პარადოქს ომეგა 3,6,9ბეიბი105მლ

85646
-29%
მარაგშია
43.49 
31.09 
დანაზოგი: 12.40 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები ჯენერიკიOmega-3,6,9+Vit.D3 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
43.49 
31.09 
დანაზოგი: 12.40 ₾ (29%)

 პარადოქს® ომეგა 3,6 & 9 ბეიბი - სიროფი 105 მლ

გამოყენების ინსტრუქცია

 

 

აღწერილობა & და თვისებები:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ბუნებრივად სტაბილური, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების

(EPA DHA DPA) მაღალი შემცველობით. 

თევზის სუნის და გემოს გარეშე!

მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური გზა ჩვილებისა და ბავშვებისათვის, მიიღონ კუთვნილი ომეგა-3 დღიური დოზა!

ომეგა 3, 6 & 9 საჭირო ამინო მჟავების მიღების უსაფრთხო და ეფექტური გზა ჩვილებისა & ბავშვებისათვის.

ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდა-განვითარებას, ბავშვების ყურადღების კონცენტრირების კოგნიტურ ფუნქციას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას.

საუკეთესო ეფექტი მიიღწევა რეკომენდებული,

დღიური დოზის ყოველდღიური მიღებით.

PARAD0X® - პარადოქსი®

ახალი თაობის ომეგა დანამატი!!!

განსხვავებული ომეგას ზეთი!

• შესაფერისია ჩვილებისა & ბავშვებისთვის 6+ თვიდან

• 100 % სუფთა & 100 % ნატურალური

• ომეგა ზეთის მდგრადი წყარო

• დაცული & ეფექტური

• ყოველი 2 მლ დოზა უზრუნველყოფს ორგანიზმს 480 მგ ომეგა-3-ით

• მეცნიერულად დადასტურებული სტაბილურობა

• შეიცავს ძლიერ, პოლიფენოლის ანტიოქსიდანტებს

• ყოველგვარი დანამატებისა და კონცენტრატების გარეშე

• სწრაფი შეღწევადობა

• თევზის გემოს გარეშე

• ადვილად გამოყენებადი დოზირებული საწვეთურით

• შეურიეთ იოგურტებსა და მუსებში

პარადოქსი - „ბრილიანტის იდეა“ (Dr Richar d Apenten PHD)

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ომეგას დაპატენტებული ფორმულით, რომელიც შემუშავებული და განვითარებულია დიდი ბრიტანეთის ოლსტერის უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო კვლევის უმაღლეს დეპარტამენტში. შედეგად ჩვენი თევზის ზეთის შემადგენლობა არ არის EPA & DHA პოლი უჯერი გრძელ ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების მოლეკულების უბრალო ნარევი.

პარადოქს ომეგას ექსპერტები არ ახდენენ ომეგას ხელოვნური მოლეკულის კონცენტრაციას, რომელსაც ეთილის ეთერები ეწოდება და გაწმენდის პროცესში არ იყენებენ მაღალ ტემპერატურას. ამიტომ ომეგა 3-ის მოლეკულები რჩება მის ბუნებრივ მდგომარეობაში.

ინოვაცია / ხარისხი

პარადოქსი არის ახალი, რევოლუციური გზა სუფთა, ხარისხიანი და სტაბილური ომეგას მისაღებად.

პარადოქსში პროდუქტები არ არიან არაბუნებრივად კონცენტრირებული ან ქიმიური გზით შეცვლილი.

პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.

პარადოქსის ყველა პროდუქტში ომეგა-3 მოლეკულები დაცულია დამჟანგავი სტრესებისაგან.

განსხვავებით ბაზარზე არსებული ნებისმიერი თევზის ზეთის (ომეგა-3 საკვები დანამატების) მწარმოებლების პროდუქტებისგან.

პარადოქსის პროდუქტებში მყიფე ომეგა ცხიმოვანი მჟავების ექსტრა დაცულობა გარანტირებულია. ამიტომ ისინი გაცილებით სტაბილურია, შესაბამისად  პარადოქსი არის ყველაზე ახალი, დაუშლელი ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავების წყარო.

პარადოქსის უნიკალურ ფორმულაში მონო უჯერი და პოლი უჯერი ომეგა ცხიმოვანი მჟავების ბუნებრივი ბალანსი უზრუნველყოფს ორგანიზმს სრულიად დაბალანსებული  და სტაბილური ომეგას საკვები დანამატით.

კლინიკურად დადასტურებულია რომ ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ომეგა 3 & 6 ცხიმოვან მჟავებს, არამედ ომეგა 3-ის და ომეგა 6-ის თანაფარდობას. აღნიშნული ბალანსი (7:1) ზუსტად არის დაცული პარადოქსის პროდუქტებში.

ომეგა-9 ოლეინის მჟავა, მონო უჯერი ცხიმოვანი მჟავა (უხვად შეიცავს ზეითუნის ზეთი) ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.

სტაბილურობა

როგორც ცნობილია დამჟანგავი  სტრესები სწრაფად შლიან ნ-3 ცხიმოვანი მჟავის მოლეკულის გრძელ ჯაჭვს, რაც ჩვეულებრივ თევზის ზეთს ხდის გაცილებით არაეფექტურს და მეტიც, პოტენციურად საზიანოს.

პარადოქსის კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა-3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16%-დან -155%-მდე გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად  ომეგა-3-ის სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.

ძლიერი ანტიოქსიდანტი

პარადოქს ომეგა ზეთი დამატებით შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, პოლიფენოლებს, რომელთაც აქვთ 20-ჯერ უფრო მეტი ORAC მოცულობა, ვიდრე ვიტამინ E-ს. პოლიფენოლებისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.

გაზრდილი ბიო-შეღწევადობა

თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და  შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3-ის ბიო შეღწევადობა ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად  ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.

ჩვენებები:

● ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლება;

● ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

● კოგნიტიური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;

● მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;

● ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით;

● ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;

● ფიზიკური და გონებრივი გადაღლა;

● მოზარდების დეპრესიული მდგომარეობები;

● დისლიპიდემია, ტრიგლიცერიდემია;

● გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

● მეხსიერების დაქვეითება, დემენცია;

● ემოციური ლაბილობა, დეპრესია;

● რევმატოლოგიური დაავადებები;

● ტუბერკულოზი და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები;

● რაქიტი;

● მოტეხილობები, ოსტეოპოროზი;

● კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა;

● ნებისმიერი წარმოშობის ართრიტი;

● აუტოიმუნური დაავადებები.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სპეციალური მითითებები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ორსულობის დროს, ნებისმიერი მინერალების ან ვიტამინინების დანამატების მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

აქტიური ინგრედიენტები / რაოდენობა, რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად:

ომეგა-3 ღრმა-წყლოვანი ზღვის თევზის ზეთი, სუფთა ზეითუნის ზეთი, ლიმონის სუფთა, ორგანული ზეთი.

 

საკვები ღირებულება

თითოეული 2 მლ

ომეგა-3

480 მგ*

ეპა დპა დჰა (EPA DPA DHA)

400 მგ*

ომეგა-6

80 მგ*

ომეგა-9

400 მგ*

 

რეკომენდებული დღიური დოზა:

6-თვიდან 1 წლამდე ბავშვებში - 2 მლ (1 გაზომილი დოზა);

12+ თვიდან - 4 მლ (2 გაზომილი დოზა).

ერთი 105 მლ ბოთლი შეიცავს 52 x 2 მლ (26 x 4 მლ) პორციას.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ,, 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას,  შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.

მწარმოებელი - Paradox Omega Oils Ltd, Northern Ireland, UK

     

მსგავსი პროდუქტები