ბიმი-ნაკრები ბოქსი1+2+3

94200
-50%
მარაგშია
68.45 
34.22 
დანაზოგი: 34.23 ₾ (50%)
+
  • ჩვენი უპირატესობები
    • უფასო მიწოდება 80 ლარიდან
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — მიკითხვა
68.45 
34.22 
დანაზოგი: 34.23 ₾ (50%)

დასაბანი გელი

ასუფთავებს კანს და ამარაგებს უჯრედებს ჟანგბადით. შლის ფორებში ცხიმსა და ჭუჭყს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი და შავი წერტილები. სახის გაღიზიანებისა და გამოშრობის გარაშე უზრუნველყოფს კანის ნაზ ექსფოლიაციას და გაწმენდას. მასში შემავალი პრობიოტიკები ხელს უწყობენ კანიდან ტოქსინების გამოდევნას, უნარჩუნებენ მას დაბალ მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ამცირებენ ბაქტერიების გამრავლების პროცესს. გელის გამოყენება ზრდის შემდგომი სამკურნალო პროდუქტების ეფექტურობას. რეკომენდირებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.

გამოყენების წესი: გამოიყენეთ დილით და საღამოს. დაიტანეთ გელის მცირე რაოდენობა ნამიან კანზე და ნაზად გადაინაწილეთ სახეზე. კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

აკნეს საწინააღმდეგო კრემი

ატენიანებს და აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს. სწრაფად და ეფექტურად ამცირებს კანზე ანთებით პროცესებს და ასუფთავებს ცხიმოვან ფორებს. ყოველდღიური გამოყენების შედეგად კანი ხდება ჯანსაღი, გლუვი და ერთგვაროვანი ფერის. მასში შემავალი პრობიოტიკები აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას და აძლიერებს მის მიკრობიომს ინფექციების მიმართ.

გამოყენების წესი: დაიტანეთ დასაბანი გელის შემდგომ გაწმენდილ, მშრალ სახეზე, წრიული მოძრაობებით.

დამფარავი კორექტორი მატირების ეფექტით

ორმაგი ეფექტის ლოკალური აკნეს საწინააღმდეგო დამფარავი კორექტორი, აშრობს, აშორებს და ნიღბავს გამონაყარს. მასში შემავალი პრობიოტიკები აღწევენ ღრმად ფორებში, სადაც იწყება აკნეს ფორმირება და მოქმედებენ მის გამომწვევ ბაქტერიაზე.

გამოყენების წესი: კანის პრობლემურ ადგილას გამოიყენეთ კორექტორის თხელი ფენა და თანაბრად გადაინაწილეთ. სახის დაბანვის შემდეგ გამოიყენეთ რამოდენიმეჯერ დღის განმავლობაში.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში „ავერსი–ფარმა“. დამზადებულია ბულგარეთში.

 

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები