კლარიტინი 10მგ#20ტ(თურქ)

96785
მარაგშია
5.75 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიH 1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები ჯენერიკიLoratadine გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
5.75 

კლარიტინიR   10 მგ ტაბლეტი

მიიღება ორალური (პირის)გზით.

  • მოქმედი ნივთიერება: ლორატადინი
  • თითოეული ტაბლეტი 10 მგ ლორატადინს შეიცავს.
  • დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (მსხვილფეხა რქოსანის), სიმინდის სახამამებელი და მაგნიუმის სტეარატი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე  გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის/თქვენი შვილისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად  თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა  საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის  გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ.  თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა  მაღალი ანდა  დაბალიდოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება კლარიტინი?
  2. კლარიტინის გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება კლარიტინი?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. კლარიტინის  შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება კლარიტინი

კლარიტინი, თეთრი-მოთეთრო ფერის, ერთ ზედაპირზე ,,10’’ გრავირების და მეორე ზედაპირზე გრავირების გარეშე, ოვალური ფორმის, დაყოფის ხაზის მქონე ტაბლეტებია.

კლარიტინის მოქმედი ნივთიერებაა ლორატადინი, რომელიც ,,ანტიჰისტამინების’’ სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის.

კლარიტინი, ნებისმიერი სახის ალერგიის დროს სხეულის მიერ წარმოებული ,,ჰისტამინის’’ სახელით ცნობილი ნივთიერების ეფექტის შეჩერებით ალერგიის ნიშნების გამოვლენას ამცირებს. კლარიტინის გამოყენება ნაჩვენებია: ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიის, სეზონური და ქრონიკული(პერინეალური) ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობის დროს. კლარიტინი, ურტიკარიის (ჭინჭრის ციების) სახელით ცნობილი მდგომარეობისას გამოვლენილი სიმპტომების (ქავილი და სიწითლე)  სამკრუნალოდაც გამოიყენება.

კლარიტინის ეფექტი მთელი დღე გრძელდება და  დღის ნორმალურ აქტივობასა და ძილის რეჟიმზეც დადებითად მოქმედებს.

თუ, თავს უფრო კარგად იგრძნობთ ანდა  უფრო ცუდად იგრძნობთ, აუცილებლად ექიმს გაესაუბრეთ.

2.  კლარიტინის გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

კლარიტინი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

  • თუ, ლორატიდინის ანდა  წამლის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია(მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ,
  • თუ, ორსულად ხართ ანდა  მეძუძური ხართ.

კლარიტინი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

კლარიტინის მიღებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა  ექთანს გაესაუბრეთ.

  • თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ,
  • თუ, ალერგიის გამო რაიმე სახის კანის სინჯი უნდა გაგიკეთდეთ.

კლარიტინი, ამ სინჯების გაკეთებამდე ორი დღის განმავლობაში არ უდნა მიიღოთ, რადგან აღნიშნულმა შეიძლება სინჯის შედეგებზე ზემოქმედება მოახდინოს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან  ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში  ანდა  ამჟამად თქვენთან  ვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

კლარიტინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

კლარიტინის  გამოყენება შესახლებელია კვებამდე (მშიერზე)  ანდა  კვების  შემდეგ (მაძღარზე) .

კლარიტინის მიერ ალკოჰოლური სასმელების ეფექტის გაძლიერება არ გამოვლენილა.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართეთ.

სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს სასურველია ლორატადინის მიღებისგან თავი შეიკავოთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა  ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა  ორსულობას გეგმავთ, წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა  ფარმაცევტს  მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ბავშვს ძუძუს აწოვებთ, კლარიტინი არ გამოიყენოთ. ლორატადინი დედის რძეში გადადის.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

რეკომენდირებულ დოზებში, კლარიტინის მოქმედებით ძილიანობა და  ყურადღების უნარის შემცირება არ არის მოსალოდნელი, თუმცა  ძალიან იშვიათად, ზოგიერთ ავადმყოფში, შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, რომელიც გავლენას ახდენს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე. 

კლარიტინის  შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

კლარიტინი, ლაქტოზას  შეიცავს. თუ ექიმის მიერ  მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ტოლერანტობა (ამტანობა) არ გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ფსიქომოტორული მდგომარეობის გამოკვლევისას, კლარიტინის ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას, ალკოჰოლის ეფექტის გაძლიერება არ დაფიქსირდა. 

მსუბუქი-საშუალო ხარისხის დეპრესიის დროს დამხმარე მკურნალობის სახით გამოყენებულმა მცენარეულმა პრეპარატმა, წმინდა ჯონსის ვორტმა  ლორატადინის შეწოვის მაჩევენებელი შეიძლება შეცვალოს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ, კლარიტინით მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

  • ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი),
  • კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატი),
  • ციმეტიდინი (კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი პრეპარატი).

ამ წამლებმა, ლორატადინის დონის გაზრდით არასასურველი მოვლენების მატება  შეიძლება განაპირობოს.

ღვიძლში,წამლის მეტაბოლიზმის მარეგულირებელ ზოგიერთ ფერმენტის ფუნქციაზე მოქმედ წამლებთან ერთად  მიღებისას, სიფრთხილეა საჭირო.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა   ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორგამოიყენებაკლარიტინი?

სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:

კლარიტინი, ყოველთვის წამლის ინტრუქციაში მოცემული დოზის შესაბამისად და  ან ექიმის, ექთნის ანდა  ფარმაცევტის  მიერ მითითებული ფორმით მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა  ექთანს მიმართეთ.

ტაბლეტებზე  არსებული დაყოფის ხაზი გამიზნულია არა ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად დაყოფისთვის, არამედ ტაბლეტის ადვილად გატეხვისთვის და გადაყლაპვის გაადვილებისთვის.

რამდენი ტაბლეტი უნდა იქნა გამოყენებული?

ასაკი

რამდენი უნდა მიიღოთ?

რა სიხშირით უნდა მიიღოთ?

6 წლის და მეტი და 30 კგ და მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის

1 ტაბლეტი

დღეში ერთხელ

თუ, ღვიძლის სერიოზული პრობლემები გაქვთ, ექიმმა  ანდა  ფარმაცევტმა შეიძლება რეკომენდირებული დოზის დღეჩაგდებთ მიღება გთხოვოთ. თუ, ასეთი მდგომარეობა თქვენთან აღინიშნება, ექიმის მითითებები შეასრულეთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

მიიღება მხოლოდ პირის(ორალური) გზით. მიიღება მშიერზე ანდა  კვების შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში  გამოყენება:

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ წამლის სწორი დოზის მიღებაში, ბავშვის სხეულის წონა უნდა იცოდეთ. მაგ .9 წლის ასაკის ბავშვის წონა 30 კგ-ია. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ბავშვი აწონეთ და შემდეგ ცხრილში მოცემული მითითებები გაითვალსიწინეთ.

30 კგ-ზე ნაკლების ხეულის წონის ანდა  6 წლამდე ასაკის ბავშვებში კლარიტინი არ გამოიყენოთ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში კლარიტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის განსაზღვრული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანაზმულებში დოზის რეგულაციას არ საჭიროებს. თუმცა, ხანდაზმულობის ასაკის, თირკმლების ანდა  ღვიძლის ფუნქციების დარღვევის სიხშირის მატების, თანმხლები დაავადებების ანდა  სხვა მკურნალობების გამო დოზის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა /  ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.  ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს კლარიტინი სიფრთხილით ინიშნება.

თუ ფიქრობთ, რომ კლარიტინის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა  სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს.

თუ, კლარიტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, კლარიტინის საჭირო დოზაზე მეტი დოზა  მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს. რაიმე სახის სერიოზული პრობლემა ამ დროს მოსალოდნელი არ არის, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი და ძილიანობა ანდა  გულის ცემის სიხშირის მატება.

თუ, კლარიტინის საჭირო დოზაზე მეტი დოზა  მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს.

თუ, კლარიტინის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, კლარიტინის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, წამალი მიიღეთ, შემდეგი დოზა როგორც ყოველთვის, ჩვეულ დროზე მიიღეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში, თქვენს ექიმს, ფარმცევტს ანდა  ექთანს მიმართეთ.

კლარიტინით მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:

რაიმე სახის ეფექტი არ დაფიქსირებულა.

4.  რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, კლარიტინში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

მოზარდებსა და ზრდასრულებში, ცხვირის ალერგიული გამონადენის (ალერგიული რინიტი) და განმეორებით გამოვლენილი, უცნობი ეტიოლოგიის(მიზეზის) მქონე ურტიკარიის (ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია)დროს კლარიტინის ჩვენებით გამოყენებისას კვლევა ჩატარდა და ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები იყო: ძილიანობა, თავის ტკივილი, მადის მომატება, გასტრიტი (კუჭის ანთება) და უძილობა.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში მოხსენებული გვერდითი ეფექტები სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან, მაგრამ  100 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან  შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება,  მაგრამ 10.000- დან  >1 ავადმყოფიდან ვლინდება.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, კლარიტინის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ ანდა  თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის  განყოფილებას მიმართეთ:

  • ძლიერი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ენის და /ანდა  ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), სუნთქვის გაძნელება, სახეზე ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიოედემა), გულსიცემის ცემის გახშირებით და ოფლიანობით მიმდინარე  თავის ტკივლი.

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული  გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კლარიტინის მიმართა ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა  საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ლორატადინის ბაზარზე ყოფნის პერიოდში, ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათი:

  • თავბრუსხვევა,
  • გულყრები,
  • აჩქარებული ანდა  არარეგულარული გულის ცემა,
  • გულის ფრიალი,
  • გულისრევა,
  • პირის სიმშრალე,
  • კუჭის არეში დირსკომფორტი,
  • ღვიძლის პრობლემები,
  • თმის ცვენა,
  • გამონაყარი,
  • დაღლილობა.

უცნობი:

  • წონის მომატება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს  ანდა  ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა  არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  ანდა  ფარმაცევტს.  ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით ანდა  დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

5. კლარიტინის  შენახვა

კლარიტინი, ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ  <300 C  ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის  შემდეგ კლარიტინი არ გამოიყენოთ.

,,გამოყენების ბოლო ვადა:’’ წარწერის შემდეგ დაწერილი  ციფრი თვეს აღნიშნავს და იმ თვის ბოლო დღე არის გამოყენების ბოლო ვადა.

თუ, ტაბლეტზე გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის ცვლილებას შენიშნავთ, ეს წამალი არ გამოიყენოთ.

ვადა გადასული  ანდა  გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ბაიაერ თურქ ქიმია სან

ფათიჰ სუილთან მეჰმეთის დასახლ.ბალკანის ქ. N:53.

34770    უმრანიე/სტამბული

ლევენთი, შიშლი-სტამბული

ტელ: 0216 528 36 00

ფაქსი: 0216 645 39 50

წარმოების ადგილი: 

ს.ს. სანოფი ილაჩ სან ვე თიჯ

ლულებურგაზი/ქირქლარელი

 

 

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები