ჰიდროკორტიზონი 1%15გ მალ(არპიმ

83339
მარაგშია
2.33 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგლუკოკორტიკოსტეროიდები ჯენერიკიHydrocortisonum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
2.33 

ჰიდროკორტიზონი

Hydrocortisone

1% მალამო გარე გამოყენებისათვის

 

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ჰიდროკორტიზონი

პრეპარატის საერთაშორისო სახელწოდება: ჰიდროკორტიზონი (Hydrocortisone)

Hydrocortisone 1% მალამო გარე გამოყენებისათვის.

შე­მად­გენ­ლო­ბა

თითოეული გრამი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის აცეტატი – 10 მგ.

დამ­ხმა­რე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: პარაფინი თხევადი, პროპილპარაბენი, ვაზელინი თეთრი, ეთერის სპირტი (1.62%).

აღწერა:

თეთრი ფერის ერთგვარონი მალამო სუსტი სუნით.

ფარ­მა­კო­თე­რა­პი­უ­ლი ჯგუ­ფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი გარე გამოყენებისათვის.

პრეპარატის კოდი АТХ: D07AA02.

ფარ­მა­კო­ლოგიური თვისებები:

გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის. გააჩნია ანთება­სა­წინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციული და ქავილსა­წინა­აღ­მდე­გო მოქმედება. თრგუნავს A2 ფოსფოლიპაზას აქტიურობას, რაც იწვევს პროს­ტა­გლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას. ამუხრუჭებს ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების მიგრაციას ანთების კერისაკენ.

ამცირებს ანთებითი რეაქციის გამოვლენებებს, ექსუდაციულ პროცესებსა და კა­პილარების შეღწევადობას.

ფარ­მა­კო­კინეტიკა:

ადგილობრივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის შემ­თხვე­ვაში, ანთების ან კანის დაზიანების დროს შესაძლებელია პრეპარატის შე­წოვება გლუკოკორტიკოიდების სისტემური გვერდითი ყფექტების გნვითა­რე­ბით. ეპიდერმისის ქვედა შრეებში აღინიშნება პრეპარატის მხოლოდ უმნიშ­ვნე­ლო რაოდენობა, რომელიც სისტემურ სისხლნაკადში გადადის.

მეტაბოლიზება ხდება, ძირითადად, ღვიძლის მიერ, გამოყოფა – შარდთან ერთად.

გამოყენების ჩ­ვე­ნე­ბა:

– ალერგიული დერმატიტი;

– სებორეული დერმატიტი;

– ეკზემა;

– ფსორიაზი;

– მწერების ნაკბენი.

გამოყენების ხერხი და დო­ზა:

თხელი ფენით კანის დაზიანულ უბნებზე 1-4-ჯერ დღე-ღამეში გაუმჯობესების დად­გომამდე. დაუშვებელია ოკლუზიური სახვევის გამოყენება.

გვერ­დი­თი მოქმედება:

ადგილობრივი რეაქციები: ხანგრძლივი ინტერსიული მკურნალობის შემ­თხვე­ვა­ში – ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება, კანის გათხელება, სტრიე­ბი, ჰიპოპიგმენტაცია, ჰიპერტრიქოზი, მეორადი ინფექციების განვი­თა­რე­ბა, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.

ადგილობრივი რეაქციები: მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შე­საძ­ლე­ბელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გაჩენა, განსაკუთრებით ბავ­შვებთან.

ჰიდროკორტიზონით ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობისა და ოკლუზიური სახ­ვევის გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირ­კვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.

უკუჩ­ვე­ნე­ბა:

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

– ვარდისფერი ფერისჭამელები, ჩვეულებრივი ფერისჭამელები;

– პერიორალური დერმატიტი;

– დისკოიდური ფსორიაზის მონოთერაპია;

– კანის პირველადი ვირუსული ინფექციები (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა);

– კანის პირველადი ბაქტერიული ინფექციები;

– კანის პირველადი სოკოვანი დაზიანება;

– ასაკი 1 წლამდე;

– ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითეთიბა:

ჰიდროკორტიზონი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისათვის.

მოერიდეთ მალამოს მოხვედრას თვალში; მალამოს თვალში მოხვედრისას დაუყოვნებლით ჩამოიბანეთ წყლით.

თუ ჰიდროკორტიზონის 7-დღიან გამოყენებას გაუმჯობესება არ მოჰყვა ან აღინიშნა მდგომარეობას გაუარესება, აგრეთვე პრეპარატის მოსხნიდან რამ­დე­ნი­მე დღეში სიმპტომების განახლების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გა­მო­ყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ინფექციის განვითარების შემთხვევაში უმჯობესია პრეპარატის მოხსნა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.

ფსორიაზის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა გუსდასმითი დაკ­­ვირვება პაციენტის მდგომარეობაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული რე­ცი­დივი, ტოლერანტობის განვითარება, გავრცელებული პუსპულოზური ფსო­რია­ზის წარმოქმნა და ადგილობრივი ან სისტემური რეაქციის განვითარება კანის საბარიერო ფუნქციის დარღვევის გამო.

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ნიშნების წარმოქმნისას სა­ჭი­როა თერაპიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სხვა, უფრო სუსტი მოქმედების, ად­გილობრივი კორტიკოსტეროიდის დანიშვნა.

ოკლუზიური სახვევის გამოყენება ზრდის ადგილობრივი გამოყენების გლუკო­კორ­ტიკოსტეროიდების აბსორბციას. ქუთუთოზე მალამოს მოხვედრისას აუცილებელია დაუყოვნებლივ სათანადო ზომბის მიღება თვალში პრეპარატის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

გამოყენება პედიატრიაში:

1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება.

1-12 წლის ბავშვებთან პრეპარატის გამოყენება უნდა იყოს რაც შეიძლება უფ­რო ხანმოკლე, სიფრთხილის ზომების დაცვით. ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვე­ნებით, გამოყენება ექიმის მეთვალყურეობით, ვინაიდან ბავშვებთან არ­სე­ბობს ჰიდროკორტიზონის პროპორციულად დიდი ნაწილის სისტემური შე­წო­ვე­ბის საშიშროება – იმის გამო, რომ კანის ზედაპირის ფართი აღემატება სხეუ­ლის მასას, აგრეთვე ეპიდერმისის არასაკმარისი სიმწიფის მიზეზით. პატარა ბავ­შვის შემთხვევაში კანის ნაოჭებმა და შესახვევმა შეიძლება გამოიწვიოს ოკლუზიური სახვევის მსგავსი მოქმედება და გაზარდოს პრეპარატის სის­ტე­მუ­რი რეზორბცია. ამ დროს შესაძლებელია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირ­კმელ­ზე­და ჯირკვის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმ­პტო­მების განვითარება. შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, თავისქალის შიდა წნევის მომატება.

გამოშვების ფორმა:

1% მალამო გარე გამოყენებისათვის, ალუმინის ტუბაში 15 მგ, 1 ტუბა პრე­პა­რა­ტის სამედიცინო გამოყენების ინტსრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუ­ყაოს ყუთში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გას­ვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

გრილ და მშრალ, ბავშვე­ბი­სათვის მი­უწ­­ვ­დო­მელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “არპიმედი”

სომხეთის რესპუბლიკა, კოტაიკი მარზ. ქ. აბოვიანი, მე-2-ე მ/რ, ს. 19

ტელ: 374 (222) 21703, 21740 ფაქსი: 374 (222) 21924

ელ. ფოსტა: management arpimed.am

ელ. მისამართი: www.arpimed.am

მსგავსი პროდუქტები