ჰეპა-ლაინი გრან.5გ/3გ 5გ გრან#30პაკ

85914
-31%
მარაგშია
94.30 
65.00 
დანაზოგი: 29.30 ₾ (31%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიჰეპატოპროტექტორები ჯენერიკიOrnithine aspartate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
94.30 
65.00 
დანაზოგი: 29.30 ₾ (31%)

ჰეპა-ლაინი

HEPA-LINE

პრეპარატის  სავაჭროსახელწოდება: ჰეპა-ლაინი
აქტიურინივთიერება (საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება):  L-ორნიტინი, L-ასპარტატი
სამკურნალწამლოფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი გრანულები

შემადგენლობა:

1 საშე შეიცავს:
აქტიურინ ივთიერებას: L-ორნიტინი - L-ასპარტატი - 3,0 გ

დამხმარე ნივთიერებები:  ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლომატი, ფრუქტოზა (ლევულოზა), საღებავი ყვითელ-ნარინჯისფერი „Sunset Yellow“ (E110), ლიმონის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი.
აღწერა: ღია ყვითელიდან ყვითელამდე თეთრი ჩანართების მქონე გრანულები, ტკბილი ციტრუსის გემოთი და არომატით.

 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორები.

ათქ კოდი: A05BA
ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნის დეტოქსიკაციური მოქმედება, აქვეითებს ორგანიზმში ამიაკის მომატებულ დონეს, კერძოდ,  ღვიძლის დაავადებების დროს. პრეპარატის მოქმედება უკავშირდება მის მონაწილეობას კრებსის შარდოვანას წარმომქმნელი ორნიტინის ციკლში (ააქტიურებს ციკლის მუშაობას, აღადგენს ღვიძლის უჯრედების ფერმენტების - ორნიტინ-კარბამოილტრანსფერაზასა და კარბამოილ-ფოსფატსინტეტაზის აქტივობას).

ხელს უწყობს ინსულინისა და სომატოტროპული ჰორმონის წარმოქმნას. ა

უმჯობესებს ცილოვან ცვლას იმ დაავადებების დროს, რომლებიც მოითხოვენ პარენტერალურ კვებას.

ხელს უწყობს ასთენიური, დისპეფსიური და ტკივილის სინდრომების შემცირებას, ასევე ახდენს სხეულის მომატებული წონის ნორმალიზაციას. (სტეატოზის და სტეატოჰეპატიტის დროს)

ფარმაკოკინეტიკა

L-ორნიტინი - L-ასპარტატი იშლება მის შემადგენელ კომპონენტებად-ამინომჟავებად ორნიტინად და ასპარტატად, და იწყებს მოქმედებას 15-25 წუთის განმავლობაში, და გააცნია მოკლე T1/2.  გამოიყოფა შარდით შარდოვანას წარმოქმნის ციკლის მეშვეობით.

გამოყენების ჩვენებები

გრანულები გამოიყენება იმ დაავადებებისა და მდგომარეობების სამკურნალოდ (მაგ. ღვიძლის ციროზი), რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას (შემდეგი სიმპტომების დროს: გონების დაბინდვა;  შეცვლილი მდგომარეობა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია).

გრანულები ხელს უწყობენ ღვიძლიდან ამიაკის გამოდევნას შარდოვანას სინთეზის სტიმულირების გზით. ასევე ხელს უწყობს ამიაკის გამოდევნას სხვა ქსოვილებიდან.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

პერორალურად გრანულების 1-2 პაკეტი, გახსნილი 200 მლ სითხეში, 3 -ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

მიღების კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: არახშირი -  ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დიარეა.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტლივილი კიდურებში.

საღებავმა მზის ყვითელი ჩასვლა შესაძლებელია გამოიწვიოს- ალერგიული რეაქციები;
უკუჩვენებები

  • მძიმე ხარიხის  თირკმელების უკმარისობა (შრატში კრეატინინის >3 მგ/100 მლ-ზე
  • ლაქტაციის პერიოდი
  • ბავშვთა ასაკი (მონაცემთა უკმარისობის გამო);
  • პრეპარატის კომპინენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი ორსულობის დროს.

წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო წამლებთან ურთიერთქმედება არ არის აღწერილი.
განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დიაგნოზის დასმის შემდეგ,  ძირითადი დაავადების გამო აუცილებელია სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობებით დაკავებისას,  რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გამოხატულობის გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა
პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი გრანულები 5.0 გ საშე-პაკეტები.
შენახვისპ ირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ,
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა  რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
სამკურნალო საშუალებების  ხარისხზე პრეტენზიების (წინადადებების) მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი

ერთობლივი საწარმო შპს "REMEDY GROUP"
უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი, 100069, ალმაზარის რაიონი, იანგი ალმაზარის ქ. #51

ტელ/ფაქსი: (99871) 248 02 05

ლიცენზიის მფლობელი

Citco Chemicals Ltd

Regent House 316 Beulah Hill London SE193H, UK

მსგავსი პროდუქტები