ფლუკონაზოლი ABC 150მგ #2კაფს

37998
მარაგშია
19.88 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმონოკომპონენტური პრეპარატები ჯენერიკიFluconazolum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
19.88 

ფლუკონაზოლო ABC 100 მგ მყარი კაფსულები

ფლუკონაზოლო ABC 150 მგ მყარი კაფსულები

ფლუკონაზოლო ABC 200 მგ მყარი კაფსულები

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

- შეინახეთ ბროშურა. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითვა

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც თუ დაავადების ნიშნებით თქვენსას გავს.

- გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმავეტს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4.

ამ ბროშურაში

1. რა არის ფლუკონაზოლო ABC და რისთვი გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ფლუკონაზოლო ABC -ს მიღებამდე

3. როგორ მიიღება ფლუკონაზოლო ABC 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ფლუკონაზოლო ABC 

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ფლუიკონაზოლი ABC და რისთვის გამოიყენება

ფლუკონაზოლო ABC მიეკუთვნება “სოკოსსაწინააღმდეგო” საშუალებებს. აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი.

ფლუკონაზოლო ABC გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფეიქციების სამკურნალოდ და შეიძლება თავიდან აგარიდოთ კანდიდათი გამოწვეული ინეფიქციები. სოკოვანი ინფექციების ყველაზე ხშირი მიზეზია საფუარა სახელად ჩანდიდა.

მოზრდილები

მედიაკემნტი ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შემდეგი ტიპის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

- კრიპტოკოკური მენინგიტი-ტვინის სოკოვანი ინფექცია

- კოკციდიომიკოზი-ბრონქოპულმონალური სისტემის დაავადება

- ჩანდიდა–ს მიერ გამოწვეული ინფექციები, რომლებიც აღინიშნება სისხლის ნაკადში, ორგანოებში (მაგ. გული, ფილტვები) ან საშარდე ტრაქტში

- კანდიდოზური სტომატიტის-ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს ლორწოვანს, ყელს და ღრძილებს

- გენიტალური კანდიდოზი-საშოს ან პენისის ინფექცია

- კანის ინფექციები მაგ. ტერფის ეპიდერმოფიტია, მრგვალი ჭიები, გენიტალური მიდამოს ქავილი, ფრჩხილების ინფექციები.

ფლიკონაზოლო ABC აგრეთვე შეიძლება დაგენიშნოთ

- კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის

- სტომატიტის რეციდივის პრევენციისთვის

- ვაგინას კანდიდოზის რეციდივის შემცირებისთვის

- ჩანდიდა-თი გამოწვეული ინფიექციებისგან დასასაცავ (თუ იმუნური სისტემა სუსტია ან სათანადოდ არ მუშაობს). 

ბავშვები და მოზარდები (0-17 წლის)

ექიმის მიერ ეს მედიკამენტი შეიძლება დაინიშNოს შემდეგი ტიპის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

- სტომატიტი-ინფექცია რომელიც აზიანებს პირის ღრუს ლორწოვანს, ყელს

- ჩანდიდა –თი გამოწვეული ინფექციები, რომლებიც აღინიშნება სისხლის ნაკადში, ორგანოებში (მაგ. გულ, ფილტვები) ან საშარდე ტრაქტში

- კრიპტოკოკური მენინგიტი-ტვინის სოკოვანი ინფექცია

ფლუკონაზოლო FLUCONAZOLO ABC აგრეთვე შეიძლება დაგენიშნოთ:

- ჩანდიდა-თი გამოწვეული ინფიექციებისგან დასასაცავ (თუ იმუნური სისტემა სუსტია ან სათანადოდ არ მუშაობს). 

- კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის

2. რა უნდა იცოდეთ ფლუკონაზოლო ABC -ს მიღებამდე

არ მიიღოთ ფლუკონაზოლო ABC

- თუ ალერგიული ხართ ფლუკონაზოლის, სოკოსსაწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების მიმართ ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია 6 პარაგრაფში). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს, კანის სიწითლეს და სუნთქვის გაძნელებას.

- თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს (იხ. პარაგრაფი “სხვა მედიაკენტები და ფლუკონაზოლო ABC ”)

- ასტემიზოლი, ტერფენადინი (ანტიჰისტამინური მედიკამენტები ალერგიის სამკურნალოდ)

- ციზაპრიდი (გულძმარვის სმაკურნალოდ)

- ფიმოზიდი (მენტალური დაავადების სამკურნალოდ)

- ქინიდინი (“არითმიის’, გულის არათანაბარი რითმის საკურნალოდ)

- ერითრომიცინი (ინფექიების სამკურნალო ანტიბიოტიკი).

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ფლუკონაზოლო ABC-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

- თუ ვითარდება “თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის” ნიშნები, როდესაც ისინი აღარ წარმოქმნიან სტეროიდული ჰორმონების ადექვატურ რაოდენობას როგორიცაა კორტიზოლი (ქრონიკული ან ხანგრძლივი დაღლილობა, კუნთების სისუსტე, მადის დაკარგვა, წონაში კლება, აბდომინური ტკივილი).

- თუ აღგენიშნებათ გულის დაავადება, გულის რითმის პრობლემების ჩათვლით

- თუ გაქვთ კალიუმის, კალციუის ან მაგნიმის დაბალი დონე სისხლში

- თუ აღგენიშნებათ კანის მწვავე რეაქციები (ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გაძნელება)

სხვა მედიკამენტები და ფლუკონაზოლო ABC

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღებას.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ანტიგჰისტამინი ალერგიის სამკურნალოდ) ციზაპრიდს (გულძმარვის სმაკურნალოდ) ფიმოზიდს (მენტალური დაავადებსი სამკურნალოდ), ქინიდინს, ამიოდარონს (“არითმიის”, გულის არარეგულარული რითმის სამკურანლოდ) ან ერითრომიცინს (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი) რადგან მათი მიღება არ შეიძლება ფლუკონაზოლო ABC-სთან ერთად (იხ. პარაგრაფი “არ მიიღოთ ფლუკონაზოლო ABC”).

არსებობოს მედიკამენტები, რომელბიც შეიძლება ურთიერთქმედებდეს ფლუკონაზოლო ABC-თან.

დარწმუნდით რომ ექიმმა იცის თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

- რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები ინფექციების სამკურნალოდ)

- ალფენტანილი, ფენტანილი (გამოიყენება ანესთეზიისთვის)

- ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები)

- ამფოტერიცინ B, ვორიკონაზოლი (სოკოსსაწინააღმდეგო აგენტი)

- სისხლის გამათხელებელი მედიაკმენტები თრომბების პრევენციისთვის (ვარფარინი ან მსგავსი მედიკამენტები)

- ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან მსგავსი მედიაკმენტები(, რომლებიც გამოიყენება საძილედ ან შფოთვის მოსახსნელად

- კარბამაზეპინი, ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ)

- ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინე, ფელოდიპინი ან ლოზარტანი (ჰიპერტენზიისთვის-სისხლის მაღალი წნევისთვის)

- ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტანტის უარყოფის პრევენციისთვის)

- ციკლოფოსფამიდიი, გველის სუროს ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინე ან მსგავსი მედიკამენტები) გამოყენებული კიბოს სამკურანლოდ

- ჰალოფანტრინი (გამოყენებული მალარიის სამკურნალოდ)

- სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი ან ფლუვასტატინი და მსგავსი მედიკამენტები) გამოყენებული ქოლესტეროლის მაღალი დოზის შესამცირებლად.

- მეტადონი (გამოიყენება ტკივილის საკურნალოდ)

- ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები-აასს)

- ორალური კონტრაცეპტივები

- პრედნიზონი (სტეროიდი)

- ზიდოვუდინი, აგრეთვე ცნობილი როგორც AZT; საქვინავირი (გამოიყენება აივ ინფიცირებული პაციენტების სამკურანლოდ)

- დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები როგორიცაა ქლორპროპრამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი

- თეოფილინი (გამოიყენება ასთმის კონტროლისთვის)

- ვიტამინი A (საკვები დანამატი)

- ამიოდარონი (გამოიყენება გულის არარეგულარული რითმის “არითმიის” სამკურნალოდ)

- ჰიდროქლორთიაზიდი (დიურეზული საშუალების სახით).

ფლუკონაზოლო ABC –ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ორსულობას ეჭვობთ ან გეგმავთ, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფლუკონაზოლო ABC არ უნდა მიიღოთ ორსულობის და ძუძუთი კვების დროს ექიმის დანიშნულების გარეშე.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისას, უნდა გაითვალისწინონ რომ ხანდახან შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან კრუნჩხვები.

ფლუკონაზოლო ABC შეიცავს ლაქტოზას:

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპი). თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ მას.

3. როგორ მიიღება ფლუკონაზოლო ABC

მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით.

კაფსულა სრულად გადაყლაპეთ წყალთან ერთად. უკეთესია კაფსულის დღის ერთსა და იმავე დროს მიღება.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზები ინფექციის ტიპის მიხედვით შემდეგია:

კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა

რეკომენდებული დოზაა 400მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400მგ დღეში ერთხელ 6-8 კვირის ან საჭიროებისას უფრო დიდი ხნის განმავლობაში. ზოგჯერ დოზა იზრდება 800მგ-მდე.

კრიპტოკოკური მენინგიტის პრევენციისთვის რეკომენდებული დოზაა 200მგ დღეში ერთხელ, სანამ ექიმი შეწყვეტას არ გირჩევთ.

კოკციდიომიკოზის მკურნალობა

რეკომენდებული დოზაა 200-400მგ დღეში ერთხელ 11-24 თვის განმავლობაში. ზოგჯერ დოზა იზრდება 800მგ-მდე.

Candida-თი გამოწვეული ინფექციების მკურნალობა

რეკომენდებული დოზაა 800მგ პირველ დღეს, შემდეგ 400მგ დღეში ერთხელ.

ორალური ლორწოვანის ინფექციების, ყელის ინფექციების და პირის ღრუს ანთების მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია დენტალური იმპლანტებით

რეკომენდებული დოზაა 200-400მგ პირველ დღეს, შემდეგ 100-200მგ სანამ ექიმი შეწყვეტას არ გირჩევთ.

ლორწოვანი მემბრანების მკურნალობა (ლორწოვანის კანდიდოზი)

რეკომენდბეული დოზაა 50-400მგ დღეში ერთხელ 7-30 დღის განმავლობაში.

ექიმი გეტყვით რა დოზა უნდა მიიღოთ და რა სიხშირით.

ორალური ლორწოვანის ინფექციების პრევენციისთივს რეკომენდებული დოზაა 100-200მგ დღეში ერთხელ, ან 200მგ კვირაში სამჯერ სანამ ინფექციების რისკი გაქვთ.

გენიტალური ინფექციების მკურნალობა (გენიტალური კანდიდოზი)

რეკომენდებული დოზაა 150მგ ერთჯერადად.

ვაგინალური ინფექციების რეციდივის შემცირებისთვის (ვაგინალური კანდიდოზი) დოზაა 150მგ ყოველ მესამე დღეს, საერთო ჯამში 3 დოზა (1,4 და მე-7 დღეს) და შემდეგ თვეში ერთხელ სანამ ინფექციის რისკი გაქვთ.

კანის და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების მკურნალობა

რეკომენდებული დოზა ვარირებს ინფიცირებული ადგილის მხრივ და შეიძლება იყოს 50მგ დღეში ერთხელ, 150მგ კვირაში ერთხელ ან 300-400მგ კვირაში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა ბარირებს 1-4 კვირას შორის.

ფეხის ფრჩხილების ინფექცია (ტერფის ეპიდერმოფიტია) შეიძლება გაგრძელდეს ექვს კვირამდე, სანამ მოხდენა ინფიცირებული ფრჩხილის ჩანაცვლება.

Candida–თი გამოწვეული ინფექციების მკურნალობა

თუ თქვენი იმუნური სისტემა დაბალია ან განკუთვილი ხართ ჩანდიდა-თი გამოწვეული ინფექციებისადმი, რეკომენდებული დოზაა 200-400მგ დღეში ერთხელ სანამ გაქვთ ინფექციის რისკი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

12-17 წლის მოზარდები

დოზა ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით (მოზრდილების ან ბავშვებისთვის დოზირება).

11 წლამდე ბავშვები

ბავშვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური დოზა 400მგ დღეში.

დოზა დაფუძნებული იქნება ბავშვის წონაზე კილოგრამებში.

Candida–თი გამოწვეული ლორწოვანის და ყელის ინფექციების მკურნალობა

რეკომენდებული დოზაა 3მგ/კგ. პირველ დღეს შეიძLება მიიღონ 6მგ/კგ. ექიმი შეაფასებს დოზას და ხანგრძლივობას ინფექციის სიმწვავის და ადგილის მიხედვით.

ტვინის მფარავი ქსოვილით გამოწვეული ინფექციების (კრიპტოკოკური მენინგიტი) და Candida-თი გამოწვეული სხვა ინფექციების (Candida-თი გამოწვეული ენდემური სოკოვანი ინფექციები) მკურნალობა

რეკომენდებული დოზა მერყეობს 6-12მგ/კგ-ს შორის.

Candida –თი გამოწვეული ინფექციების პრევენცია

თუ ბავშვს აქვს სუსტი იმუნური სისტემა ან მიდრეკილია ჩანდიდა-თი გამოწვეული ინფექციებისკენ, რეკომენდებული დოზა მერყეობს 3-12მგ/კგ-ს შორის.

გამოყენება 0-4 კვირის ბავშვებში

გამოყენება 3-4 კვირის ბავშვებში:

იგივე დოზა რაც ზემოთ, მაგრამ 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზაა 12მგ/კგ 48 საათში ერთხელ.

გამოყენება 2 კვირაზე უმცროსი ასაკის ბავშვებში:

იგივე დოზა რაც ზემოთ მაგრამ 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზაა 12მგ/კგ 72 საათში ერთხელ.

ხანდაზმულები

თუ თირკმლის პრობლემები არ გაქვთ უნდა გამოიყენოთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვეული დოზა.

პაციენტები თირკმლის პრობლემებით
თქვენმა ექიმმა შეიძლება დოზა შეცვალოს თირკმლის ფუნქციის მიხედვით.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფლუკონაზოლო ABC

ერთდროულად ბევრი კაფსულის მიღებამ შეიძლება ცუდად გაგხადოთ. მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომები მოიცავს არარეალურის გაგონებას, ნახვას, შეგრძნებას და ფიქრს (ჰალუცინაციები და პარანოიდული ქევა). სიმპტომური მკურნალობა (დამხმარე ზომები და კუჭის ამორეცხვა აუცილებლობის შემთხვევაში) შეიძლება იყოს ადექვატური.

თუ დაგავიწყდათ ფლუკონაზოლო ABC-ს მიღება

გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ გადავიწყდათ დოზის მიღება მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ თითქმისმ შემდეგი დოზის მიღების დროა, არ მიიღოთ გამოტოვებული.

მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტმა ფლუკონაზოლო ABC-მ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

- უეცარი ქოშინი, სუნქვის გაძნელება ან გუმლერდში მოჭერის შეგრძნება

- ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება

- მთელი სხეულის ქავილი, კანის გაწითლება ან წითელი ლაქები, მათი ქავილი

- კანის გამონაყარი

- კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, რომელიც იწვევს ბლისტერებს (შეიძლება განვითარდეს პირის ღრუში და ენაზე).

ფლუკონაზოლო ABC-მ შეიძლება დააზიანოს თქვენი ღვიძლი. ღვიძლის პრობლემების ნიშნები მოიცას შემდეგს:

- დაღლილობა

- მადის დაკარგვა

- ღებინება

- კანის და სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)

ფლუკონაზოლო ABC-მ შეიძლება დააზიანოს თქვენი თირკმელზედა ჯირკვლევი და იმოქმედოს წარმოქმნილი სტეროიდული ჰორმონების დონეზე. თირკმელზედა ჯირკვლების პრობლემების ნიშნები მოიცავს შემდეგს:

- დაღლილობა

- კუნთების სისუსტე

- მადის დაკარგვა

- წონაში კლება

- მუცლის ტკივილი

რომელიმეს განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ფლუკონაზოლო ABC-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

სხვა გვერდითი ეფექტები:

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან შენიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითრდეს 10-იდან 1 ადამიანში):

- თავის ტკივილი

- კუჭის დისკომფორტი, დიარეა, ავადობის შეგრძნება, ღებინება

- სისხლის ტესტებში ღვიძლის ფუნქციების მომატება

- გამონაყარი

ნაკლებად ხშირი გვერდIტი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-იდან 1 ადამიანში):

- სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება

- მადის დაქვეითება

- ძილის შეუძლებლობა, თვლემის შეგრძნება

- კრუნჩხვები, თავბრუსხვდევა, ტრიალის შეგრძნება, ჩხვლეტის, ფხაჭნის შეგრძნება ან დაბუჟება, გემოს შეგრძნების ცვლილებები

- შეკრულობა, საჭმლის მონელების გაძნელება, შებერილობა, პირის სიმშრალე

- კუნთების ტკივილი

- ღვიძლის დაზიანება და კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე)

- პრეპარატით გამოწვეული ერუპცია, ბლისტერები (ბუშტუკები), ქავილი, მომატებული ოფლიანობა

- დაღლილობა, თვითრგძნობის ზოგადი გაუარესება, ცხელება

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)

- სისხლის თეთრი უჯრედების ნორმაზე დაბალი დონე, რაც ორგანიზმს ეხმარება ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლდენის შემაჩერებელი უჯრედების რაოდნეობის დაქვეითება

- კანის წითელი ან იასამნისფერი შეფერილობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების დაბალი რაოდენობით, სისხლის სხვა ცვლილებებით.

- სისხლის ქიმიის ცვლილებები (სისხლში ქოლესტეროლის, ცხიმების მაღალი დონე)

- კალიუმის დაბალი დონე

- კანკალი

- ანომალური ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), გულისცემის სიხშირის ან რითმის ცვლილებები

- ღვიძლის უკმარისობა

- ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მწვავე), ფართოდ გავრცელებული ბლისტერული გამონაყარის და პილინგის, კანის მწვავე რეაქციების, ტუჩების ან სახის შეშუპების ჩათვლით

- თმის ცვენა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომელბიც ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება აგრეთვე პირდაპირ შეგიძლიათ ნაციონალური შეტყობინების სისტემით ვებ-გვერდზე http://www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili გვერდითი ეფექტების შეტყობინებით გვეხმარებით მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. როგორ ინახება ფლუკონაზოლო ABC

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

- მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია იარლიყზე “EXP”- ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

- ინახება 30° C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფლუკონაზოლო ABC 100მგ მყარი კაფსულები

- აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი. ყოველი კაფსულა შეიცავს 100მგ ფლუკონაზოლს.

- სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი; პრეჟელატინიზებული სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; კოლოიდური უწყლო სილიციუმი; ნატრიუმის ლაურილსულფატი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

რას შეიცავს ფლუკონაზოლო ABC 150მგ მყარი კაფსულები

- აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი. ყოველი კაფსულა შეიცავს 150მგ ფლუკონაზოლს.

- სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი; პრეჟელატინიზებული სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; კოლოიდური უწყლო სილიციუმი; ნატრიუმის ლაურილსულფატი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

რას შეიცავს ფლუკონაზოლო ABC 200 მგ მყარი კაფსულები

- აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი. ყოველი კაფსულა შეიცავს 200მგ ფლუკონაზოლს.

- სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი; პრეჟელატინიზებული სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; კოლოიდური უწყლო სილიციუმი; ნატრიუმის ლაურილსულფატი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ფლუკონაზოლო 100 მგ, 150მგ და 200მგ მყარი კაფსულების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ფლუკონაზოლო ABC 100მგ მყარი კაფსულები, კოლოფი შეიცავს 10 კაფსულას.

ფლუკონაზოლო ABC 150მგ მყარი კაფსულები, კოლოფი შეიცავს 2 კაფსულას.

ფლუკონაზოლო ABC 200მგ მყარი კაფსულები, კოლოფი შეიცავს 7 კაფსულას.

მარკეტინგის უფლების მფლობელი

ABC ფარმაცეუტიჩი S.p.A – კორსო ვიტორიო ემანუელე II, 72-ტორინო

მწარმოებელი

ლაბორატორიო ფარმაცეუტიკო ჩ.თ. შ.რ.ლ.

ვია დანტე ალიგიერი, 71

18038 სანრემო (იმპერია)

ABC ფარმაცეუტიჩი S.p.A.

კანდონ მორეტი, 29

10090 სან ბერნარდო დ’ივრეა (TO)