობით მუცლის მარჯვენა ან მარცხენა წინალატერალურ ან უკანალატერალურ ზედაპირზე.

ნემსის შეყვანა საჭიროა ვერტიკალურად (არა გვერდიდან) მოგროვილ კანის ნაოჭში მთელ სიგრძეზე ინექციის დასრულებამდე დიდსა და საჩვენებელ თითებს შორის დაკავებით. კანის ნაოჭს ხელს უშვებთ მხოლოდ ინექციის დასრულების შემდეგ. არ დაზილოთ ინექციის ადგილი პრეპარატის შეყვანის შემდეგ. წინასწარ შევსებული ერთჯერადი შპრიცი მზადაა გამოყენებისთვის.

პრეპარატი არ კეთდება კუნთებში!

ვენური თრომბოზებისა და ემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს განსაკუთრებით ორთოპედული და ზოგადქირურგიული ოპერაციების დროს.

თრომბოზისა და ემბოლიის (ზოგადქირურგიული ოპერაციები) განვითარების რისკის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ ერთხელ დღე-ღამეში კანქვეშ. პირველი ინექცია კეთდება 2 სთ ადრე ქირურგიულ ჩარევამდე.

თრომბოზისა და ემბოლიის (ზოგადქირურგიული და ორთოპედიული ოპერაციები) განვითარების რისკის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში კანქვეშ. პირველი დოზა შეიყვანება 12 სთ ადრე ქირურგიულ ჩარევამდე, ან 30 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში შეყვანის დაწყებით 12-24 სთ მერე ოპერაციის შემდეგ.

პრაპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა არის საშუალოდ - 7-10 დღე. საჭიროების შემთხვევაში, თერაპია შეიძლება გაგრძელეს მანამდე, ვიდრე შენარჩუნებულია თრომბოზისა და ემბოლიის განვითარების რისკი (მაგალითად, ორთოპედიაში ნატრიუმის ენოქსაპარინი გამოიყენება 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 5 კვირის განმავლობაში).

პრეპარატის დანიშვნის თავისებურება სპინალური/ეპიდურალური ანესთეზიისას, აგრეთვე კანის გავლით კორონარული ანჰიპლასტიკის დროს აღწერილია ნაწილში „განსაკუთრებული მითითებები“.

ვენურითრომბოზებისადაემბოლიისპროფილაქტიკამწვავეთერაპიულდაავადებებთანდაკავშირებითწოლითირეჟიმისმქონეპაციენტებში

ნატრიუმის ენოქსაპარინის რეკომენდებული დოზა - 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში კანქვეშ 6-14 დღის განმავლობაში.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის თანხლებით ან მის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა

ჰემოქსიპარინი შეიყვანება კანქვეშ გაანგარიშებით 1,5 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში ან დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში. გართულებული თრომბოემბოლური დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატი რეკომენდებულია დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 10 დღეს. სასურველია მაშინათვე დაიწყოს თერაპია ანტიკოაგულანტებით შიგნით მისაღებად, ამასთან თერაპია ნატრიუმის ენოქსაპარინით უნდა გაგრძელდეს საკმარისი ანტიკოაგულანტური ეფექტის მიღწევამდე, ე.ი. МНО უნდა შეადგენდეს 2,0-3,0. საჭიროებისას ანტიკოაგულანტური ეფექტის კონტროლი უნდა შეფასდეს ანტი-Xa აქტივობის მიხედვით.

არასტაბილური სტენოკარდიის და მიოკარდის ინფაქრტის Q-ს კბილის გარეშე მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად.

ჰემოქსიპარინი® შეიყვანება გაანგარიშებით 1 მგ/კგ სხეულის მასის ყოველ 12 საათში კანქვეშ, აცეტილსალიცილისმჟავის ერთდროული დანიშვნისას შიგნით დოზით 100-325 მგ ერთხელ დღე-ღამეში.

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 2-8 დღეს (ავადმყოფის კლინიკურ სტაბილიზაციამდე).

ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა, მედიკამენტოზური ან კანის გავლით კორონარული ჩარევის მეშვეობით.

მკურნალობა ინიშნება ნატრიუმის ენოქსაპარინით ინტრავენური ბოლუსური შეყვანით დოზით 30 მგ და მაშინათვე, ამის შემდეგ (15 წუთის ფარგლებში) კანქვეშ შეიყვანება დოზით 1 მგ/კგ (თანაც პირველი ორი კანქვეშა ინექციის ჩატარებისას მაქსიმალურად შეიძლება შეყვანა ნატრიუმის ენოქსაპარინი 100 მგ). შემდეგ ყველა შემდგომი კანქვეშა დოზა შეიყვანება ყოველ 12 სთ-ში გაანგარიშებით 1 მგ/კგ (ე.ი. სხეულის მასით არაუმეტეს 100 კგ დოზა შეიძლება აღემატებოდეს 100 მგ).

75 წლისა და მეტი ასაკის პირებში საწყისი ინტრავენური ბოლუსური შეყვანა არ გამოიყენება. ნატრიუმის ენოქსაპარინი შეიყვანება კანქვეშ დოზით 0,75 მგ/კგ ყოველ 12 სთ-ში (თანაც პირველი ორი კანქვეშა ინექციის ჩატარებისას მაქსიმალურად შეიძლება შეყვანილ იქნას ნატრიუმის ენოქსაპარინი 75 მგ). შემდეგ, ყველა კანქვეშა დოზა კეთდება ყოველ 12 სთ-ში გაანგარიშებით 0,75 მგ/კგ (ე.ი. 100 კგ მეტი სხეულის მასის დროს დოზა შეიძლება აღემატებოდეს 75 მგ).

თრომბოლიტიკებთან კომბინაციისას (ფიბრინ-სპეციფიურით და ფიბრინ-არასპეციფიურით) ნატრიუმის ენოქსაპარინი უნდა გაკეთდეს ინტერვალით 15 წუთიდან თრომბოლიტური თერაპიიდან 30 წთ-მდე მას შემდეგ. ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გამოვლენის შემდეგ, რაც შეიძლება  მალე, ერთდროულად უნდა დაიწყოს ასპირინის მიღება, რომელიც, უკუჩვენებების არარსებობისას, უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 30 დღის განმავლობაში დოზით 75-დან 325 მგ-მდე დღეში.

პრეპარატით მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 8 დღეს ან პაციენტის სტაციონარიდან გამოწერამდე, თუ ჰოსპიტალიზაციის პერიოდი შეადგენს არანაკლებ 8 დღეს.

ნატრიუმის ენოქსაპარინის ბოლუსური შეყვანა ტარდება ვენური კათეტერით და ნატრიუმის ენოქსაპარინი არ უნდა შეერიოს ან არ იქნას შეყვანილი სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სისტემაში სხვა სამკურნალო საშუალებების არსებობა და მათი ურთიერთმოქმედება ნატრიუმის ენოქსაპარინთან, ვენური კათეტერი უნდა ჩაირეცხოს 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ან დექსტროზის საკმარისი რაოდენობით ნატრიუმის ენოქსაპარინის ინტრავენური ბოლუსური შეყვანის წინ და შემდეგ. ნატრიუმის ენოქსაპარინი შეთავსებადია ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნართან და დექსტროზის 5% ხსნართან.

ნატრიუმის ენოქსაპარინის 30 მგ ბოლუსური შეყვანისთვის ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობის დროს, მინის შპრიცებიდან 60 მგ, 80 მგ და 100 მგ, იღება პრეპარატის ზედმეტი რაოდენობა იმისათვის, რომ მათში დარჩეს მხოლოდ 30 მგ (0,3 მლ). დოზა 30 მგ შეიძლება უშუალოდ  შეყვანილ იქნას ინტრავენურად.

ნატრიუმის ენოქსაპარინი ინტრავენური ბოლუსური ვენური კათეტერის მეშვეობით შეყვანისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას წინასწარ შევსებული შპრიცები პრეპარატის კანქვეშ შეყვანისთვის 60 მგ, 80 მგ და 100 მგ. რეკომენდებულია გამოიყენებოდეს შპრიცები 60 მგ, ვინაიდან ეს ამცირებს პრეპარატის შპრიციდან ამოსაღებ რაოდენობას. შპრიცები 20 მგ არ გამოიყენება, ვინაიდან მათში არ არის საკმარისი პრეპარატი, ნატრიუმის ენოქსაპარინი 30 მგ ბოლუსური შეყვანისთვის. შპრიცები 40 მგ არ გამოიყენება, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ დანაყოფები და ამიტომ შეუძლებელია ზუსტი რაოდენობის 30 მგ გაზომვა.

პაციენტებს, რომლებსაც უტარებენ კანქვეშ კორონარულ ჩარევას, იმ შემთხვევაში, თუ ნატრიუმის ენოქსაპარინის ბოლო კანქვეშა ინექცია ჩატარდა ნაკლებ დროს, ვიდრე 8 სთ-ზე ადრე ბალონის კათეტერის კორონალური არტერიის შევიწროვების ადგილის გაბერვამდე, ნატრიუმის ენოქსაპარინი დამატებით შეყვანას არ საჭიროებს. თუ უკანასკნელი კანქვეშა ინექცია შეყვანილ იქნა მეტ დროს, ვიდრე 8 სთ ადრე ბალონის კათეტერის გაბერვამდე, უნდა ჩატარდეს ნატრიუმის ენოქსაპარინის ინტრავენური დამატებითი ბოლუსური შეყვანა დოზით 0,3 მგ/კგ.

კანქვეშა კორონალური ჩარევების ჩატარებისას ვენურ კათეტერში მცირე მოცულობის დამატებითი ბოლუსური შეყვანის სიზუსტის ასამაღლებლად, რეკომენდებულია პრეპარატი გაზავდეს კონცენტრაციამდე 3 მგ/მლ. ხსნარის გაზავება რეკომენდებულია უშუალოდ შეყვანამდე.

ნატრიუმის ენოქსაპარინის ხსნარის 3 მგ/მლ კონცენტრაციით მისაღებად წინასწარ შევსებული შპრიცის მეშვეობით, რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას ჭურჭელი საინფუზიო ხსნარით, საიდანაც ჩვეულებრივი შპრიცის მეშვეობით ამოიღება საჭირო მოცულობის ხსნარი.

ნატრიუმის ენოქსაპარინი (შპრიცის შემცველობა კანქვეშ შესაყვანად) შეიყვანება ჭურჭელში დარჩენილ საინფუზიო ხსნარში.

 

წინასწარი შევსებული შპრიცის მოცულობა

ჭურჭელში დარჩენილი საინფუზიო ხსნარის რაოდენობა

0,3 მლ

10 მლ

0,6მლ

20 მლ

 

ჭურჭლის შემცველობა ნატრიუმის ენოქსიპარინის გაზავებული ხსნარით ფრთხილად აირევა. შპრიცის მეშვეობით შესაყვანად ამოიღება საჭირო მოცულობის ნატრიუმის ენოქსიპარინის გაზავებული ხსნარი, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

გაზავებული ხსნარის მოცულობა=პაციენტის სხეულის მასას (კგ) x 0,1 ან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მეშვეობით.

 

მოცულობა, რომელიც შეიყვანება ინტრავენურად გაზავების შემდეგ

პაციენტის სხეულის მასა (კგ)

საჭირო დოზა (0,3 მგ/კგ), მგ

3 მგ/მლ კონცენტრაციამდე გაზავებული ხსნარის საჭირო რაოდენობა შესაყვანად

45

13,5

4,5

50

15

5

55

16,5

5,5

60

18

6

65

19,5

6,5

70

21

7

75

22,5

7,5

80

24

8

85

25,5

8,5

90

27

9

95

28,5

9,5

100

30

10

 

სისხლმიმოქცევის სისტემაში თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკა ექსტრაკორპორალური ჰემოდიალიზის დროს (ჩვეულებრივ სეანსის ხანგრძლივობა არაუმეტეს 4 სთ.)

ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზა შეადგენს 1 მგ/კგ. სისხლდენის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს 0,5 მგ/კგ-მდე სისხლძარვის ორმაგი შეღწევისას ან 0,75 მგ-მდე - სისხლძარღვის ერთგვაროვანი შეღწევისას.

ჰემოდიალიზისას პრეპარატი ჰემოქსიპარინი® უნდა შეიყვანოთ შუნტის არტერიულ მონაკვეთში ჰემოდიალიზის სეანსის დასაწყისში. ერთი დოზა, როგორც წესი, საკმარისია ოთხსაათიანი სეანსისთვის, მაგრამ ფიბრინული რგოლების აღმოჩენისას, უფრო ხანგრძლივი ჰემოდიალიზის დროს, შესაძლებელია პრეპარატის დამატებით შეყვანა გაანგარიშებით 0,5-1 მგ/კგ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის (იხ. ზემოთ) მკურნალობის გამოკლებით, დანარჩენი სხვა ჩვენებებისთვის ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზის შემცირება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თუ მათ არ გააჩნიათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, არ არის საჭირო.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თორკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა (ენდოგენური კრეატინინის კლირენსი  ნაკლებია 30 მლ/წთ).

ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზა მცირდება ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილების შესაბამისად, ვინაიდან ამ პაციენტებში ხდება პრეპარატის დაგროვება.

პრეპარატის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას, რეკომენდებულია დოზირების რეჟიმის შემდეგი კორექცია:

დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი

დოზირების რეჟიმი თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს

1 მგ/კგ კანქვეშ 2-ჯერ დღე-ღამეში

1 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

1,5 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

1 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა

ერთჯერადად: ბოლუსური

ინტრავენური შეყვანა 30 მგ + 1 მგ/კგ სხეულის მასაზე კანქვეშ; შემდგომი კანქვეშ შეყვანით დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში (მაქსიმალურად 100 მგ ორიდან თითოეული პირველი კანქვეშა ინექციისთვის)

ერთჯერადად: ბოლუსური

ინტრავენური შეყვანა 30 მგ + 1 მგ/კგ კანქვეშ; შემდგომი კანქვეშ შეყვანით დოზით 1 მგ/კგ  ერთხელ დღე-ღამეში (მაქსიმალურად 100 მგ პირველი კაქვეშა ინექციისთვის)

ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა ≥75 წელზე ზევით ასაკის პაციენტებში

0,75 მგ/კგ კანქვეშ ორჯერ დღე-ღამეში საწყისი ინტრავენური ბოლუსური შეყვანის გარეშე (მაქსიმალურად 75 მგ ორიდან თითოეული პირველი კანქვეშა ინექციისთვის)

1 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში საწყისი ინტრავენური ბოლუსური შეყვანის გარეშე (მაქსიმალურად 100 მგ პირველი კანქვეშა ინექციისთვის)

 

პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნებისთვის გამოყენებისას, რეკომენდებულია დოზირების რეჟიმის შემდეგი კორექცია:

დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი

დოზირების რეჟიმი თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს

40 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

20 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

20 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

20 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

 

დოზირების რეჟიმის რეკომენდებული კორექცია არ გამოიყენება ჰემოდიალიზის ჩატარებისას.

თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსის 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) უკმარისობისას დოზის კორექციას არ საჭიროებს, მაგრამ საჭიროა უფრო ხშირად ჩატარდეს თერაპიის ლაბორატორიული კონტროლი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

კლინიკური გამოკვლევების არარსებობასთან დაკავშირებით, დაცული უნდა იყოს სიფრთხილე ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

 

 

 

გვერდითი მოქმედებები

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), იშვიათი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000).

სისხლდენა

შესაძლებელია სისხლდენა, განსაკუთრებით თანმხლები რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში: ორგანული ცვლილებები სისხლდენის მიდრეკილებით, ასაკი, თირკმლის უკმარისობა, სხეულის დაბალი მასა და პრეპარატის ზოგიერთი კომბინაცია (იხ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან). სისხლდენის განვითარების დროს საჭიროა მოიხსნას პრეპარატის შეყვანა, დადგინდეს სისხლდენის მიზეზი და დაიწყოს შესაბამისი თერაპია.

ძალიან ხშირი: სისხლდენები ვენური თრომბოზების დროს, ქირურგიულ ავადმყოფებსა და ღრმა ვენების თრომბოემბოლიითა და მის გარეშე თრომბოზის მკურნალობის დროს.

ხშირი: სისხლდენები ვენური თრომბოზის პროფილაქტიკის დროს წოლით რეჟიმზე მყოფ პაციენტებში და  სტენოკარდიის, Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტისა და ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის დროს.

არც ისე ხშირად: მუცლის ღრუსა და ქალაშიდა სისხლდენები პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზის თრომბოემბოლიითა და მის გარეშე მკურნალობისას, აგრეთვე ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის დროს.

იშვიათად: მუცლის ღრუს სისხლდენები ვენური თრომბოზების პროფილაქტიკისას ქირურგიულ ავადმყოფებში და  სტენოკარდიის, Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის დროს.

ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებისას სპინალური / ეპიდურალური ანესთეზიის ფონზე და შემღწევი კათეტერების პოსტოპერაციული გამოყენების დროს აღწერილია ნეიროაქსიალური ჰემატომების წარმოშობის იშვიათი შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვიეს სხვადასხვა ხარისხის გამოხატულობის ნევროლოგიური დარღვევები, ხანგრძლივი ან შეუქცევადი პარალიჩის ჩათვლით (იხილეთ „განსაკუთრებული მითითებები“) .

თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი

ძალიან ხშირად: თრომბოციტოზი ვენური თრომბოზების პროფილაქტიკისას ქირურგიულ ავადმყოფებში და ღრმა ვენების თრომბოზის  თრომბოემბოლიითა და მის გარეშე მკურნალობის დროს.

ხშიად: თრომბოციტოპენია. ვენური თრომბოზების პროფილაქტიკისას ქირურგიულ ავადმყოფებში და ღრმა ვენების თრომბოემბოლიითა და მის გარეშე მკურნალობის დროს, აგრეთვე ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

არც ისე ხშირად: თრომბოციტოპენია ვენური ტრომბოზების დროს წოლით რეჟიმზე მყოფ პაციენტებში და  სტენოკარდიის, Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის დროს.

ძალიან იშვიათად: აუტოიმუნური თრომბოციტოპენია ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს.

იშვიათ შემთხვევებში ცნობილი იყო აუტოიმუნური თრომბოციტოპენიის თრომბოზთან ერთად განვითარების შესახებ. ზოგიერთ მათგანში თრომბოზი რთულდება ორგანოს ინფარქტით ან კიდურის იშემიით (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).

სხვა

ძალიან ხშირად - "ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა.

ხშირად - ალერგიული რეაქციები, ჭინჭრისციება, ქავილი, კანის საფარის სიწითლე, ჰემატომა და ტკივილი ინექციის ადგილას.

არც ისე ხშირად -  კანის (ბულოზური გამონაყარი), ანთებითი რეაქცია შეყვანის ადგილზე, კანის ნეკროზი შეყვანის ადგილზე.

იშვიათად - ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპერკალიემია. ინექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს კანის ნეკროზი, რომელსაც წინ უსწრებს პურპურა ან ერითემატოზული მტკივნეული პაპულები. ამ შემთხვევებში უნდა შეწყდეს პრეპარატით თერაპია. პრეპარატის ინექციის ადგილზე შესაძლებელია მყარი ანთებითი კვანძების ინფილტრატების წარმოქმნა, რომლებიც ქრება რამდენიმე დღეში და არ წარმოადგენს საფუძველს პრეპარატის მოსახსნელად.

 

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ჰემორაგიული გართულებები დოზის შემთხვევითი გადაჭარბებისას ნატრიუმის ენოქსაპარინის კანქვეშ შეყვანის დროს. შიგნით დიდი დოზებითაც კი შემთხვევით მიღებისას, პრეპარატის შეწოვა ნაკლებად შესაძლებელია.

მკურნალობა: ნეიტრალდება ნატრიუმის ენოქსაპარინის მოქმედება პროტამინ სულფატის ნელი ინტრავენური (ი/ვ) შეყვანით. პროტამინ სულფატის 1 მგ ანეიტრალებს 1 მგ ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტიკოაგულანტურ ეფექტს, თუ პრეპარატი შეიყვანებოდა არაუმეტეს 8 საათით ადრე პროტამინ სულფატის შეყვანამდე.

პროტამინ სულფატის 0,5 მგ ანეიტრალებს 1 მგ ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტიკოაგულანტურ ეფექტს, თუ ის შეყვანილი იყო 8 საათზე მეტი ხნის წინ ან პროტამინ სულფატის მეორე დოზის შეყვანის აუცილებლობისას.

 თუ ნატრიუმის ენოქსაპარინის შეყვანის შემდეგ გასულია 12 და მეტი საათი, პროტამინ სულფატის შეყვანა საჭირო არ არის. მაგრამ პროტამინ სულფატის დიდი დოზების შეყვანის დროსაც კი, ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტი-Xa აქტივობა სრულად არ ნეიტრალდება (მაქსიმალურად 60 %-ით).

 

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

არ შეიძლება ნატრიუმის ენოქსაპარინის შერევა ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.

სხვა ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებთან  (სალიცილატებთან, მ.შ. აცეტილსალიცილმჟავასთან, არასტეროიდულ ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატებთან (ასსპ), კეტოროლაკის, დექსტრანის, მოლეკულური მასით 40 кДа, ტიკლოპიდინის, კლოპიდოგრელის, სისტემური გლუკოკორდტიკოსტეროიდების (გკს), თრომბოლიტიკების ან ანტიკოაგულანტების, სხვა ანტითრომბოციტარული პრეპარატების, რეცეპტორების გლიკოპროტეინური ანტაგონისტების IIb/IIIa ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას, იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი (იხ. „განსაკუთრებული შემთხვევები“).

განსაკუთრებული მითითებები

ზოგადი

დაბალმოლეკულური ჰეპარინები არ წარმოადგენენ ურთუერთჩანაცვლებადს, ვინაიდან ისინი განსხვავდება წარმოების პროცესის, მოლეკულური მასის, სპეციფიური ანტი-Xa აქტივობის, დოზირების ერთეულებისა და დოზირების რეჟიმის მიხედვით, რასთანაც დაკავშირებულია განხვავებები მათ ფარმაკოკინეტიკასა და ბიოლოგიურ აქტივობაში (ანტითრომბული აქტივობა და ურთიერთმოქმედება თრომბოციტებთან). ამიტომ მკაცრად უნდა შესრულდეს რეკომენდაციები თითოეული პრეპარატის გამოყენებაზე, რომელიც მიეკუთვნება დაბალმოლეკულური ჰეპარინების კლასს.

სისხლდენა

როგორც სხვა ანტიკოაგულანტების გამოყენებისას, ნატრიუმის ჰემოქსიპარინის® გამოყენებისას შესაძლებელია ნებისმიერი ლოკალიზაციის სისხლდენის განვითარება (იხ. „გვერდითი მოქმედებები“). სისხლდენის განვითარებისას საჭიროა მისი წყაროს პოვნა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

სისხლდენები ხანდაზმულ პაციენტებში

ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებისას პროფილაქტიკურ დოზებში ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არ იყო გამოვლენილი სისხლდენის მომატების რისკის განვითარება.

ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებისას თერაპიული დოზით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (განსაკუთრებით 80 წლის და მეტ ასაკში) არსებობს სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი. რეკომენდებულია  ასეთ პაციენტებზე ხშირი ზედამხედველობა (იხ. „ფარმაკოკინეტიკა“ და „გამოყენების წესი და დოზები“, ქვეთავი „ხანდაზმული ასაკის პაციენტები“).

 

ჰემოსტაზზე მოქმედი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება

რეკომენდებულია, რომ ჰემოსტაზზე მოქმედი (სალიცილატები, მ.შ. აცეტილსალიცილმჟავა, აასპ, კეტოროლაკის ჩათვლით, დექსტრანის მოლეკულური მასით 40 кДа, ტიკლოპიდინის, კლოპიდოგრელის, გკს, თრომბოლიტების, ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგატების ჩათვლით, ჰიპოპროტეინული რეცეპტორების ანტაგონისტების IIb/IIIa ჩათვლით), პრეპარატების გამოყენება შეწყვეტილი იყო ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობის დაწყებამდე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მათი გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს. თუ ნაჩვენებია ნატრიუმის ენოქსაპარინის კომბინაციები ამ პრეპარატებთან ერთად, მაშინ საჭიროა ხშირი კლინიკური დაკვირვება და შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგის ჩატარება.

 

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არსებობს სისხლდენის განვითარების რისკი ნატრიუმის ენოქსაპარინის ექსპოზიციის სისტემური გაზრდის შედეგად.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების (კრეატინინის კლირენსის 30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში აღინიშნება ნატრიუმის ენოქსაპარინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი მომატება, ამიტომ რეკომენდებულია დოზის კორექცია, როგორც პრეპარატის პროფილაქტიკური, ისე თერაპიული გამოყენებისას. თუმცა არ არის მოთხოვნილი დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი (კრეატინინის კლირენსის 50-80 მლ/წთ) დარღვევების მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია ასეთი პაციენტების მდგომარეობის ხშირი კონტროლი (იხ. „ფარმაკოკინეტიკა“ და „გამოყენების წესი და დოზები“ ქვენაწილი „პაციენტები თირკმლის უკმარისობით“).

სხეულის დაბალი მასა

აღინიშნებოდა ნატრიუმის ენოქსაპარინის ექსპოზიციის მომატება მისი 45 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ქალებსა და 57 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მამაკაცებში პროფილაქტიკური გამოყენებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის განვითარების რისკი. რეკომენდებულია ასეთი პაციენტების მდგომარეობის ხშირი კონტროლი.

 

პაციენტები ზედმეტი სიმსუქნით

პაციენტებს ზედმეტი სიმსუქნით გააჩნიათ თრომბოზებისა და ემბოლიის განვითარების გაზრდილი რისკი. ნატრიუმის ენოქსაპარინის პროფილაქტიური დოზებით პაციენტებში ზედმეტი სიმსუქნით (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2 მეტი) გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბოლომდე არ არის განსაზღვრული, და არ არსებობს ზოგადი აზრი დოზის კორექციის მიხედვით. საჭიროებს ამ პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვებას თრომბოზებისა და ემბოლიის სიმპტომებისა და ნიშნების განვითარებაზე.

 

პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი

ანტისხეულ განპირობებული ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი არსებობს დაბალმოლეკულური ჰეპარინების გამოყენების დროსაც. თუ ვითარდება თრომბოციტოპენია მაშინ ის ჩვეულებრივ გამოვლინდება 5 და 21 დღეებს შორის ნატრიუმის ენოქსაპარინის თერაპიის დაწყების შემდეგ, ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის რეგულარული კონტროლი პრეპარატ ჰემოქსიპარინით მკურნალობის დაწყებამდე და მისი გამოყენების დროს. თრომბოციტების რაოდენობის დადასტურებული შემცირების არსებობისას (30-50%-ით საწყის მაჩვენებელთან შედარებით) საჭიროა ნატრიუმის ენოქსაპარინის დაუყოვნებლივ მოხსნა და პაციენტის სხვა თერაპიაზე გადაყვანა.

სპინალური/ეპიდურალური ანესთეზია

აღწერილია ნეიროაქსიალური ჰემატომების წარმოშობის შემთხვევები ნატრიუმის  ენოქსაპარინის გამოყენებისას სპინალურ/ეპიდურალური ანესთეზიის ერთდროული ჩატარების დროს ხანგრძლივი და შეუქცევადი პარალიჩის განვითარებით. ამ მოვლენების წარმოშობის რისკი მცირდება ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებისას დოზით 40 მგ ან ნაკლები.

რისკი მატულობს ნატრიუმის ენოქსაპარინის უფრო მაღალი დოზების გამოყენების დროს, აგრეთვე მუდმივი კათეტერების გამოყენებისას ოპერაციების შემდეგ ან ჰემოსტაზზე მოქმედი, როგორიცაა აასპ (იხ. „ურთიერთმოქმედება“) დამატებითი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. რისკი, აგრეთვე მატულობს ტრავმულად ჩატარებული ან განმეორებითი ზურგისტვინის პუნქციისას ან პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში გააჩნიათ აღნიშვნები გადატანილ ოპერაციებზე ხერხემლის არეში ან ხერხემლის დეფორმაციის შესახებ.

ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებასთან და ეპიდურალური ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ჩატარებასთან დაკავშირებული სისხლდენის შესაძლო რისკის შესამცირებლად, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილი (იხ. „ფარმაკოკინეტიკა“). კათეტერის დაყენება ან მოხსნა უნდა მოხდეს ნატრიუმის ენოქსაპარინის დაბალი ანტიკოაგულანტური ეფექტის დროს, მაგრამ ზუსტი დრო ანტიკოაგულანტური ეფექტის საკმარისი შემცირების მისაღწევად სხვადასხვა პაციენტებში უცნობია.

კათეთერის დაყენება და მოხსნა უნდა მოხდეს მინიმუმ 12სთ შემდეგ პრაპარატი ჰემოქსიპარინის® უფრო დაბალი დოზის შეყვანისას (20 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 30 მგ ერთხელ ან ორ ჯერ დღე-ღამეში, 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში), და მინიმუმ 24 სთ შემდეგ პრეპარატი ჰემოქსიპარინის® მაღალი დოზის შეყვანისას (0,75 მგ/კგ სხეულის მასის ორჯერ დღე-ღამეში, 1 მგ/კგ სხეულის მასის ორჯერ დღე-ღამეში, 1,5 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში). ამ პერიოდში ჯერ კიდე გამოხატულია ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტი-Xa აქტივობა, და დროის გადაწევა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ შესაძლებელია გავექცეთ ნეიროაქსიალური ჰემატომის განვითარებას.

პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზებით სხეულის მასის 0,75 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში ან სხეულის მასის 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში, დოზირების ასეთი (ორჯერადი დღე-ღამის განმავლობაში) რეჟიმის დროს, არ უნდა შეიყვანოთ ორმაგი დოზა იმისათვის, რომ გაიზარდოს ინტერვალი კათეტერის ჩაყენების ან შეცვლის წინ. ზუსტად ასევე, უნდა განიხილებოდეს ნატრიუმის ენოქსაპარინის შემდეგი დოზის შეყვანის, მინიმუმ, 4 საათით, გადავადების შესაძლებლობის საკითხი, სარგებელი/რისკის (თრომბოზისა და სისხლდენის განვითარების პროცედურის ჩატარებისას, პაციენტებში რისკის ფაქტორების არსებობის გათვალისწინებით) შეფარდების შეფასებიდან გამომდინარე. მაგრამ მკაფიო რეკომენდაციების მიცემა ნატრიუმის ენოქსაპარინის შემდეგი დოზის დროის შესახებ, კათეტერის მოხსნის შემდეგ არ წარმოადგენს შესაძლებელს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ კრეატინინის კლირენსით 30 მლ/წთ მქონე პაციენტებში, ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყოფა ნელდება. ამიტომ მოცემული კატეგორიის პაციენტებში უნდა განიხილებოდეს საკითხი კათეტერის მოხსნის მომენტიდან დროის გაორმაგების შესახებ: მინიმუმ, 24 სთ ნატრიუმის ენოქსაპარინის უფრო დაბალი დოზებისთვის (30 მგ ერთხელ დღე-ღამეში) და, მინიმუმ 48 სთ უფრო მაღალი დოზებისთვის (სხეულის მასის 1 მგ/კგ დღე-ღამეში).

თუ ეპიდურალური/სპინალური ანესთეზიის ან ლუმბალური პუნქციის დროს ექიმმა დანიშნა ანტიკოაგულანტური თერაპია, საჭიროა პაციენტის მუდმივი დაკვირვება, რათა გამოვლინდეს ნებისმიერი ნევროლოგიური სიმპტომი, როგორიცაა ზურგის ტკივილი, სენსორული და მოტორული ფუნქციების დაქვეითება (ქვედა კიდურების დაბუჟება ან სისუსტე), კუჭნაწლავის და/ან შარდის ბუშტის ფუნქციების დარღვევა. ზემოაღნიშნული სიმპტომების გამომჟღავნისას პაციენტი ვალდებულია დაუყონებლივ გააგებინოს ექიმს. თუ საეჭვოა ზურგის ტვინის ჰემატომისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე, აუცილებელია სასწრაფო დიაგნოზირება და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, ზურგის ტვინის დეკომპრესია.

 

ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია

ჰემოქსიპარინი® განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში გააჩნიათ ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია თრომბოზის შეხამებით ან მის გარეშე.

ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ ანამნესტიკურად სავარაუდოა ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენის არსებობა, მაშინ in vitro თრომბოციტების აგრეგაციის ტესტებს აქვთ შეზღუდული მნიშვნელობა მისი რისკის განვითარების პროგნოზირებისას. ამ შემთხვევაში პრეპარატი ჰემოქსიპარინის® გამოყენება შეიძლება მოხდეს, მხოლოდ შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციის შემდეგ.

 

კანქვეშა კორონარული ანგიოპლასტიკა

Q  კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტისა და ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის და სტენოკარდიის მკურნალობის დროს ინვაზიურ სისხლძარღვოვან ინსტრუმენტალურ მანიპულაციასთან დაკავშირებული სისხლდენის რისკის მინიმიზაციის მიზნით, ეს პროცედურები უნდა ჩატარდეს ინტერვალებით პრეპარატის შეყვანებს შორის. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ჰემოსტაზი კათეტერის შეყვანის ადგილას კანქვეშა კორონარული ჩარევის ჩატარების შემდეგ. დახურული მოწყობილობის გამოყენების დროს თეძოს არტერიის ინტროდიუსერი შეიძლება დაუყოვნებლივ მოიხსნას. მანუალური  კომპრესიის გამოყენების დროს თეძოს არტერიის ინტროდიუსერი უნდა მოიხსნას 6 სთ მერე ნატრიუმის ენოქსაპარინის ინტრავენური ან კანქვეშა ბოლო ინექციის შემდეგ. თუ ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობა გრძელდება, მაშინ შემდეგი დოზა უნდა შიყვანოთ არანაკლებ 6-8 სთ მერე თეძოს არტერიის ინტროდიუსერის მოხსნის შემდეგ. საჭიროა ინტროდიუსერის შეყვანის ადგილზე დაკვირვება იმისათვის, რომ დროულად გამოვლინდეს სისხლდენისა და ჰემატომის წარმოქმნის ნიშნები.

 

გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე პაციენტები

ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე პაციენტებში თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკისთვის, არ არის საკმარისად შესწავლილი. გაგვაჩნია ცალკეული ცნობები გულის სარქველების თრომბოზის განვითარების შესახებ გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე პაციენტებში ნატრიუმის ენოქსაპარინით თერაპიის ფონზე თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკისთვის. ამ ცნობების შეფასება შეზღუდულია კონკურენციის ფაქტორების არსებობის გამო, რომელსაც შეუძლიათ გულის ხელოვნური სარქველების თრომბოზის განვითარების ხელშეწყობა, ძირითადი დაავადების ჩათვლით, კლინიკური მონაცემების უკმარისობის გამო.

 

გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსული ქალები

ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკისთვის გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებში არ არის საკმარისად შესწავლილი. გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსული ქალების კლინიკურ კვლევებში ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებისას დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში თრომბოზებისა და ემბოლიების წარმოშობის რისკის შესამცირებლად, 8-დან 2 ქალს წარმოეშვა თრომბი, რომელმაც გამოიწვია გულის სარქველების ბლოკირება და დედისა და ნაყოფის სიკვდილი.

გაგვაჩნია ცალკეული პოსტმარკეტინგული შეტყობინებები გულის სარქველების თრომბოზის შესახებ გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებში, რომლებიც მკურნალობდნენ ნატრიუმის ენოქსაპარინით თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკისთვის. გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებს გააჩნიათ თრომბოზისა და ემბოლიის განვითარების მაღალი რისკი.

 

ლაბორატორიული ტესტები

თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისთვის გამოყენებულ დოზებში, ნატრიუმის ენოქსაპარინი არსებითად არ ახდენს გავლენას სისხლდენისა და სისხლის შედედების მაჩვენებლების დროზე, აგრეთვე თრომბოციტების აგრეგაციაზე ან მათ ფიბრინოგენთან დაკავშირებაზე.

დოზის გაზრდისას ხანგრძლივდება АЧТВ და სისხლის შედედების აქტივირებული დრო. АЧТВ-ს და შედედების აქტივირებული დროის გაზრდა არ არის პირდაპირ ხაზოვან დამოკიდებულებაში პრეპარატის ანტიკოაგულანტურ აქტივობაზე დამოკიდებულებით, ამიტომ არ არსებობს მათი მონიტორინგის აუცილებლობა.

 

ვენური თრომბოზებისა და ემბოლიის პროფილაქტიკა მწვავე თერაპიული დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან წოლით რეჟიმზე

მწვავე ინფექციის, მწვავე რევმატული მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში, ნატრიუმის ენოქსაპარინის პროფილაქტიკური გამოყენება გამართლებულია მხოლოდ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები ეთვისება ვენური თრომბოწარმოშობის ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ რისკის ფაქტორს:  ასაკი 75 წელზე მეტი; ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები; ანამნეზში თრომბოზები და ემბოლიები; ზედმეტი სიმსუქნე; ჰორმონალური თერაპია; გულის უკმარისობა; სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა.

 

გავლენა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და რეაქციების სიჩქარეს

არ არსებობს მონაცემები ნატრიუმის ენოქსაპარინის უარყოფითი გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის მართვაზე და სხვა პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობით დაკავებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების გაზრდილ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული  რეაქციების  სისწრაფეს.

 

გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი, 10000 ანტი-Xa ME (100 მგ)/მლ.

0,3 მლ, 0,4 მლ და 0,6 მლ მინის სტერილურ შპრიცებში, გრადუირებული ნემსით, დამცავი ხუფით, ნემსის დამცავი მოწყობილობის გარეშე შპრიცის გამოყენების შემდეგ.

2 შპრიცი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის და პოლიმერული აპკისგან.

5 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა საფარით სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

დსს „ფარმფირმა „სოტექს“, 141345, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, სერგიევო-პასადის მუნიციპალური რაიონი, სოფლის ტიპის დასახლება ბერეზნიაკოვსკოე, დას. ბელიკოვო, ს.11.

ტელ./ფაქსი: (495) 956-29-30.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი: დსს „ფარმფირმა „სოტექს“

 

პროდუქციის ხარისხის თაობაზე მომხმარებლისგან საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის მისამართი

შპს „New Pharma New Pharma“

საქართველო, ქ. თბილისი, ი. ევდოშვილის ქ., სახლი N18

ტელ./ფაქსი: +995 (32) 210 88 18

 

 

მსგავსი პროდუქტები