ნევროქსინ ფორტე 3მლ #3ა ი/მ

49690
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგლუკოკორტიკოსტეროიდები ჯენერიკიDiclofenacum+Bethamethasonum+Vit.B1+B6 გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ნევროქსინ ფორტე

შემადგენლობა

თითო ამპულა I შეიცავს:

თიამინის ჰიდროქლორიდი 100მგ;

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ;

ციანოკობალამინი 10 მგ.

შემავსებლები საჭირო რაოდენობით 3 მლ.

თითო ამპულა II შეიცავს:

დიკლოფენაკ ნატრიუმი 75 მგ;

ბეტამეტაზონი (ნატრიუმის ფოსფატი) 2 მგ.

შემავსებლები საჭირო რაოდენობით 3 მლ.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდების შემცველი კომბინირებული  საშუალება.

თერაპიული მოქმედებაანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, რევმატიზმის საწინააღმდეგო.

დოზირება და მიღების მეთოდი

მედიკამენტი კეთდება მხოლოდ კუნთში ღრმად და უნდა მომზადდეს ორივე ამპულის ერთმანეთში შერევით. კეთდება დღეში ერთჯერ ექიმის შეხედულებისამებრ.

არასასურველი რეაქციები

იშვიათად შესაძლებელია პაციენტს გამოუვლინდეს ტკივილი და/ან გამკვრივება ინექციის ადგილზე, აბსცესი და ნეკროზი ზრდასრულ დიაბეტიან პირებში.

გასტროინტესტინალური დარღვევები (გულის რევა, ფაღარათი). ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ჭინჭრის ციება, ეგზემა და გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი აქტიური ინგრედიენტის მიმართ.

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ჩამოყალიბების სტადიაში. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა. ისევე როგორც ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების შემთხვევაში დიკლოფენაკ ნატრიუმი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ ასთმური შეტევები, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი ასპირინის ან სხვა პროსტაგლანდინ სინთეტაზას ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ.

აქტიური ტუბერკულოზი, გულის არაკომპენსირებადი უკმარისობა, სისტემური მიკოზი, სისხლის მწვავე მაღალი წნევა, ორსულობა, ლაქტაცია.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, კუჭ-ნაწლავის წყლული ანამნეზში, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ღვიძლის შეზღუდული ფუნქცია, პრეპარატი ინიშნება მკაცრი ჩვენებისა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. იმის გათვალისწინებით, რომ პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თირკმლის ირიგაციაში, აღნიშნული პროდუქტი დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ისეთ პაციენტებში, რომელთც აღენიშნებათ გულის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ასევე იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს ან გადატანილი აქვთ ქირურგიული ოპერაციები. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი ღებულობს ნევროქსინ ფორტეს და უვითარდება პეპტიური წყული ან გასტროინესტინური სისხლდენა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ხანდაზმულ პირებში პრეპარატი ზოგადი სამედიცინო პრინციპეპიდან გამომდინარე, უნდა დაინიშნოს სიფრთხილით. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ისევე, როგორც სხვა ძლიერმოქმედი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების შემთხვევაში, პრევენციული თვალსაზრისით, საჭიროა სისხლის ანალიზის, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი. პაციენტებმა, რომელთაც აწუხებთ თავბრუსხვევა ან სხვა სახის ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები არ უნდა მართონ მანქანა და სხვა სახის მექანიზმები. ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია აღინიშნოს სტეროიდული მკურნლობის ეფექტი, რაც სპონტანურად ქრება დოზის ეტაპობრივად შემცირებისას.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

ნევროქსინ ფორტეს და ლითიუმის ან დიგოქსინის ფუძის პრეპარატების ერთობლივად გამოყენებისას შესაძლებელია, გაიზარდოს მისი პლაზმური დონე. ჯერ-ჯერობით ჭარბი დოზირების კლინიკური ნიშნები არ არის დადგენილი. ანთების საწინააღმდეგო რამდენიმე არასტეროიდულმა მედიკამენტმა შესაძლებელია შეაფერხოს კალიუმის შემნახველი დიურეტიკების ეფექტი. შესაბამისად უნდა შემოწმდეს შრატის კალიუმის დონე. სხვადასხვა სისტემური ანტირევმატული მედიკამენტების ერთობლივად გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს გვერდითი ეფექტები. კლინიკური კველევების მიხედვით ნევროქსინ ფორტე არ მოქმედებს სისხლის შედედებაზე, თუმცა თავდაცვის თვალსაზრისით სასურველია, შემოწმდეს მიღწეულია თუ არა სისხლის შედედების სასურველი ეფექტი ნევროქსინ ფორტეს და სისხლის შედედებაზე მოქმედი საშუალებების ერთობლივად გამოყენებისას. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული მედიკამენტების შემთხვევაში, დიკლოფენაკ ნატრიუმმა, დიდი დოზით (200 მგ) მიღებისას შესაძლებელია დროებით შეაფერხოს თრომბოციტების აგრეგაცია. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ნევროქსინ ფორტეს მიღება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად ისე, რომ იგი გავლენას არ ახდენს კლინიკურ ეფექტზე.

სიფრთხილეა საჭირო ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების გამოყენებისას მეტოტრექსატის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 სთ-ის განმავლობაში, რადგან შესაძლებელია გაიზარდოს მეტოტრექსატის დონე სისხლში და ტოქსიკურობა.

ჭარბი დოზა

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტებით მწვავე ტოქსიკოზის მკურნალობა მოიცავს ძირითადად დამხმარე და სიმპტომურ ზომებს. ნევროქსინ ფორტეს ჭარბი დოზირების ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: დამხმარე და სიმპტომური ზომები გართულებების ასაცილებლად, როგორიცაა ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, პაროქსიზმი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და სუნთქვის შესუსტება. სპეციფიკური მკურნალობა, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი ან ჰემოპერფუზია სავარაუდოდ, გავლენას ვერ ახდენს არასტეროიდული ანტირევმატული მედიკამენტების ელიმინაციაზე პროტეინის ფიქსაციის და ექსტენსიური მეტაბოლიზმის გამო.

გამოყენება

შეფუთვაში მოთავსებულია I და II ამპულის 3 და 5 წყვილი.

მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეცეპტით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ, დაუშვებელია პრეპარატის დამატებით გამოყენება ექიმის რეცეპტის გარეშე.

შეინახეთ ქარხნულ შეფუთვაში 15-25°C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

შეინახეთ ეს და ყველა პრეპარატები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი კომპანია:  TRB Pharma.

მწარმოებელი ქვეყანა: არგენტინა.

გამოშვების ფორმა

3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი I ამპულა №3 და 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი  II ამპულა №3

გაცემის რეჟიმი

 II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით).

 

მსგავსი პროდუქტები