პარადოქს ომეგა 3 სქული#30კაფს

85647
-29%
მარაგშია
43.49 
31.09 
დანაზოგი: 12.40 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები ჯენერიკიOmega-3(DHA+EPA) გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
43.49 
31.09 
დანაზოგი: 12.40 ₾ (29%)

 პარადოქს® ომეგა-3 სქულ –კაფსულები N30

გამოყენების ინსტრუქცია

 

აღწერილობა & და თვისებები:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით.

თევზის სუნის და გემოს გარეშე.

"საღეჭი, რომელსაც

კარგი გემო აქვს"

ერთი საღეჭი კაფსულა ლიმონის გემოთი = ომეგა-3-ს ღრმა-წყლოვანი ზღვის ერთი თევზისგან.

მარტივი გზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის  მიიღონ კუთვნილი ომეგა-3 დღიური დოზა.

ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდა-განვითარებას, ბავშვების ყურადღების კონცენტრირების კოგნიტურ ფუნქციას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას.

გარანტირებულად უზრუნველყოფს ჭკვიანურ, უსაფრთხო და ეფექტურ გზას ბავშვებისა & მოზარდებისთვის აუცილებელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მისაღებად.

საუკეთესო ეფექტი მიიღწევა რეკომენდებული,

დღიური დოზისყოველდღიური მიღებით.

PARAD0X® - პარადოქსი®

ახალი თაობის ომეგა დანამატი!!!

განსხვავებული ომეგას ზეთი!

• 100 % სუფთა & 100 % ნატურალური

• მეტი ომეგა -3 ვიდრე სხვა საღეჭ პროდუქტებში ბავშვებისთვის

• ომეგა ზეთის მდგრადი წყარო

• მეცნიერულად დადასტურებული სტაბილურობა

• შეიცავს ძლიერ, პოლიფენოლის ანტიოქსიდანტებს

• ყოველგვარი დანამატებისა და კონცენტრატების გარეშე

• სწრაფი შეღწევადობა

• თევზის გემოს გარეშე

                                                                           

პარადოქსი - „ბრილიანტის იდეა“ (Dr Richar d Apenten PHD)

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ომეგას დაპატენტებული ფორმულით, რომელიც შემუშავებული და განვითარებულია დიდი ბრიტანეთის ოლსტერის უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო კვლევის უმაღლეს დეპარტამენტში. შედეგად ჩვენი თევზის ზეთის შემადგენლობა არ არის EPA & DHA პოლი უჯერი გრძელ ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების მოლეკულების უბრალო ნარევი.

პარადოქს ომეგას ექსპერტები არ ახდენენ ომეგას ხელოვნური მოლეკულის კონცენტრაციას, რომელსაც ეთილის ეთერები ეწოდება და გაწმენდის პროცესში არ იყენებენ მაღალ ტემპერატურას. ამიტომ ომეგა 3-ის მოლეკულები რჩება მის ბუნებრივ მდგომარეობაში.

ინოვაცია / ხარისხი

პარადოქსი არის ახალი, რევოლუციური გზა სუფთა, ხარისხიანი და სტაბილური ომეგას მისაღებად.

პარადოქსში პროდუქტები არ არიან არაბუნებრივად კონცენტრირებული ან ქიმიური გზით შეცვლილი.

პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.

პარადოქსის ყველა პროდუქტში ომეგა-3 მოლეკულები დაცულია დამჟანგავი სტრესებისაგან.

განსხვავებით ბაზარზე არსებული ნებისმიერი თევზის ზეთის (ომეგა-3 საკვები დანამატების) მწარმოებლების პროდუქტებისგან.

პარადოქსის პროდუქტებში მყიფე ომეგა ცხიმოვანი მჟავების ექსტრა დაცულობა გარანტირებულია. ამიტომ ისინი გაცილებით სტაბილურია, შესაბამისად  პარადოქსი არის ყველაზე ახალი, დაუშლელი ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავების წყარო.

პარადოქსის უნიკალურ ფორმულაში მონო უჯერი და პოლი უჯერი ომეგა ცხიმოვანი მჟავების ბუნებრივი ბალანსი უზრუნველყოფს ორგანიზმს სრულიად დაბალანსებული  და სტაბილური ომეგას საკვები დანამატით.

კლინიკურად დადასტურებულია რომ ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ომეგა 3 & 6 ცხიმოვან მჟავებს, არამედ ომეგა 3-ის და ომეგა 6-ის თანაფარდობას. აღნიშნული ბალანსი (7:1) ზუსტად არის დაცული პარადოქსის პროდუქტებში.

ომეგა-9 ოლეინის მჟავა, მონო უჯერი ცხიმოვანი მჟავა (უხვად შეიცავს ზეითუნის ზეთი) ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.

სტაბილურობა

როგორც ცნობილია დამჟანგავი  სტრესები სწრაფად შლიან ნ-3 ცხიმოვანი მჟავის მოლეკულის გრძელ ჯაჭვს, რაც ჩვეულებრივ თევზის ზეთს ხდის გაცილებით არაეფექტურს და მეტიც, პოტენციურად საზიანოს.

პარადოქსის კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა-3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16%-დან -155%-მდე გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად  ომეგა-3-ის სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.

ძლიერი ანტიოქსიდანტი

პარადოქს ომეგა ზეთი დამატებით შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, პოლიფენოლებს, რომელთაც აქვთ 20-ჯერ უფრო მეტი ORAC მოცულობა, ვიდრე ვიტამინ E-ს. პოლიფენოლებისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.

გაზრდილი ბიო-შეღწევადობა

თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და  შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3-ის ბიო შეღწევადობა ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად  ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.

ჩვენებები:

● ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლება;

● ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

● კოგნიტიური ფუნქციების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;

● მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;

● ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;

● დისლიპიდემიით განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

● ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;

● სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;

● აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;

● ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;

● კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

● ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;

● კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;

ასთმა:

ასთმა ბავშვთა ასაკში არის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში. ავსტრალიელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბავშვთა ასთმის ეპიდემიის მიზეზი  ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების პროპორციის დარღვევაა ავსტრალიის კვებით რაციონში პარადოქს ომეგა სასკოლო უზრუნველყოფს  ომეგა ცხიმოვანი მჟავების სწორ ბალანსს ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სპეციალური მითითებები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ორსულობის დროს, ნებისმიერი მინერალების ან ვიტამინინების დანამატების მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

ერთი საღეჭი კაფსულა ლიმონის გემოთი შეიცავს 275 მგ ომეგა-3-ს

აქტიური ინგრედიენტები / რაოდენობა, რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად:

ომეგა-3 ღრმა-წყლოვანი ზღვის თევზის ზეთი, სუფთა ზეითუნის ზეთი, ლიმონის ორგანული ზეთი.

 

საკვები ღირებულება

1 (ერთი) კაფსულა

ომეგა-3

275 მგ*

ეპა დპა დჰა (EPA DPA DHA)

240 მგ*

 

რეკომენდებული დღიური დოზა:

5+ წლიდან - 1 საღეჭი კაფსულა.

დაღეჭეთ ან მიიღეთ კაფსულები პერორალურად.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ,, 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას,  შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.

მწარმოებელი - Paradox Omega Oils Ltd, Northern Ireland, UK

     

მსგავსი პროდუქტები