ტაურეტინა #30კაფს

73134
-29%
მარაგშია
38.72 
27.68 
დანაზოგი: 11.04 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიLutein,Taurine,Zeaxanthin,Cu,Coenzym Q10 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
38.72 
27.68 
დანაზოგი: 11.04 ₾ (29%)

ტაურეტინა

TauRetina

კაფსულები

შემადგენლობა:

ერთი კაფსულის შემადგენლობაში:  ტაურინი - 100 მგ, ლუთეინი - 10მგ, ზეაქსანტინი-4მგ, თუთია - 12,5 მგ, ვიტამინი D3-10მკგ (400IU), სპილენძი - 0,5 მგ, კოენზიმ Q10 – 5 მგ, ჭარხლის ექსტრაქტი 100მგ, კურკუმას (ყვითელი იმბირი) მშრალი ექსტრაქტი - 52,63 მგ (95%, 50მგ  კურკუმინის შემცველობით).

დამხმარე ნივთიერებები:   მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის  დიოქსიდი, ფისი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ტაურეტინა  - სპეციალიურად   მხედველობისთვის შემუშავებული საშუალება,  ყველაზე საჭირო კომპონენტების დაბალანსებული და სრულფასოვანი კომბინაცია.

ტაურინი - ახდენს  ნერვული უჯრედების გამტარიანობის ნორმალიზებას, არეგულირებს უჯრედული მემბრანების მუშაობას; მონაწილეობის კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმისა და ნატრიუმის  ცვლაში; აუმჯობესებს  ბადურას კვებას;

ლუთეინი და ზეაქსანტინი - კაროტინოიდებია, რომლებიც ყვითელი ხალის ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ;  აფერხებენ მაკულას ასაკობრივ დეგენერაციას, რეტინიტს.  ბადურასა და მაკულაში ეს ნივთიერებები პასუხისმგებელნი  არიან მხედველობის ხარისხზე, იცავენ თვალის ქსოვილს თავისუფალი რადიკალების და ძლიერი სინათლის ნეგატიური ზემოქმედებისგან, განსაკუთრებით კი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

თუთია - აუცილებელია მხედველობის ძირითადი პიგმენტის - როდოპსინის წარმოსაქმნელად და ბადურადან ტვინში სინათლის სიგანალების გასატარებლად, რისი წყალობითაც თვალს იცავს სტრუქტურული ცვლილებებისგან, რომლებსაც იწვევს კაშკაშა სინათლე. სწორედ თუთიის დეფიციტი  იწვევს  ბადურას სტრუქტურულ ცვლილებებს,  მცირდება ფერების აღქმა.

ვიტამინი D3-აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს ანთებით პროცესებს ბადურაზე, ხელს უშლის ბეტა-ამილოიდების დაგროვებას, მასიურად ამცირებს რეტინალური მაკროფაგების რაოდენობას.

სპილენძი -  ეს მიკროელემენტი იცავს მხედველობის ორგანოს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და ათეროსკლეროზი.

ჭარხლის ექსტრაქტი - მდიდარია მიკროელემენტებით, გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით.

კურკუმას (ყვითელი იმბირი) – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას,  შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და მიკროელემენტებს, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ბადურაში.

ჩვენებები:

-         მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;

-         დიაბეტური რეტინოპათია;

-         მომატებული მხედველობითი დატვირთვისას (კომპიუტერი, ტელევიზორი, მზის სხივები და სხვა.);

-         ასაკობრივი ცვლილებები;

-         პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა;

-         თვალის ტრავმის და ოპერაციული ჩარევის შემდგომ, როგორც კომპლექსური აღდგენითი თერაპია.

 

მიღების წესი და დოზირება:

ტაურეტინა  გამოიყენება 1-ჯერ დღეში, ჭამის დროს. რეკომენდებულია ტაურეტინას მიღება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში .

უკუჩვენება:

 - ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

 - ორსულების   და  ლაქტაციის პერიოდი.  

სიფრთხილის ზომები:

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ექიმის დანიშნულებიშ გარეშე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

ტაურეტინა 475 მგ - 30 მჟავაგამძლე კაფსულა, 2 ბლისტერი.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი

მწარმოებელი: BIODUE S.p.A. -  BIOFTA, იტალია