სმექტა #1პაკ.ფორთ/ვანილი

84889
მარაგშია
0.74 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები ჯენერიკიDiosmectite გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
0.74 

სმექტა
(SMECTA)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ფხვნილი პერორალური სუსპენზიის დასამზადებლად, პაკეტებში 3 გ, შეფუთვაში 10ც, 30ც. 1პაკ. შეიცავს დიოქტაედრულ სმექტიტს 3 გ, და დამხმარე ნივთიერებებს (გლუკოზა, ვანილინი, საქარინი)

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება

ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული დიარეის მკურნალობა, მათ შორის ბავშვებში, ასევე ეზოფაგიტით და გასტროდუოდენიტით გამოწვეული სიმპტომების და მსხვილი ნაწლავის დაავადებების მკურნალობა

დოზირება:
1წლამდე-ინიშნება 1 პაკეტი დღეში, 1-2 წლის ბავშვებში ინიშნება 1-2 პაკეტი დღეში, ბავშვებში 2 წლის ზემოთ-2-3 პაკეტი დღეში,
ბავშვებში პაკეტის შიგთავსის შერევა შესაძლებელია 50 მლ ტევადობის წყლიან ბოთლში, რის შემდეგაც იგი ნაწილდება რამოდენიმე მიღებაზე დღის განმავლობაში, ან შესაძლებელია მისი შერევა ნახევრად თხიერ საკვებში, კომპოტში, პიურეში და სხვა.
ეზოფაგიტის დროს პრეპარატის მიღება ხდება ჭამის შემდეგ, ხოლო სხვა შემთხვევაში საკვების მიღებებს შორის. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება ყაბზობა. ამშემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები:
ტემპერატურის მომატებით ან ღებინებით მიმდინარე ტკივილის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, სმექტის კომბინაცია სხვა პრეპარატებთან ნებადართული არ არის, სხვა პრეპარატების მიღება აუცილებელია 1-1,5 საათით ადრე სმექტის მიღებამდე
ვადა 4 წელი

საფრანგეთი, BEAFOUR IPSEN

ერთად ყიდულობენ