დეკარისი 50მგ #2ტ

945
მარაგშია
4.49 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიჰელმინთური პრეპარატები ჯენერიკიLevamisolum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
4.49 
დეკარისი 50მგ
(Decaris)




შემადგენლობა: პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 50 მგ ლევამიზოლს.
დამხმარე ნივთიერება: Ariavit Sunset ყვითელი, მაგნიუმის სტეარატი, გარგარის არომატი, ტალკი, პოვიდონი, საქარინი, სიმინდის სახამებელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე ლაქტაციის პერიოდში, ხოლო ორსულობისას პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობისას ექიმის რეკომენდაციით.
დეკარისისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს დეკარისის მოქმედების ცვლილებას.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. მისი მიღება მიზანშეწონილია ჭამის შემდეგ მცირეოდენი წყლის მიყოლებით საღამოს.
პრეპარატი მიიღება შემდეგი სქემის მიხედვით, თუკი იგი არ არის დანიშნული ექიმის მიერ:
10 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში დეკარისი-50 მიიღება ნახევარი ტაბლეტის ოდენობით;
10-დან 20 კგ სხეულის წონის პაციენტებში – ერთი ან ნახევარი ტაბლეტი;
20-დან 30 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში – ერთი ან ერთნახევარი ტაბლეტის ოდენობით;
30-დან 40 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში - ერთნახევარი ან 2 ტაბლეტი.
მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
საფაღარათო სამკურნალო საშუალებების ან სპეციალური დიეტის დაცვა არ არის საჭირო. ჭიების გამოსადევნად საკმარისია ერთი ტაბლეტი. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

სიფრთხილეა საჭირო: პრეპარატის მიღებამდე ან მის შემდეგ 24 სთ-ის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სპირტიანი სასმელის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღების შემდეგ აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მუცლის მიდამოში ტკივილი, ფაღარათი, თავის ტკივილი.
პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თუკი აღინიშნება თავის ტკივილი, კიდურების სისუსტე, დაღლილობა ან მეხსიერების დარღვევა, ამის შესახებ უნდა შევატყობინოთ ექიმს.
იშვიათად აღინიშნება უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რითმის გახშირება, კრუნჩხვები.

შენახვის პირობები: ინახება 15-30ºC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან, სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 5 წელი
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი 50 მგ

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი