კსივოზანი 5მგ #30ტ

94813
მარაგშია
11.67 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიH 1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები ჯენერიკიLevocetirizinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
11.67 

კსივოზანი

Ksivozan

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევოცეტირიზინი (levocetirizine).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  სისტემური მოქმედების ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები; მეორე თაობის პრეპარატები.

გამოყენება 

კსივოზანი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

ის მიეკუთვნება ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება შემდეგი დაავადებების სიმპტომების მკურნალობისთვის:

- ალერგიული რინიტი (ქრონიკული ალერგიული რინიტის ჩათვლით);

- ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება, სიწითლე და წვა).

თუ პაციენტი პრეპარატის გამოყენებისას 3 დღის შემდეგ არ იგრძნობს  უკეთესად, ან 

უარესად იგრძნობს თავს, უნდა მიმართოს ექიმს.

უკუჩვენებები

კსივოზანის მიღება უკუნაჩვენებია:

- თუ ხართ ალერგიული ლევოცეტირიზინი დიჰიდროქლორიდის, სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ

 შემადგენლობა);

- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაზიანება (თირკმელების მძიმე უკმარისობა და კრეატინინის 

კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

შარდის ბუშტის დაცლის პრობლემის დროს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ზურგის ტვინის დაზიანების ან  პროსტატის გადიდების გამო, პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. 

ბავშვები და მოზარდები

კსივოზანი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგანაც გარსით

დაფარული ტაბლეტები არ იძლევა დოზის კორექციის საშუალებას.

სხვა მედიკამენტები და კსივოზანი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან

შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

კსივოზანი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთანერთად

დაიცავით სიფრთხილე კსივოზანთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში. 

მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ზემოქმედება

მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა რაცემული ცეტირიზინის კვლევებმა არ აჩვენა ალკოჰოლის გაძლიერებული ეფექტი.  

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ცოტაოდენი  წყლის დაყოლებით, საკვები არ მოქმედებს მის მიღებაზე. საკვები არ მოქმედებს ლევოციტირიზინის აბსორბციის ხარისხზე, 

თუმცა აბსორბციის სიჩქარე ოდნავ ნელდება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ

ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე  რჩევისათვის მიმართეთ თქვენს  ექიმს ან

ფარმაცევტს.

მანქანის მართვა და მექანიზმებთანმუშაობა

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობს კსივოზანს, შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია. თუ აპირებთ მანქანის მართვას, პოტენციურად

 სახიფათო საქმიანობით დაკავებას ან მექანიზმებთან მუშაობას, რეკომენდებულია, 

დაელოდოთ, რათა დაადგინოთ სამკურნალო საშუალებაზე თქვენი რეაგირება. ჯანმრთელ 

პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი 

რეკომენდებული დოზებით არ ახდენს გავლენას სიფხიზლეზე, რეაქციებზე და მანქანის 

მართვის უნარზე.

კსივოზანიდამხმარენივთიერებისსახით შეიცავს ლაქტოზას  

იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული 

პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

 მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც რეკომენდებულია ანოტაციაში ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.  

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა გარსით 

დაფარული 5 მგ-იანი 1 ტაბლეტი დღეში.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის 

შემცირება თირკმლის დაავადების სიმძიმის შესაბამისად.  

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.  

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა შეიძლება მიიღონ უფრო დაბალი დოზა  თირკმლის დაავადების სიმძიმის შესაბამისად.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია

საჭირო არ არის.  

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა გარსით დაფარული 5 მგ-იანი  1  ტაბლეტი დღეში.

კსივოზანი არ  არის გამიზნული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

გამოყენების მეთოდი: ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობით 

წყალთან ერთად, შეიძლება მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ჭარბი დოზა

მოზრდილებში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. 

ბავშვებში შეიძლება განვითარდეს აგზნება და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან 

უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღება ან მიიღეთ დანიშნულზე ნაკლები დოზა,  არ

მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ 

დროს.

თუ შეწყვიტეთ კსივოზანის მიღება

თუ გათვალისწინებულზე ადრე შეწყვეტთ ლევოცეტირიზინით მკურნალობას, ამან არ უნდა 

გამოიწვიოს რაიმე გვერდითი მოვლენები, გარდა იმისა, რომ დაავადების სიმპტომები 

შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და პროგრესირდეს, ამასთან, ეს სიმპტომები არ იქნება უფრო მძიმე, ვიდრე მკურნალობამდე იყო.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაიმე დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში,  მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი 

მოვლენები, თუმცა შესაძლოა ყველას არ განუვითარდეს.  

წამლისმიერი გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება მათი სიხშირის მიხედვით და 

განისაზღვრება, როგორც:

- ძალიან ხშირი: შეიძლება განუვუთარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს;

- ხშირი: შეიძლება განუვუთარდეს 10 ადამიანიდან 1-მდე;

- არახშირი: შეიძლება განუვუთარდეს 100-ადამიანიდან 1-მდე;

- იშვიათი: შეიძლება განუვუთარდეს 1,000-ადამიანიდან 1-მდე;

- ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვუთარდეს 10,000-ადამიანიდან 1-მდე;

- ცნობილი არ არის (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

კსივოზანის ტაბლეტებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები უმეტესწილად

მსუბუქიდან ზომიერამდეა, და მოიცავს შემდეგს: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი,

დაღლილობა და ძილიანობა. 

არახშირი გვერდითი მოვლენებია გადაღლილობა და მუცლის ტკივილი. 

ასევე დაფიქსირებულია სხვა გვერდითი მოვლენები, მაგალითად: გულის ფრიალი,  გულის წასვლა, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, გემოვნების 

ცვლილების შეგრძნება, ვერტიგო, მოძრაობის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, 

მხედველობის დაბინდვა, შარდვისას ტკივილი ან მისი გაძნელება, შარდის ბუშტის

სრულად დაცლის უუნარობა, შეშუპება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ქოშინი, წონის მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული ან გადაჭარბებულად აგზნებული ქცევა, 

ჰეპატიტი, ღვიძლის ფუქციების პათოლოგია, მადის მომატება, გულისრევა.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველივე გამოჩენისთანავე შეწყვიტეთ კსივოზანის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები მოიცავს შემდეგს: პირის, 

სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გულმკერდში შებოჭილობა 

ან ხიხინი,  თივის ცხელება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი ან შოკი, და შეიძლება იყოს ფატალური.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან 

ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენას, მათ შორის იმ მოვლენებსა, რომელიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ: „ბულგარეთის წამლების სააგენტოს“,

დამიანე გრუევის ქ. #8 , 1303 სოფია. ტელ: +359 28903417, ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

შენახვის წესი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც 

მითითებულია მუყაოს პაკეტზე. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება

მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც აღარ იყენებთ. მოცემული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა 

აქტიური ნივთიერებაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი 

შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარენივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზა, 

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, ჰიპრომელოზა (E464), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, კაპრილის კაპრიკული 

ტრიგლიცერიდები, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი.

აღწერილობა და შეფუთვა

თეთრიდან თითქმის თეთრამდე ფერის, ოვალური აპკით შემოგარსული ტაბლეტები 

ზომით 9.8 მმ x 4.9 მმ.

ბლისტერის შეფუთვა შეიცავს 10 ტაბლეტს.

1, 2 ან 3 ბლისტერი x 10 აპკით დაფარული ტაბლეტი შეფუთვის ბროშურასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გამოშვების ფორმა

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10.

გაცემის რეჟიმი

II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით).

მწარმოებელი

ADIPHARM LTD,  ბულგარეთი.

მსგავსი პროდუქტები