მონაზილი 5მგ/10მგ #30ტ

85379
-32%
მარაგშია
64.66 
44.20 
დანაზოგი: 20.46 ₾ (32%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიბრონქოლიზური პრეპარატები ჯენერიკიLevocetirizinum+Montelukastum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
64.66 
44.20 
დანაზოგი: 20.46 ₾ (32%)

 

მონაზილი

5 მგ/ 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი


პერორალური გამოყენება
აქტიურინი ვთიერებები: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და 10 მგ მონტელუკასტს (10.38 მგ მონტელუკასტის  ნატრიუმის ექვივალენტი).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძიდან მიღებული), მიკროკრისტალური ცელულოზის ჰიდროქსიპროპილ მეთილცელელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ყვითელი რკინის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კროსკარმელოზას ნატრიუმი (E468), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე წაიკითხეთ მთლიანად ეს ჩანართი-ფურცელი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი-ფურცელი. შეიძლება ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში  უთხარით თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს, როდესაც მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს.
დაიცავით ეს  ინსტრუქცია ზუსტად. არმიიღოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა.
ამ ჩანართ-ფურცელში მოცემულია:
1. რა არის და რისთვის გამოიყენება მონაზილი?
2.
სანამ დაიწყებთ მონაზილის მიღებას
3.
როგორ მიიღება მონაზილი?
4.
რაარის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
5.
როგორ ინახება მონაზილი?

1. რა არის და რისთვის გამოიყენება მონაზილი?
მონაზილი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინ დიჰიდროქლორიდს და 10 მგ მონტელუკასტს, და მისი ერთი ფენა თეთრია, მეორე ფენა კი ყვითელი, არის მრგვალი, ორმაგ- ფენიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ლევოცეტირიზინი არის ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ. ანტიჰისტამინური პრეპარატები აღმოფხვრიან ჰისტამინის ეფექტს და ალერგიის სიმპტომებს. მონტელუკასტი არის ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც აინჰიბირებს ხსენებულ ლეიკოტრიენებს. ლეიკოტრიენების ინჰიბირების საშუალებით ის ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს. მონტელუკასტი არ არის სტეროიდი (ორგანული ნაერთი ქოლესტერინთან ლიპიდურ კავშირში).
მონაზილი არსებობს ბაზარზე ალუმინი/ალუმინის ბლისტერის პაკეტებში 30 და 90 ტაბლეტებით.  
მონაზილი გამოიყენება ალერგიული რინიტისა და ალერგიული რინიტთან  დაკავშირებული ასთმის სიმპტომების მკურნალობისა და შემსუბუქების მიზნით.
გარდა ამისა, მონაზილი ნაჩვენებია კომბინირებული მკურნალობისადმი რეზისტენტული ანტიჰისტამინური საშუალების სახით ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიის დროს ქავილის, გამონაყარისა და სიწითლის შესამსუბუქებლად  15 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებში.
რა არის ასთმა?
ასთმა არის სასუნთქი გზების ანთება, რომელიც იწვევს ფილტვებისაკენ ჟანგბადის გამტარებელი ბრონქების სანათურების  დროებით შევიწროებას. ასთმის სიმპტომებია:
• ხველა,
• ხიხინი,
• ქოშინი,
• გულმკერდის შებოჭილობა.
რა არის ალერგიული რინიტი?
როდესაც ალერგიული რინიტი გამოწვეულია ეგზოგენური ალერგენებით, როგორიცაა მაგალითად,  ობი, ან ხეები, ბალახი და ველური მცენარეების მტვერი, მას ხშირად უწოდებენ სეზონურ ალერგიებს, ან "თივის ცხელებას". მრავალსეზონური ალერგიები  შეიძლება ასევე გამოიწვეული იყოს სახლში არსებული ალერგენებით, როგორიცაა ცხოველების ქერტლი, ოთახის ობი, ან სახლის მტვრის ტკიპები.
• ცხვირის გაჭედვა, ცხვირის ქავილი და/ან  ცხვირიდან გამონადენი
• ცემინება
რა არის ჭინჭრის ციება?
ურტიკარია (ჭინჭრის ციება) არის ალერგიით გამოწვეული კანის დაავადება. მისი სიმპტომებია კანზე:
• შეშუპება
• ქავილი
• გამონაყარი
2. სანამ დაიწყებთ მონაზილის მიღებას
არ მიიღოთ მონაზილი:
• თუ თქვენ ხართ ალერგიული პიპერიზინის წარმოებულების ან მონაზილის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
• გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობა 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით (თირკმლის ფუნქციის მონიტორინგისთვის გამოყენებული ნივთიერება)
გამოიჩინეთ სიფრთხილე მონაზილის გამოყენებამდე, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგს:
მონაზილი არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის, რადგანაც ამ გარსით დაფარული ტაბლეტის ფარმაცევტული ფორმა არ იძლევა ტაბლეტების დოზირების საშუალებას.
•  ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე. მგრძნობიარე პაციენტებში, ცეტირიზინის ან ლევოცეტრიზინისა და ალკოჰოლის ან სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიფხიზლის დამატებითი დათრგუნვა და მოქმედების ეფექტურობის გაუარესება.
• თუ თქვენ არ შეგიძლიათ  შარდის ბუშტის დაცლა (მდგომარეობების დროს, როგორიცაა ზურგის ტვინის დაზიანება ან წინამდებარე ჯირკვლის გადიდება) მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.
თუ თქვენ გაქვთ ასთმა:  
• დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს, თუ თქვენი ასთმის სიმპტომები უარესდება.
• ნუ მიიღებთ მონაზილს, თუ გჭირდებათ სასწრაფოდ დახმარება მოულოდნელი  ასთმის შეტევის გამო. ასთმის შეტევის განვითარების შემთხვევაში, თქვენ უნდა დაიცვათ ინსტრუქციები, რომლებსაც მოგცემთ  თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი ასთმის შეტევების სამკურნალოდ. ყოველთვის თან გქონდეთ თქვენი პრეპარატის ინჰალატორი ასთმის შეტევების სამკურნალოდ.
• მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ასთმის ყველა თქვენი მედიკამენტი თქვენი ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად. მონაზილი არ უნდა იქნას გამოყენებული თქვენი ექიმის მიერ დანიშნული სხვა ასთმის სამკურნალო პრეპარატის მაგივრად.  თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი ალერგიული დაავადებების კომბინაცია, ძილიანობა ან ჩხვლეტითი შეგრძნება ფეხებში, ფილტვისმხრივი სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი ყველა სხვა ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატების მიმღები პაციენტის მსგავსად, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
• თუ თქვენ გაქვთ ასთმა და ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავა) აუარესებს თქვენი ასთმის სიმპტომებს, ყოველთვის ერიდეთ  ასპირინის ან სხვა, ეგერეთ წოდებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებას, როდესაც ღებულობთ მონაზილს.

 • ქცევასა და განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები (მოიცავს აგზნებას, აგრესიულ ქცევას ან მტრულ დამოკიდებულებას, შფოთვას, დეპრესიას, დეზორიენტაციას, ყურადღების დარღვევებს, არანორმალურ სიზმრებს, ჰალუცინაციებს, უძილობას, გაღიზიანებადობას, მეხსიერების გაუარესებას, მოუსვენრობას, სონამბულიზმს, სუიციდურ აზროვნებას და ქცევას, მათ შორის სუიციდს, ტიკს და ტრემორს) დაფიქსირდა მონაზილის ერთერთი აქტიური ინგრედიენტის- მონტელუკასტის მიღებისას. გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს დებულებები გეხებათ თქვენ ნებისმიერ დროს წარსულშიც კი.

მონაზილი საკვებთან და სასმელთან ერთად

 მონაზილი შეიძლება იქნას მიღებული საკვებთან ერთად ან კვებებს შორის.

ორსულობა

მიმართეთ თქვენს ექიმსანფარმაცევტსრჩევისათვის ამ პრეპარატის გამოყენებამდე.  

 არ მიიღოთ მონაზილი, თუ ხართ ორსულად ამ გეგმავთ დაორსულებას. თქვენი ექიმი შეაფასებს, შეგიძლიათ თუ არა  მონაზილის მიღება ამ პერიოდში.

მკურნალობისპერიოდში თუ  გაიგებთ, რომხართ ორსულად, დაუყოვნებლივაცნობეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მიმართეთ თქვენს ექიმსანფარმაცევტსრჩევისათვის ამ პრეპარატის გამოყენებამდე.  

 არ მიიღოთ მონაზილი, თუ ხართ მეძუძური.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ზოგიერთი პაციენტი, რომლებიც იყენებდა მონაზილის ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტს- ლევოცეტირიზინს, გრძნობდა დაბუჟებას, დაღლილობას და გამოფიტვას. თუ გეგმავთ სახიფათო მოქმედებების შესრულებას, ან ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას, თქვენთვის რეკომენდებულია დაელოდოთ თქვენს რეაგირებას და იყოთ ფრთხილად.  შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა ვერ გამოავლინა მტკიცებულება, რომ ლევოცეტირიზინი რეკომენდებული დოზით აუარესებდეს გონებრივ სიფხიზლეს, რეაქციის უნარს ან ავტომობილის მართვის უნარს.  

გარკვეულმა გვერდითმა მოვლენებმა, რომლებიც დაფიქსირდა მონტელუკასტის გამოყენებისას (თვბრუსხვევა და გაბრუება) შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პაციენტის მიერ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონაზილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი  შაქრის აუტანლობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მონაზილის მოქმედების მექანიზმზე, ან მონაზილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე. აცნობეთ თქვენს  ექიმმს მონაზილის დაწყებამდე, თუ ღებულობთ შემდეგ მედიკამენტებს:  ლევოცეტირიზინთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები:

 • რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)

 • ალკოჰოლი (განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში).

მგრძნობიარე პაციენტებში, ლევოცეტირიზინისა და სხვა ცენტრალური ნერვული სისტემების დეპრესანტების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის დამატებითი დაქვეითება და ეფექტურობის გაუარესება.

ლევოცეტირიზინის აბსორბციის მოცულობა არ მცირდება საკვების ზემოქმედებით, თუმცა მცირდება აბსორბციის სიჩქარე.

მონტელუკასტთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები:

• ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)

• ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)

 • რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და ზოგიერთი სხვა ინფექციების სამკურნალოდ)

 • გემფიბროზილი (გამოიყენება ლიპიდების მაღალი დონის სამკურნალოდ სეკრეტირებულ  სითხეებში,  სისხლის უჯრედების გარდა)

თუთქვენ ამჟამად ღებულობთანბოლოდროს ღებულობდით  ნებისმიერრეცეპტურულან არარეცეპტურულ პრეპარატებს, გთხოვთაცნობოთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

3. როგორ მიიღება მონაზილი?

მოზრდილებისა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი (5 მგ ლევოცეტირიზინის  დიჰიდროქლორიდი და 10 მგ მონტელუკასტი).

 • მონაზილით მკურნალობის ხანგრძლივობას განისაზღვრავს თქვენი ექიმი  ჩივილების, დაავადების ხანგრძლივობისა და ტიპის გათვალისწინებით.

თუ თქვენ დაგინიშნეს მონაზილი ალგერიული რინიტისა და ასთმის გამო,

 • თქვენ უნდა მიიღოთ მონაზილი ყოველდღე, იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნავთ თქვენი ექიმი, მაშინაც კი, თუ არ გექნებათ ასთმის სიმპტომები.

• თუ ასთმის სიმპტომები გაუარესდება ან თუ დაგჭირდებათ  ასთმის შეტევების გამო პრეპარატის ინჰალაცია უფრო ხშირად, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს

არ მიიღოთ მონაზილი ასთმის შეტევის დროს ხანმოკლე შემსუბუქებისათვის.

თუ თქვენ განგივითარდებათ ასთმის შეტევა, უნდა იმოქმედოთ ასთმის შეტევების სამკურნალოდ თქვენი ექიმის მითითების შესაბამისად.

• ასთმის შეტევებისათვის ყოველთვის თან ატარეთ თქვენი პრეპარატის ინჰალატორი.

 • თუ ექიმმა არ მოგცათ მითითება, არ შეწყვიტოთ  სხვა ასთმის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატის მიღება და არ შეამციროთ მისი დოზა.

გამოყენების გზა და მეთოდი:

გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა მიიღოთ პერორალურად, გადაყლაპოთ მთლიანად სითხის დაყოლებით, და მისი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.  

სხვადასხვა ასაკი:

 ბავშვებში: არ მისცეთ მონაზილის გარსით დაფარული ტაბლეტები 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს.

გერიატრიული გამოყენება:

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

სპეციფიკური გამოყენება:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დაავადების ხარისხის შესაბამისად, შესაძლებელია უფრო დაბალი დოზების  მიღება.

 ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით. დოზა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ. არ გამოიყენოთ ის, თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა. დოზის კორექცია აუცილებელია მსუბუქი- ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებზე მონაცემები არ არსებობს.

პაციენტებში ღვიძლისა და ასევე თირკმლის უკმარისობით, დოზა შეიძლება შეირჩეს თირკმლის დაავადების სიმძიმის შესაბამისად.

თუშეამჩნევთ, რომ მონაზილიეფექტიძალიანძლიერიაან ძალიანსუსტი, დაელაპარაკეთ თქვენსექიმსანფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღებთ მონაზილის საჭიროზე მეტ დოზას

 მოზრდილებში შეიძლება გამოვლინდეს დაბუჟება. ბავშვებში შეიძლება გამოვლინდეს მოუსვენრობა და დაბუჟება.  

მონაზილის ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტის - მონტელუკასტის გვერდითი მოვლენები დოზის გადაჭარბების უმეტეს შემთხვევებში არ დაფიქსირებულა.  მოზრდილებში და ბავშვებში დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირად განვითარებული სიმპტომებია მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტიურობა.  

 თუთქვენმიიღებთ მონაზილის საჭიროზე მეტ დოზას,აცნობეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდებათ მონაზილის მიღება

ეცადეთ მიიღოთ თქვენი მედიკამენტი რეკომენდაციის შესაბამისად.

როდესაც თქვენ დაგავიწყდებათ მედიკამენტის ერთი დოზა, არ მიიღოთ ის, და შემდეგ გააგრძელეთ მისი მიღება ჩვეულებრივად.  

 არმიიღოთორმაგიდოზა დავიწყებულიდოზის შესავსებად.

თუ თქვენ შეწყვეტთ მონაზილის მიღებას

 თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როდესაც იყენებთ მონაზილს მითითებულზე ხანმოკლე დროის განმავლობაში,  გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მონაზილით მკურნალობის დაწყებამდე არსებული სიმპტომები ნაკლები ხარისხით.

 

4. რა არის შესაძლო გვერდითიმოვლენები?

ისევე, როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს მონაზილის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

თუ თქვენ განგივითარდებათ რომელიმე ქვემოჩამოთვლილი მდგომარეობა,  შეწყვიტეთ მონაზილის მიღება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ანმიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

• ალერგიული რეაქციები, მათ შორის პირის ღრუს, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება ან ხიხინი), ჭინჭრის ციება, სისხლის წნევის უეცარი ვარდნა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი ან შოკი, და შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია)

 • ვეგეტატიული შეკუმშვები ან კუნთების კრუნჩხვა

 • გრიპის მსგავსი დაავადება, ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება  ხელებში ან ფეხებში, რესპირატორული დისტრესი და/ან გამონაყარი

•  ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)

• გულის ფრიალი

 • რესპირატორული დისტრესი

• მხედველობის დარღვევები

• ტაქიკარდია

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ამ სიმპტომებიდან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია პრეპარატის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან  ჰოსპიტალიზაცია.

ეს მძიმე გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

ქვემოთ მოყვანილი შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი ფორმით:

ძალიან ხშირი: განუვითარდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტს.

ხშირი: განუვითარდება  100-დან 1-10-მდე პაციენტს.

არა-ხშირი: განუვითარდება  1,000-დან 1-10-მდე პაციენტს.

იშვიათი: განუვითარდება  10,000-დან 1-10-მდე პაციენტს.

ძალიან იშვიათი: განუვითარდება  10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.

სიხშირე უცნობია: არ არის მოსალოდნელი მიმდინარე მონაცემების საფუძველზე

ძალიან ხშირი

• ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.

ხშირი

• თავის ტკივილი

• დაღლილობა

•  პირის სიმშრალე

• ძილიანობა/ დაბუჟება

 • გამოფიტვა

• დიარეა

• გულისრევა

 • ღებინება

• გამონაყარი

 • ცხელება

• მუცლის ტკივილი

• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

არა-ხშირი

• დაღლილობა

• დისპეფსია

•  ძილის დარღვევა

 • ცუდი ან რეალისტური სიზმრები

• უძილობა

• გაღიზიანებადობა

 • შფოთვის შეგრძნება

 • მოუსვენრობა

 • აგრესიული ქცევა ან მტრული დამოკიდებულება

• სომნამბულიზმი

 • დეპრესია

• თავბრუსხვევა

• ჩხვლეტითი შეგრძნებები

 • უეცარი შეგრძნებები

• დეზორიენტაცია (ცნობიერების აბნევა)

• ცხვირიდან სისხლდენა

 • სისხლჩაქცევები

• ურტიკარია

• სახსრების ტკივილი

• კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმის ჩათვლით

 • ფეხების შეშუპება

 • მუცლის ტკივილი

• გამოფიტვა

იშვიათი

 • სისხლდენის მომატებული ტენდენცია  

• ტრემორი

 • გულის ფრიალი

 • ყურადღების პრობლემები

• მეხსიერების პრობლემები

ძალიანიშვიათი

 • ჰალუცინაცია (რაიმე არარსებულის ნათლად აღქმა)

• დეზორიენტაცია (ცნობიერების აბნევა დრო-ადგილთან დაკავშირებით)

• სუიციდური აზრები და ქმედებები (სუიციდის ჩათვლით)

• ქცევის ცვლილება

• ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)

• მტკივნეული წითელი გროვები კანქვეშ, ყველაზე ხშირად წვივებზე (კვანძოვანი ერითემა) ალერგიული გამონაყარი, კანის მწვავე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება გაჩნდეს  წინასწარი ნიშნების გარეშე.

 • ფილტვების შეშუპება (ანთება)

სიხშირე უცნობია:

•  მადის მომატება

 • გაღიზიანებადობა

 • კუნთების შკუმშვები

  • ძილიანობა

 • სინკოპე

• გემოვნების შეგრძნების დარღვევა

 • მხედველობის დარღვევები

• მხედველობის დაბინდვა

• ქოშინი

• მტკივნეული შარდვა

• შარდვის გაძნელება

 • წონაში მომატება

 • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ტესტების შედეგები პათოლოგიურია)

• ვერტიგო (წონასწორობის დარღვევის შეგრძნება)

მონტელუკასტით ნამკურნალევ პაციენტებში დაფიქსირდა სიმპტომების კომბინაციის ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა გრიპის მსგავსი ავადმყოფობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება ხელებში და ფეხებში, ფილტვის მხრივი სიმპტომების გაუარესება და/ გამონაყარი (ჩარგ-სტრაუსის სინდრომი). დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ განგივითარდებათ ამ სიმპტომებიდან ერთი ან მეტი.  

თუ შეამჩნევთ რაიმე სხვა სიმპტომებს, რომლებიც არ არის მოყვანილი ამ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს.

5. როგორ ინახება მონაზილი

შეინახეთ ოთახის,  არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან.

შეინახეთ მონაზილი ბავშვებისათვისმიუწვდომელ და ფარულ ადგილზე, თავის პაკეტში.  გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღის შესაბამისად.

არგამოიყენოთ მონაზილი პაკეტზე მითითებული ვარგისიანობისვადისგასვლისშემდეგ. არ გამოიყენოთ მონაზილი, თუ შეამჩნევთ პროდუქტის ან შეფუთვის რაიმე დეფექტებს.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

ილკო ილაკ სან. ვე ტიკ. ა.ს. (İLKO İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş)

ვეისელ კარანი მაჰ. კოლაკოგლუ სოკ.

# 10/34885 სანჩაკტეპე/ სტამბული, თურქეთი

ტელ: 90 216 564 80 00

მწარმოებელი ქარხანა

ილკო ილაკ სან. ვე ტიკ. ა.ს. (İLKO İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş) 3. ორგანიზაცია სანაიი ბოლგესი

კუდუსი კად. 23. სოკ. # 1, სელჩუკლუ /კონია, თურქეთი

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები