ურინალი #30ტ

66144
-29%
მარაგშია
18.80 
13.44 
დანაზოგი: 5.36 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპრეპარატები ცისტიტის სიმპტომური მკურნალობისთვის ჯენერიკიVaccinium macrocarpon * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
18.80 
13.44 
დანაზოგი: 5.36 ₾ (29%)

ურინალი

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს - შტოში  NutriCran® (Vaccinium macrocarpon), 200 მგ., შტოში CystiCran® 3 მგ. (Vaccinium macrocarpon).

შტოშის ექსტრაქტში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია 57300 ცოცხალ კენკრაში მათი შემცველობის ექვივალენტურია. შტოშის უნიკალური, დაპატენტებული გადამუშავების მეთოდის წყალობით, მიიღება უმაღლესი ხარისხის და აქტიური ნივთიერებების პროანტოციანიდინების მაღალი შემცველობის მქონე ექსტრაქტი  CystiCran®.


ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული - შტოშში შემავალი პროანტოციანიდინები აფერხებს Escherichia coli-ს P ფიმბრიების  ექსპრესიას, რითაც ხელს უშლის  ამ ბაქტერიის ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე. არღვევს Staphylococcus aureus-ის და შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმს შორის ლიგანდ-რეცეპტორულ კავშირს. შედეგად ხდება ბაქტერიული ინფექციის განვითარების პრევენცია.  ანტიოქსიდაციური - შტოშში შემავალი პროანტოციანიდინები თავისუფალი რადიკალების შებოჭვის უნარით E ვიტამინზე ძლიერია. პროანტოციანიდინების მიღებისას პლაზმის ანტიოქსიდაციური მაჩვენებელი ბევრად აღემატება იმავე მაჩვენებელს C ვიტამინის მიღებისას. შედეგად ხდება ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დარღვევების პრევენცია და მკურნალობა. ნეფროპროტექცია - ანტიოქსიდაციური ეფექტის გამო შეუძლია ინფექციით გამოწვეული თირკმლის ოქსიდაციური დაზიანების პრევენცია. ზრდის შარდმჟავას და ოქსალის მჟავას გამოყოფას.


ჩვენება
ცისტიტი და სხვა საშარდე გზების ინფექციები და ანთებითი პროცესები.

ორსულებში ქვემო საშარდე გზების ინფექციის განვითარების პრევენციისათვის და მკურნალობისათვის. პრევენციას უწევს საშარდე გზების ქრონიკული ინფექციის რეციდივების განვითარებას, რომელსაც განსაკუთრებით ადგილი აქვს ასაკოვან ქალებში. პაციენტებში, რომლებიც არიან შარდის კათეტერიზაციასთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის განვითარების ალბათობას და საშარდე გზების ინფექციის სიხშირეს.

Commission E და ESCOP რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას შარდსასქესო ტრაქტის საირიგაციო საშუალებად;  ESCOP ასევე, რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას, როგორც დამატებით საშუალებას,  შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას.

ურინალის გამოყენება ასევე რეკომენდებულია ანტიბიოტიკებთან კომბინირებულ თერაპიაში. ახდენს მათი ეფექტის პოტენცირებას და აუმჯობესებს მკურნალობის ეფექტს. 


ორსულობა და ლაქტაცია
ურინალის შემადგენელი კომპონენტები უსაფრთხოა ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. გამოიყენება ორსულებში ქვემო საშარდე გზების ინფექციის განვითარების პრევენციისათვის და მკურნალობისათვის.


გვერდითი მოვლენები
არ ახასიათებს. 


უკუჩვენება
შტოშის შემცველობის გამო თირკმელებში ოქსალატური კენჭის არსებობისას ურინალი არ ინიშნება.


ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან
შტოში პროტონული ტუმბოს მაინჰიბირებელ საშუალებებთან პარალელურად დანიშვნისას ზრდის ვიტამინ B12-ის შეწოვას; შტოში ვარფარინთან დანიშვნისას მიზანშეწონილია INR კონტროლი.

ურინალი ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში ახდენს მათი ეფექტის პოტენცირებას და აუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს.

 

დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.


შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С.


აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

მსგავსი პროდუქტები