ფერუს-S 50მგ/5მლ150მლ სიროფი

82966
მარაგშია
27.30 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიანემიური საშუალებები ჯენერიკიFerri(III) hydroxidum polymaltosatum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
27.30 

ფერუს-S

შემადგენლობა

5მლ შეიცავს:

რკინის (III) ჰიდროქსიდი - პოლიმალტოზას კომპლექსი

ეკვივალენტური 50მგ ელემენტარული რკინის 

არომატიზებული სიროფის ბაზა 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

რკინის (III) ჰიდროქსიდი -პოლიმალტოზას კომპლექსი

თერაპიული კატეგორია

რკინის პრეპარატი

ფარმაკოდინამიკა

ფერუს-S შეიცავს რკინას რკინის (III) ჰიდროქსიდ - პოლიმალტოზას კომპლექსის (III) სახით.

რკინის (III) ჰიდროქსიდ - პოლიმალტოზას კომპლექსი შეიცავს არაიონურ რკინას პოლინუკლეარული რკინის (III)  ჰიდროქსიდის და პოლიმალტოზის ლიგანდების ფორმით. კომპლექსი სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში არ ათავისუფლებს რკინის იონებს. არაიონური რკინა არ ურთიერთქმედებს საკვების კომპონენტებთან და არ იწვევს რეაქტიული ჟანგბადის სახეობების წარმოქმნას.

გამოყენების ჩვენებები

- რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა (ჩვილები, ორსულები)

- რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა

- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა

კუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ

- ჰემოქრომატოზი

- ჰემოლიზური ანემია

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისას იზრდება რკინაზე მოთხოვნილება. ნაყოფისთვის ადეკვატური რკინის კონცენტრაციის მიღწევა დამოკიდებულია დედის რკინის სტატუსზე. ორსულობისას რკინის დეფიციტმა და რკინადეფიციტურმა ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები (ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილის მცირე წონა, პერინატალური სიკვდილობა). შესაბამისად რეკომენდებულია საპროფილაქტიკო რკინის მიღება მთელი ორსულობის განმავლობაში. რკინადეფიციტური ანემიის დროს რკინის მიღება უწყვეტად უნდა გაგრძელდეს ჰემოგლობინის ნორმალიზებიდან კიდევ 3 თვის განმავლობაში და მშობიარობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში ორგანიზმის რკინის მარაგის შესავსებად.

გვერდითი ეფექტები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი (≥0,001% და <0,01%) - სისავსის შეგრძნება, სიმძიმე ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა, შესაძლოა განავლის შეფერილობის ცვლილება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

რკინა ამცირებს პენიცილამინის, ბისფოსფონატების, ფტორქინოლონების, ლევოდოპას, ლევოთიროქსინის და თუთიის შრატის კონცენტრაციებს. მოცემული პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2 ან მეტი საათი. ტეტრაციკლინი ამცირებს რკინის შეწოვას. კალციუმი და მაგნიუმის მარილები ამცირებენ რკინის აბსორბციას.

მიღების წესი და დოზირება

ფერუს-S მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. შესაძლებელია ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ერთად მიღება ან საკვებ ფორმულაში დამატება.

დღიური დოზა დამოკიდებულია ჩვენებაზე და რკინის დეფიციტის ხარისხზე.

ოპტიმალური აბსორბციისთვის რეკომენდებულია რკინის სადღეღამისო დოზის მიღება დღეში ერთხელ.

რკინის ლატენტური დეფიციტის ან რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა:

0.3 – 0.6 მლ / კგ / დღეში ერთხელ.

რკინის დეფიციტის საპროფილაქტიკო დოზა:

წლამდე: 0.1 მლ /კგ / დღეში (მაქსიმუმ 1.5 მლ / დღეში

1 – 3 წელი: 0.7 მლ / დღეში

4 – 8 წელი: 1 მლ / დღეში

9 – 13 წელი: 0.8 მლ / დღეში

ორალური რკინის მიღება უნდა მოხდეს კალციუმის შემცველი საკვების  (რძის პროდუქტები) ან პრეპარატების მიღებისგან განცალკევებულად (2 საათიანი ინტერვალით).

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევებისას ამ დრომდე არ გამოვლენილა ინტოქსიკაციის ნიშნები.

სიფრთხილე

დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სიროფი შეიცავს შაქარს.

გამოშვების ფორმა

ფერუს-S: 150მლ მუქი ყავისფერი სიროფი ქარვისფერი პლასტმასის ბოთლში საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30℃ ტემნერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: სკოტიშფარმა, მუმბაი ინდოეთი

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები