ფტოროკორტის მალამო 0.1% 15გ

821
მარაგშია
13.23 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგლუკოკორტიკოსტეროიდები ჯენერიკიTriamcinolonum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
13.23 
ფტოროკორტი
FTOROCORT


საერთაშორისო დასახელება - triamcinolone


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით; გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმაა

მალამო 0.1%: ტუბი 15 გ

1 ტუბი შეიცავს:
ტრიამცინოლონი 15გ.
დამხმარე საშუალება:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, სტეარინის მჟავა, პოლისორბატი 60, ცეტილის სპირტი, თხიერი პარაფინი, გლიცერინი (85%), გამოხდილი წყალი.

აღწერილობა:

ჰომოგენური, თეთრი ფერის მალამო სუნის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება სახის არეში სახიფათოა. მისი დანიშვნა ბავშვებში შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ოფტალმოლოგიაში.

ფარმაკოდინამიკა:
ფტოროკორტი წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდატური და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

ტრიამცინოლონი განიცდის სუსტ რეზორბციას გარეგანი გამოყენებისას და არ ავლენს მნიშვნელოვან სისტემურ ეფექტს.

ჩვენებები

მწვავე და ქრონიკული ეკზემა ლოკალიზაციის მიუხედავად;
ანოგენიტალური ქავილი;
ნეიროდერმიტი;
კონტაქტური დერმატიტი ეტიოლოგიის მიუხედავად;
ჩვეულებრივი პემფიგუსი;
დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
მულტიფორმული ექსუდატური ერითემა;
წითელი მგლურა;
წითელი ბრტყელი ლიქენი;
ჩვეულებრივი ფსორიაზი;
ფსორიაზი ვარდისფერი;
მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ: მზით გამოწვეული დამწვრობა, ურტიკარია, მწერების ნაკბენი, წითელი ბალანოვანი ფსორიაზი, რგოლისებრი გრანულემა, ექსფოლიატიური ერითროდერმია (რიტერის დაავადება), ლეინერის დაავადება, გარე ყურის ანთება, ბალანიტი, რადიოდერმატიტი.

მიღების წესები და დოზები

მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე ყოველდღიურად 2-3 ჯერ დღეში (არაუმეტეს 15გ-სა დღეში), ან კიდევ პრეპარატს იყენებენ ოკლუზიური საფენის სახით (არაუმეტეს 10გ-სა დღეში).

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენებისას დაზიანებული კანის დიდ უბანზე, მას ახასიათებს შეწოვა და გააჩნია ზოგადი მოქმედება. პათოგენური აგენტები, რომლებიც იწვევენ დაჩირქებას, ადვილად გაივლიან ეპიდერმულ შრეს. შეიძლება განვითარდეს პროცესები, გამოწვეული ბლასტომიცეტებით. საფენის ქვეშ იშვიათად ვითარდება ჰემორაგიები. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ატროფია.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
ოფთალმოლოგიაში მისი გამოყენება;

ვირუსული ინფექცია;
მიკოზი;
კანის ტუბერკულოზი;
კანის ათაშანგური ცვლილებები;
ჩუტყვავილა.

ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მონაცემები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები და ვადები

შენახვის ვადა: 2 წელი
არაუმეტეს 15°C, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
გედეონ რიხტერი

უნგრეთი