სიკასანი 5% 10გ თვ/ჟელე

84361
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი მოქმედების რეგენერაციის მასტიმულირებელი პრეპარატები ჯენერიკიDexpanthenol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

სიკასანი - თვალის გელი

5% დექსპანტენოლი

აღწერა:

სიკასანი - თვალის გელი აუმჯობესებს ცრემლის აპკის მდგომარეობას და იცავს თვალის ზედაპირს. სიკასანის თვალის გელი წარმოადგენს რბილი და ნაზი კონსისტენციის გელს, რომელიც იოლად ვრცელდება თვალის მთელ ზედაპირზე. ის ამცირებს თვალში წვის, სიმშრალისა და დაღლილობის შეგრძნებას. განაპირობებს ქუთუთოების თავისუფლად მოძრაობას და შეხებას რქოვანასა და კონიუნქტივაზე.

სიკასანი - თვალის გელი განკუთვნილია გაღიზიანებული და მშრალი თვალის სიმპტომების მოსახსნელად. იგი უზრუნველყოფს იმ დისკომფორტისგან ხანგრძლივი დროით შვებას, რომელიც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:

- გარემო სტრესი: მზე, ქარი, კვამლი, კონდიცირებული და ცხელი ჰაერი

- ვიზუალური სტრესი გამოწვეული კომპიუტერისა და ტელევიზორის ეკრანით, მანქანის მართვით ღამის პერიოდში

- კონტაქტური ლინზების მოხმარება

- ხანდაზმული ასაკი

- მკურნალობა ანტიდეპრესანტებით, ანქსიოლიზური საშუალებებით, ჰორმონებითა და ანტიჰისტამინური მედიკამენტებით.

მოხმარების წესი:

სიკასანის გელი უნდა მოთავსდეს თვალის კონიუნქტივალურ პარკში. გელის გამოყენებისას გაითვალისწინეთ ფურცელ-დანართში მითითებული ინსტრუქცია. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი:

მოზრდილებში:

გელის ერთი წვეთი ჩაიდეთ თვალის კონიუნქტივურ პარკში 3-5ჯერ დღეში. ტუბი გეჭიროთ მაღლა.

თუ თქვენ ერთდროულად იყენებთ  რამდენიმე ოფთალმოლოგიურ პროდუქტს, დაიცავით შუალედი წამლებს შორის 15 წუთი და სიკასანის გელი გამოიყენეთ ყოველთვის ბოლოს.

სიკასანის თვალის გელი გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და ჩაისვით ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

შემადგენლობა:

5% დექსპანთენოლი, ცეტრიმიდი, ნატრიუმის ედეტატი, კარბომერი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

შეფუთვის ზომა:

1 ტუბი, 10 გრ.

შენახვის პირობები:

სიკასანის თვალის გელი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25 გრადუსი).

გამოიყენება გახსნიდან 6 კვირის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

AGEPHA Pharma s.r.o., დიალ ნიცნა ცესტა 5, 90301 სენეკ. სლოვაკეთის რესპუბლიკა.

www.agepha.com, [email protected]

ერთად ყიდულობენ