ჰალიქსოლი 15მგ/5მლ 100მლ სიროფ

10840
-28%
მარაგშია
9.59 
6.86 
დანაზოგი: 2.73 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები ჯენერიკიAmbroxolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
9.59 
6.86 
დანაზოგი: 2.73 ₾ (28%)
ჰალიქსოლი®
HALIXOL®


სამკურნალო ფორმა: სიროფი 100 მლ

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
100 მლ სიროფი შეიცავს 300 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, ბანანის, მარწყვის არომატიზატორები, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, პოვიდონი, სორბიტი და გამოხდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მუკოლიზური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ამბროქსოლი წარმოადგენს ბენზილამინის სტრუქტურის მქონე ბრომჰექსინის მეტაბოლიტს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ამოსახველებელი ეფექტით. ამბროქსოლის აქტივობის გამო, იზრდება მუკოლიზურ უჯრედებში როგორც ლიზოსომების გამოყოფის, ასევე ჰიდროლიზური ენზიმების აქტივობის პროცესი, რაც იწვევს ლორწოვან გარსში ბრონქების მიერ გამოყოფილი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ამავე დროს, უფრო ნაკლებად ბლანტი ლორწოს გამოყოფის გამო, მიმდინარეობს ადენოციტების სერიოზული სტიმულაცია.
სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების დროს, ამროქსოლის გამოყენებით, ძლიერდება სურფაქტანტის გამოყოფის პროცესი.

ფარმაკოკინეტიკა:

ამბროქსოლი თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. იგი სერიოზულ პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. მისი 90% გადადის პლაზმის ცილებში.
პერორალურად მიღებული პრეპარატის დოზის ბიოლოგიური შეღწევადობა, პარენტერალურად მიღებულთან შედარებით, შეადგენს დაახლოებით 60%.
ამბროქსოლის 90%, გლუკორონიდთან მისი კავშირის შემდეგ გამოიყოფა შარდან ერთად, რომელიც მიმდინარეობს ამ უკანასკნელის უშუალო ან მეორადი დაჟანგვით. შარდან ერთად ამბროქსოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3 სთ-ს.

ჩვენებები:
• პათოლოგიური სქელი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები: მაგ. ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზური დაავადება.
• გამოიყენება, როგორც მუკოლიზური საშუალება ცხვირის ღრუს და ცხვირხახის ანთებითი დაავადების დროს.

უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის ან ბრომჰექსინის მიმართ;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:
თირკმელების ფუნქციის სერიოზული დარღვევები, რომელიც გამოწვეულია ამბროქსოლის ხანგრძლივი ნახევრად გამოყოფის პერიოდით.
სიროფი არ შეიცავს სპირტს. იგი შეიცავს შაქრის ისეთ შემცვლელებს, როგორიცაა: სორბიტი და ნატრიუმის ციკლამატი. ამიტომ შესაძლებელია აღნიშნული პრეპარატის მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში, მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 1.2 გ სორბიტს.
სიროფის გამოყენება შესაძლებელია ბოთლის გახსნიდან 4 დღის განმავლობაში, თუ იგი სწორად ინახება.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ფაღართი, ღებინება, ტკივილები კუჭის არეში და გამონაყარი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
არ არის მიზანშეწონილი ჰალიქსოლის კომბინაცია ხველის სხვა საშუალებებთან (მაგალითად: კოდეინი), რადგან მათ შეიძლება გააძნელონ ამბროქსოლით გათხიერებული ნახველის გამოყოფა.
ჰალიქსოლის განსაკუთრებული უპირატესობაა ის, რომ ზოგიერთ ანტიბიოტიკებთან ერთდროული მიღებისას (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ამბროქსოლი ხელს უწყობს მათ შეღწევას ბრონქულ სეკრეტში.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში ენიშნებათ 10 მლ 3-ჯერ დღეში, შემდგომში 10 მლ 2-ჯერ ან 5 მლ 3-ჯერ დღეში მომდევნო დღეებში.
ბავშვებში:
2 წლის ასაკის ქვემოთ: 2.5 მლ 2-ჯერ დღეში;
2-5 წლის ასაკამდე: 2.5 მლ 3-ჯერ დღეში;
5-12 წლის ასაკამდე: 2.5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
სიროფს იღებენ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად ჭამის შემდეგ, რადგან დიდი რაოდენობით სითხე ხელს უწყობს ამბროქსოლის მუკოლიზური ეფექტის გაძლიერებას.
თირკმელების მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, საჭიროა დოზის შემცირება ან ყოველი დოზის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და კუჭ-ნაწლავის სხვა მოშლილობები.
მკურნალობა: სპეციალური ანტიდონტი არ არსებობს. ინიშნება ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, აგრეთვე სითხეები – რძე და ჩაი. კუჭის ამორეცხვა წარმოებს პრეპარატის მიღებიდან 1-2 სთ-ის განმავლობაში. რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ყოველდღიური კონტროლი.

შენახვის პირობები:
ოთახის ტემპერატურაზე (15-250C).
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ

შეფუთვა:
100 მლ ბოთლი

მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს უნგრეთი
EGIS PHARMACEUTICALS LTD HUNGARY
მსგავსი პროდუქტები