სკინ-კაპი 100მლ აეროზოლი ფლ

7632
მარაგშია
92.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფსორიაზის ადგილობრივ-სამკურნალო პრეპარატები ჯენერიკიPyrithione zinc გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
92.00 

სკინ-კაპი აეროზოლი

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს: თუთიის პირიტიონატს 2 მგ და ექსციპიენტს.

ჩვენებები
• კანის ქავილი
• კანის ანთებითი რეაქციები
• კანის აქერცვლა
• ქერტლი
• ფსორიაზი
• სებორეა

მიღების წესები და დოზები
პრეპარატს ასხურებენ კანის დაზიანებულ ნაწილზე 15 სმ დაშორებით 3 წმ. განმავლობაში, ამ დროს იფარება კანის ზედაპირი,რომელიც უდრის ხელის გულის ფართობს (რაც ექვივალენტურია პრეპარატის 1 მლ-ს).
დაზიანებულ ნაწილს ამუშავებენ 2-3ჯერ დღეში კლინიკური ეფექტის მიღებამდე. პრეპარატის გამოყენება მიზაშეწონილია გაგრძელდეს 1 კვირის მანძილზე, სიმპტომების გაქრობის შემდეგ.
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ. შესხურების დროს ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში. 
თავის თმის საფარის დამუშავებისთვის პრეპარატს მოჰყვება სპეციალური საცმი.

გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება.
იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის თვალებში მოხვედრისას უნდა ჩამოირეცხოს ცივი წყლის დიდი რაოდენობით.
პრეპარატის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას აუცილებელია კუჭის გამორეცხვა მარილოვანი საფაღარათოების დიდი რაოდენობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეუთავსებლობა არ არის აღნიშნული.