მიდოკალმი 100მგ+2.5მგ/მლ1მლ#5ა

1365
-29%
მარაგშია
22.42 
16.03 
დანაზოგი: 6.39 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმიორელაქსანტები ჯენერიკიTolperisonum+Lidocainum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
22.42 
16.03 
დანაზოგი: 6.39 ₾ (29%)
მიდოკალმი 100მგ/1მლ 
(MYDOCALM)


გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:
1მლ ამპულა შეიცავს:
ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი 100მგ;
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 2,5მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მიდოკალმი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იგი ამცირებს ექსპერიმენტულად გაძლიერებულ კუნთოვან ტონუსს და დეცერებრაციულ რიგიდობას. პრეპარატი თრგუნავს რეტიკულოსპინალურ რეფლექსურ აგზნებადობას. იგი არ მოქმედებს თავის ტვინის ქერქის ფუნქციაზე, აძლიერებს პერიფერიულ სისხლმიმოქცევას. პრეპარატის მოქმედება სისხლმიმოქცევაზე არ არის დამოკიდებული თავის ტვინის ვაზომოტორული ცენტრების რეგულაციაზე, რაც მიუთითებს პრეპარატის მოქმედების პერიფერიული მექანიზმზე.

ჩვენება:
განივზოლიანი კუნთების მომატებული ტონუსის დასაქვეითებლად, რომელიც გამოწვეულია ორგანული ნევროლოგიური დაავადებებით (პირამიდული გზების დაზიანება, მრავლობითი სკლეროზი, მიელოპათია, ენცეფალომიელიტი), მაგალითად, კუნთების ჰიპერტონია, კუნთების სპაზმი, კუნთების კონტრაქტურა, რიგიდულობა, სპინალური ავტომატიზმი.
სისხლძარღვთა მაობლიტირებელი დაავადებები (არტერიების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, დიაბეტური ანგიოპათია, მაობლიტირებელი თრომბანგიტი, რეინოს დაავადება, დიფუზური სკლეროდერმა). ამის გარდა, პათოლოგია, გამოწვეული სისხლძარღვოვანი ინერვაციის დარღვევით (აკროციანოზი, ხანგამოშვებითი ანგიონევროზული დისბაზია). პოსტთრომბული ვენური და ლიმფის მიმოქცევის მხრივ დარღვევები, წვივის წყლული.

წინააღმდეგჩვენება:
მძიმე მიასთენია;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ასევე უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის.

დოზირება და მიღების წესი:
მიდოკალმი ინიშნება დოზით 200მგ დღეში (1 ამპულა 2 ჯერ) კუნთებში, ან ყოველდღიურად 100მგ (1ამპულა) ინტრავენურად, ნელა.

გვერდითი მოვლენები
კუნთების სისუსტე, ძილიანობა.
იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი, დისპნოე); კანის რეაქციები: ქავილი, ერითემა, მაკულოპაპულოზური გამონაყარი), ამის გარდა, ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება მუცელში.
გვერდითი მოვლენები გაივლის დოზის შემცირების შემთხვევაში.
შენახვის ვადა: 3 წელი

შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, 8-150C ტემპერატურაზე.

შეფუთვა
1მლ 5 ამპულა

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი და მისი მისამართი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი

მსგავსი პროდუქტები