ბევიტუმი მაგნიუმით #30ტ

84348
მარაგშია
27.80 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები ჯენერიკიVit.B1,B2,B5,B6,B12,H, Mg გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
27.80 

ბევიტუმი მაგნიუმით

ბევიტუმი მაგნიუმით მიღებამდე დეტალურად გაეცანით ინსტრუქციას.                                                                             

შემადგენლობა: ყოველი 1 კაფსულა შეიცავს: მაგნიუმი - 200 მგ; ვიტამინი B1 - 15 მგ; ვიტამინი B2 - 15 მგ; ვიტამინი B6 - 15 მგ; ვიტამინი B12 - 25 მკგ; პანტოთენის მჟავა - 23 მგ; ნიაცინი - 50 მგ; ბიოტინი - 200 მკგ.                                                                                                    

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბევიტუმი მაგნიუმით წარმოადგენს ვიტამინი B1, B2, B6, B12 -ის, ნიაცინის, პანტოთენის მჟავის, ბიოტინისა და მაგნიუმის ბალანსირებულ კომპლექსს. კომბინაცია უზრუნველყოფს  ნერვული სისტემისა და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების ჯანსაღ ფუნქციობას. მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმებისა და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმში. B ჯგუფის ვიტამინების კომბინირებულად გამოყენება იწვევს მათი მოქმედების სინერგიზმს. 

მაგნიუმი - წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმის იონები ამცირებს ნეირონთა აგზნებადობას, მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, ანელებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში. ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს თან ახლავს კუნთების სისუსტე, ტრემორი, ტეტანია, ატაქსია, რეფლექტორული აგზნებადობის მომატება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, გულის რითმის დარღვევა ექსტრასისტოლიებით და ტაქიკარდიით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა დიარეით.                                                                                                                                 ვიტამინი B1 - ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულის მუშაობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების უზრუნველსაყოფად.                                                                                                             ვიტამინი B2 - მნიშვნელოვანია ცილების, ცხიმებისა და  ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ასტიმულირებს ქსოვილოვან რეგენერაციას, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული ტროფიკული დაზიანებების აღდგენას.                                                                                                                                პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5) -  მონაწილეობს კორტიკოსტეროიდების სინთეზში. არის ნივთიერებათა ცვლის სტიმულატორი, ამცირებს ცხიმოვან მარაგს ორგანიზმში, იცავს ორგანიზმს სტრესისაგან.                                                                                                                                                                                                                           

ვიტამინი B6 - აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამინომჟავებისა და ნეირომედიატორე-ბის ბიოსინთეზში. ასტიმულირებს მაგნიუმის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ზრდის მის ბიოშეღწევადობას უჯრედებში.                                                                                                                            ვიტამინი B12 - მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირების პროცესში, ასტიმულირებს ნერვული უჯრედების ზრდისა და ფორმირების პროცესს. გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების გენერირების პროცესში. ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას. აუმჯობესებს ჰემოპოეზს, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციებზე. ამცირებს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებისაგან გამოწვეულ ტკივილს.                                                                                                                                ნიაცინი - მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და სინთეზის პროცესებში. ახდენს სისხლში ლიპოპროტეინებისა და ტრიგლიცერიდების ნორმალიზებას. ახასიათებს ვაზოდილატაციური მოქმედება პრეარტერიოლებისა და არტერიოლების დონეზე (თავის ტვინშიც) და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. ასევე ხასიათდება მსუბუქად გამოხატული ანტიკოაგულაციური მოქმედებით (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას) და დეზინტოქსიკაციური თვისებებით. ნიაცინის დეფიციტი კორელაციაშია სეროტონინის და მელატონინის სინთეზის შემცირებასთან, რაც დეპრესიის და უძილობის განვითარების მიზეზი ხდება.                                                                                                                          

ბიოტინი - მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ახდენს სისხლში გლუკოზის დონეს რეგულირებას. მონაწილეობს ენერგიის სინთეზის პროცესში. დადებითად მოქმედებს კანისა და კანის დანამატების სიჯანსაღეზე.                                                                                                                                                                                                   

ბევიტუმი მაგნიუმით დადებითად მოქმედებს ჰომოცისტეინის დონის რეგულირებაზე და იცავს გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის პათოლოგიების განვითარებისაგან. ახდენს ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარების პრევენციას.

ჩვენებები:                                                                                                                                                                                                                        

ბევიტუმი მაგნიუმით ხელს უწყობს ენერგიის სინთეზს და დადებითად მოქმედებს შრომის უნარიანობის ამაღლებაზე. ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და სტრესს. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ტკივილისა და ფსიქო-ემოციური ლაბილობის მიმართ.                                                                                                                                                                              

  • ნერვული სისტემის დისფუნქციით და მეტაბოლური პროცესებს დისრეგულაციით გამოწვეული სიმპტომები: ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, თავბრუ, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ყურადღების დარღვევები და /ან ჰიპერაქტიულობა
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია
  • შაკიკი; დაძაბულობითი თავის ტკივილი
  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები; ანემია; ჰეპატიტი
  • ენდოკრინული სისტემის დისფუნქცია: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, ჰიპოთირეოზი
  • კანის სხვადასხვა პათოლოგიები (ბერი-ბერი, სებორეული ეგზემა)
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი)
  • ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდა სტრესის, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის მიმართ

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:                                                                                                                      

  • 12 წლიდან მოზარდებსა და მოზრდილებში: 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.

მიღება რეკომენდებულია კვების შემდეგ წყლის მიყოლებით. კურსის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია ექიმის რეკომენდაციით. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ექიმის რეკომენდაციით                                                                                

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.                                 

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.                                                                                                                                                                                                                                            

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადილზე არაუმეტეს +25ºС ტემპერატურის პირობებში.                                                                                                                                                                                                                                                                              

სიფრთხილის ზომები: საკვები დანამატი. არ გადააჭარბოთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. მკურნალობის სქემაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.                                                                                                                                                                                                   

გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა. საკვები დანამატი                                                                                                                                                                         

ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე                                                                                                                                                        

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ                                                                                                                                                 

მწარმოებელი: „Aconitum“, ლიეტუვა                                                                                                                                                                       

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: შპს „არტფარმა“

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები