პარადოქს ომეგა 3კარდTG#30კაფს

85650
-29%
მარაგშია
56.59 
40.46 
დანაზოგი: 16.13 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები ჯენერიკიOmega-3 (EPA,DHA),Vit.D3 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
56.59 
40.46 
დანაზოგი: 16.13 ₾ (29%)

 

პარადოქს® ომეგა-3D კარდიო TG –კაფსულები N30

გამოყენების ინსტრუქცია

 

 

აღწერილობა & და თვისებები:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

უნიკალური & ბუნებრივი ომეგა-3 თევზის

ზეთი არქტიკისა და ხმელთაშუა ზღვიდან.

აბსოლუტურად ბუნებრივი, აბსოლუტურად

სუფთა, გვერდითი მოვლენების გარეშე.

თევზის სუნის და გემოს გარეშე.

 

სტაბილური ცხიმოვანი მჟავების

უნიკალური ნარევი ჯანმრთელი გულის

და ცირკულაციის ხელშეწყობისთვის.

 

ბუნებრივად სტაბილური ულტრა მაღალი (EPA & DHA 650 მგ) ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველობით + ვიტამინი D3.

თევზის სუნის და გემოს გარეშე.

 

PARADOX® - უნარჩუნებს თქვენს გულს ჯანმრთელობას!

საუკეთესო ეფექტი მიიღწევა რეკომენდირებული,

დღიური დოზისყოველდღიური მიღებით

 

PARAD0X® - პარადოქსი®

ახალი თაობის ომეგა დანამატი!!!

განსხვავებული ომეგას ზეთი!

 

• 100 % სუფთა & 100 % ნატურალური

• გვეხმარება ჯანსაღი გულის შენარჩუნებაში

• ბუნებრივად სტაბილიზირებული ულტრა მაღალი                         

   გამძლეობის EPA & DHA RDI + ვიტამინი D3

• ომეგა ზეთის მდგრადი წყარო

• მეცნიერულად დადასტურებული სტაბილურობა

• შეიცავს ძლიერ, პოლიფენოლის ანტიოქსიდანტებს

• ყოველგვარი დანამატებისა და კონცენტრატების გარეშე

• სწრაფი შეღწევადობა

• თევზის გემოს გარეშე

• ერთი კაფსულა დღეში    

 

პარადოქსი - „ბრილიანტის იდეა“ (Dr Richar d Apenten PHD)

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ომეგას დაპატენტებული ფორმულით, რომელიც შემუშავებული და განვითარებულია დიდი ბრიტანეთის ოლსტერის უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო კვლევის უმაღლეს დეპარტამენტში. შედეგად ჩვენი თევზის ზეთის შემადგენლობა არ არის EPA & DHA პოლი უჯერი გრძელ ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების მოლეკულების უბრალო ნარევი.

პარადოქს ომეგას ექსპერტები არ ახდენენ ომეგას ხელოვნური მოლეკულის კონცენტრაციას, რომელსაც ეთილის ეთერები ეწოდება და გაწმენდის პროცესში არ იყენებენ მაღალ ტემპერატურას. ამიტომ ომეგა 3-ის მოლეკულები რჩება მის ბუნებრივ მდგომარეობაში.

 

ინოვაცია / ხარისხი

პარადოქსი არის ახალი, რევოლუციური გზა სუფთა, ხარისხიანი და სტაბილური ომეგას მისაღებად.

პარადოქსში პროდუქტები არ არიან არაბუნებრივად კონცენტრირებული ან ქიმიური გზით შეცვლილი.

პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.

 

პარადოქსის ყველა პროდუქტში ომეგა-3 მოლეკულები დაცულია დამჟანგავი სტრესებისაგან.

განსხვავებით ბაზარზე არსებული ნებისმიერი თევზის ზეთის (ომეგა-3 საკვები დანამატების) მწარმოებლების პროდუქტებისგან.

პარადოქსის პროდუქტებში მყიფე ომეგა ცხიმოვანი მჟავების ექსტრა დაცულობა გარანტირებულია. ამიტომ ისინი გაცილებით სტაბილურია, შესაბამისად  პარადოქსი არის ყველაზე ახალი, დაუშლელი ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავების წყარო.

პარადოქსის უნიკალურ ფორმულაში მონო უჯერი და პოლი უჯერი ომეგა ცხიმოვანი მჟავების ბუნებრივი ბალანსი უზრუნველყოფს ორგანიზმს სრულიად დაბალანსებული  და სტაბილური ომეგას საკვები დანამატით.

კლინიკურად დადასტურებულია რომ ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ომეგა 3 & 6 ცხიმოვან მჟავებს, არამედ ომეგა 3-ის და ომეგა 6-ის თანაფარდობას. აღნიშნული ბალანსი (7:1) ზუსტად არის დაცული პარადოქსის პროდუქტებში.

ომეგა-9 ოლეინის მჟავა, მონო უჯერი ცხიმოვანი მჟავა (უხვად შეიცავს ზეითუნის ზეთი) ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.

 

სტაბილურობა

როგორც ცნობილია დამჟანგავი  სტრესები სწრაფად შლიან ნ-3 ცხიმოვანი მჟავის მოლეკულის გრძელ ჯაჭვს, რაც ჩვეულებრივ თევზის ზეთს ხდის გაცილებით არაეფექტურს და მეტიც, პოტენციურად საზიანოს.

პარადოქსის კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა-3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16%-დან -155%-მდე გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად  ომეგა-3-ის სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.

 

ძლიერი ანტიოქსიდანტი

პარადოქს ომეგა ზეთი დამატებით შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, პოლიფენოლებს, რომელთაც აქვთ 20-ჯერ უფრო მეტი ORAC მოცულობა, ვიდრე ვიტამინ E-ს. პოლიფენოლებისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.

 

გაზრდილი ბიო-შეღწევადობა

თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და  შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3-ის ბიო შეღწევადობა ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად  ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.

 

ჩვენებები:

● ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, არეგულირებს არტერიულ  წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, თრომბის წარმოქმნას.

● არეგულირებს გულის რითმს, ამცირებენ გულის უკმარისობის და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;

● სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესების ხარჯზე ახდენს მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებას;

● აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას;

● აძლიერებს  ორგანიზმის იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საყრდენ მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს;

● აუმჯობესებს მეხსიერებას;

● გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება;

● კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები  - კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,

უმადობა;

● აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას;

● აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, მატებს მას ჯანსაღ იერს;;

● აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, ამაღლებს გუნება-განწყობას;

● ვიტამინი D-3 ხელს უწყობს სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას, შეწოვას/გამოყენებას

   და გულის კუნთის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

გვერდითიმოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

 

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

სპეციალური მითითებები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ორსულობის დროს, ნებისმიერი მინერალების ან ვიტამინინების დანამატების მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

 

ერთი კაფსულა შეიცავს 775 მგ ომეგა-3-ს

 

აქტიურიინგრედიენტები / რაოდენობა, რეკომენდებულიდღიურიდოზისშესაბამისად:

ომეგა-3 ღრმა-წყლოვანი ზღვის თევზის ზეთი (Pure1050 TG), პრემიუმ ხარისხის ზეითუნის ზეთი, ლიმონის ორგანული ზეთი, ქოლეკალციფეროლი.

 

საკვები ღირებულება

1 (ერთი) კაფსულა

ომეგა-3

775 მგ*

ეპა (EPA)

400 მგ*

დჰა (DHA)

250 მგ*

ვიტამინი D3

200 ს/ე*

 

რეკომენდებული დღიური დოზა:

1 კაფსულა პერორალურად მისაღებად დიდებისთვის.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.

 

შენახვისპირობები:

შეინახეთ გრილ,, 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვისვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

 

პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას,  შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.

 

მწარმოებელი - Paradox Omega Oils Ltd, Northern Ireland, UK

     

მსგავსი პროდუქტები