მიგ 400 #10ტ
მიგ 400
MIG 400
MIG 400
საერთაშორისო დასახელება - ibuprofen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10, 20, 30 და 50ც შემოგარსული ტაბლეტი
აქტიური ნივთიერება – იბუპროფენი.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ იბუპროფენს.
სხვა ინგრედიენტები:
ტაბლეტის ბირთვი
კარტოფილის სახამებელი (ევრ.ფარმ.), მაღალდისპერსული სილიციუმის ორჟანგი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპის) (ევრ. ფარმ.), მაგნიუმის სტეარატი (ევრ.ფარმ.) [მცენარეული].
გარსი
ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, პოვიდონი K 30, ტიტანის ორჟანგი (E 171).
მიგ® 400, შემოგარსული ტაბლეტების არ შეიცავს ლაქტოზას. შესაბამისად, ის დასაშვებია პაციენტებისათვის ლაქტოზის აუტანლობით.
ჩვენებები
მიგ® 400 წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი/ანალგეტიკი) სიცხის დამწევი მოქმედებით.
მიგ ® 400 გამოიყენება
- მსუბუქიდან ზომიერი სიმძიმის ტკივილის დროს
- ცხელებისას
მიღების წესები და დოზები
წონა(ასაკი) | ერთჯერადი დოზა (ტაბლეტების რაოდენობა) |
მაქს. საერთო დღიური დოზა (ტაბლეტების რაოდენობა) |
ტკივილებისა და ცხელების დროს | ||
20 – 29 კგ 6-9 წ. | ½ შემოგარსული ტაბლეტი (შეესაბამება 200 მგ იბუპროფენს) |
1½ შემოგარსული ტაბლეტი (შეესაბამება 600 მგ იბუპროფენს) |
30 – 39 კგ 10-12 წ. | ½ შემოგარსული ტაბლეტი (შეესაბამება 200 მგ იბუპროფენს) |
2 შემოგარსული ტაბლეტი (შეესაბამება 800 მგ იბუპროფენს) |
> 40კგ (ბავშვები და |
½ - 1 შემოგარსული ტაბლეტი (შეესაბამება 200 - 400 მგ იბუპროფენს) |
3 შემოგარსული ტაბლეტი (შეესაბამება 1200 მგ იბუპროფენს) |
მიღების წესი
მაქსიმალური ერთჯერადი დოზის მიღების შემთხვევაში, საჭიროა მინიმუმ 6 საათი დაცდა შემდეგი დოზის მიღებამდე
. ხანდაზმული ავადმყოფები და პაციენტები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ცნობილი წყლულოვანი დაავადებით:
პაციენტთა ამ ჯგუფმა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით.
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა:
ავადმყოფებისათვის თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქიდან საშუალომდე შეზღუდვით დოზის შემცირება საჭირო არ არის.
მითითება ტაბლეტების გაყოფის შესახებ:
ტაბლეტი დაიჭირეთ ორივე ხელის საჩვენებელი და დიდი თითებით ნაზოლით ქვევით და, ნაზოლის გასწვრის დიდი თითების დაწოლით გატეხეთ ტაბლეტი.
გამოყენების ხანგრძლივობა
მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისათვის.
პრეპარატის გამოყენება ოთხ დღეზე ხანგრძლივად ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.
მიმართეთ ექიმს თუ გგონიათ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
გამოყენების წესი
მიგ® 400-ის შემოგარსული ტაბლეტები მიიღეთ დაუღეჭავად, დიდი რაოდენობა სითხის მიყოლებით (მაგალითად ერთი ჭიქა წყალი), არამშიერ კუჭზე. თუ მგრძნობიარე კუჭი გაქვთ, მიგ ® 400 მგ-ის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მიგ® 400 მგ-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. თუ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლინება, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგი მკურნალობის შესახებ.
გვერდითი მოვლენების შეფასების საფუძველს სიხშირის შემდეგი კრიტერიუმები წარმოადგენს:
ძალიან ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე მეტი.
ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, თუმცა 100 პაციენტიდან 1-ზე მეტი.
ზოგჯერ: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, თუმცა 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტი.
იშვიათად: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, თუმცა 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტი.
ძალიან იშვიათად: 10000 პაციენტიდან 1 ან 1-ზე ნაკლები ან შემთხვევები
უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
შემდეგი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი შეიცავს ყველა გვერდით მოქმედებას, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ იბუპროფენით მკურნალობისას, მ.შ. როდესაც ჩატარდა მკურნალობა მაღალი დოზებით რევმატიზმით დაავადებულ პაციენტებში. დადგენილი სიხშირე თითქმის ძალიან იშვიათ შემთხვევებამდე განეკუთვნება ხანმოკლე მკურნალობას ან დღიური დოზის მიღებას მაქს. 1200 მგ-მდე იბუპროფენი პერორალური წამლის ფორმისათვის (=3 ტაბლეტი) და მაქს. 1800 მგ-მდე სუპოზიტორიებისათვის.
მედიკამენტების მიღების შემდეგ უარყოფით მოვლენებთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი დოზირებისა და პაციენტების ინდივიდუალური თავისებურებანის შესაბამისად ვარირებენ.
ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლულები), პერფორაციები ან სისხლდენები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პრეპარატის გამოყენების შემდეგ არსებობს გულისრევის, ღებინების, ფაღარათის, მეტეორიზმის, შეკრულობის, საჭმლის მონელების დარღვევის, მუცელში ტკივილის, ცვილისებრი განავალის, სისხლიანი პირღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავების შესახებ მონაცემები. Nნაკლები სიხშირით აღინიშნებოდა კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება(გასტრიტი).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია შეშუპების, არტერიული წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევები.
მიგ® 400 მგ ტიპის სამკურნალო პრეპარატებს, შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეთ გულის შეტევების (“გულის ინფარქტი”) ან ინსულტების განვითარების მომატებულ რისკთან.
გულის დაავადებები
ძალიან იშვიათად: გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა), მიოკარდიუმის ინფარქტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათად: სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი).
პირველი ნიშნები შეიძლება იყოს: ცხელება, ტკივილი ყელში, ეროზიები პირის ღრუში, გრიპოზული სიმპტომები, ძლიერი დათრგუნვა, ცხვირიდან სისხლდენა, კანიდან სისხლდენები.
ამ შემთხვევებში აუცილებელია სასწრაფოდ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებით დაუშვებელია.
ნერვული სისტემის დაავადებები
ზოგჯერ, მაღალი დოზირების დროს ხშირად: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუ, უძილობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, დაღლილობა.
თვალების დაავადებები
ზოგჯერ: მხედველობის დარღვევა.
ყურისა და შიდა ყურის ლაბირინთის დაავადებები
ძალიან იშვიათად: ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დარღვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
ძალიან იშვიათად: კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები, როგორიცაა: გულძმარვა, ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ფაღარათი, შეკრულობა და კუჭ-ნაწლავიდან უმნიშვნელო სისხლდნები, რომლებმაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
ხშირად: კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები (პეპტიური წყლულები), ზოგიერთ შემთხვევებში სისხლდენებითა და პერფორაციებით, პირის ლორწოვანი გარსის ანთება წყლულებით (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება.
ძალიან იშვიათად: საყლაპავი მილისა (ეზოფაგიტი) და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტი) ანთება, წვრილ და მსხვილ ნაწლავში შეხორცებითი შევიწროებების წარმოქმნა (ნაწლავის სტრიქტურები).
მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილების, სისხლიანი პირღებინების, სისხლიანი განავალის და/ან განავალის გაშავების დროს აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტირება.
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
ზოგჯერ: სითხის შეკავების გახშირება შეშუპების წარმოქმნით, განსაკუთრებით პაციენტებში ჰიპერტონიით ან თირკმლების შეზღუდული ფუნქციით: ნეფროზული სინდრომი (ორგანიზმში სითხის დაგროვება [შეშუპებები] და შარდთან ერთად ცილის მნიშვნელოვანი გამოყოფა); თირკმლების ანთებითი დაავადებები (ინტერსტიციალური ნეფრიტი), რომელსაც შეიძლება თან ახლდეს თირკმლების ფუნქციის მწვავე დარღვევა.
ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ქსოვილის დაზიანებები (თირკმლის დვრილების ნეკროზი) და სისხლში შარდმჟავას მომატებული კონცენტრაციები.
შარდის რაოდენობის შემცირება, ორგანიზმში სითხის დაგროვება (შეშუპება) და ზოგადი ცუდი განწყობილება შეიძლება თირკმლების დაავადებაზე მეტყველებდეს თირკმლების უკმარისობამდე.
აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას ან გამწვავებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ წამლის მიღება და მიმართოთ ექიმს.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები
ძალიან იშვიათად: კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა: კანზე გამონაყარი შეწითლებითა და ბუშტუკების წარმოქმნით (მაგალითად სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი). თმების ცვენა (გამელოტება).
გამონაკლის შემთხვევებში, ჩუთყვავილის და წითელი ქარის/შემომსალტველი ლიქენის დროს შესაძლებელია კანის მძიმე ინფექციები და რბილი ქსოვილების მხრივ გართულებების განვითარება (იხ. ასევე “ინფექციური პარაზიტული
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ძალიან იშვიათად: აღინიშნებოდა ინფექციური წარმოშობის ანთებითი პროცესების გამწვავება (მაგალითად, მანეკროზებელი ფასციტის განვითარება), რაც დაკავშირებული იყო გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (მათ შორის მიგ® 400 მგ) გამოყენებასთან. ინფექციის პირველი ნიშნების (მაგალითად, შეწითლება, შესიება, ცხელება, ტკივილი) გამოვლენისას ან მათი გამწვავებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. იბუპროფენის გამოყენებისას აღინიშნებოდა თავის ტვინის გარსების ანთების სიმპტომები (ასეპტიური მენინგიტი), როგორებიცაა: თავის ძლიერი ტკივილები, გულისრევა, ღებინება, ცხელება, კეფის კუნთების რიგიდულობა ან ცნობიერების დაბინდვა. მომატებული რისკი დამახასიათებელია სავარაუდოდ პაციენტებისათვის გარკვეული აუტოიმუნური დაავადებებით (დისკოიდური წითელი მგლურა, შერეული კოლაგენოზი).
სისხლძარღვების დაავადებები
ძალიან იშვიათად: სისხლის მომატებული წნევა (არტერიული ჰიპერტონია).
იმუნური სისტემის დაავადებები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები)
ზოგჯერ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია კანზე გამონაყარითა და ქავილით, ასევე ასთმური შეტევებით (ზოგიერთ შემთხვევაში არტერიული წნევის დაქვეითებით).
ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს და შეწყვიტოთ მიგ ® 400 მგ-ის მიღება.
ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი მძიმე რეაქციები. გამოვლინებების შესაძლო ფორმები: სახის, ენისა და ხორხის შესიება სასუნთქი გზების შევიწროებით, ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება სიცოცხლისათვის საშიშ შოკამდეც კი.
ამ სიმპტომთაგან ერთ-ერთის გამოვლენისას, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ ექიმს და შეწყვიტოთ მიგ® 400 მგ-ის მიღება.
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე ანთება (ჰეპატიტი).
ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ღვიძლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.
ფსიქიატრიული დაავადებები
ძალიან იშვიათად: ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია. გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან აფთიაქის ფარმაცევტს ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში.
უკუჩვენება
მიგ® 400-ის გამოყენება არ შეიძლება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- აქტიური ნივთიერება იბუპროფენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- წარსულში ალერგიული შეტევების არსებობა, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა რომელიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ, როგორიცაა:
• ასთმის შეტევები
• ცხვირის ლორწოვანის შესიება
• რეაქციები კანის მხრივ (გაწითლება, გამონაყარი და სხვ.)v - სისხლის წარმოქმნის გაურკვეველი ეტიოლოგიის დარღვევები;
- არსებული ან წარსულში მრავალჯერადად განმეორებული კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული) ან სისხლდენები (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის სულ მცირე ორი სხვადასხვა ეპიზოდი);
- არასტეროიდული ანტირევმატული/ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ან პერფორაცია;
- შინაგანი სისხლდენა თავის ტვინში (ცერებრული სისხლდენები) ან სხვა აქტიური სისხლდენები;
- ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- გულის მძიმე უკმარისობა;
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
ბავშვები:
მიგ 400 6 წლამდე ასაკის ან 20 კგ-მდე წონის ბავშვებში არ გამოიყენება, ვინაიდან არსებული დოზირება, როგორც წესი, მათთვის შესაფერისი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
თუ, მიგ® 400 მგ-ის გამოყენებისას დადასტურდა ორსულობა, უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს, ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრების განმავლობაში იბუპროფენის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში მიგ® 400 მგ-ის გამოყენება დაუშვებელია ნაყოფისა და დედის ორგანიზმში გართულებების განვითარების მომატებული რისკის გამო.
ლაქტაცია
აქტიური ნივთიერება იბუპროფენი და მისი დაშლის შესაბამისი პროდუქტები დედის რძეში მხოლოდ უმნიშვნელო კონცენტრაციებით გადადიან. ვინაიდან ჩვილისათვის უარყოფითი შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, იბუპროფენის ხანმოკლე გამოყენებისას, ძუძუთი კვების შეწყვეტას ადგენს ექიმი. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი ვადით ან მაღალი დოზირებით პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება მიზანშეწონილი აღმოჩნდეს ძუძუთი კვების ადრეული შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
გვერდითი მოვლენების შესამცირებლად სასურველია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენება მინიმალური ვადის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების გასაკონტროლებლად.
უსაფრთხოება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისათვის
მიგ ® 400-ის მიღება არ არის რეკომენდებული ერთდროულად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, ე.წ. ცოგ-2-ის (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები) ინჰიბიტორების ჩათვლით.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ, გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვითარდება, განსაკუთრებით შინაგანი სისხლდენა და კუჭისა და ნაწლავების პერფორაცა, რომლებიც გარკვეულ პირობებში შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულები განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებენ.
ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებისას აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების, წყლულებისა და პერფორაციების განვითარების შემთხვევები, მათ შორის ლეტალური გამოსავალით. ამ მოვლენებს ადგილი ჰქონდა წინასწარი გამაფრთხილებელი სიმპტომების გამოვლინებების ან ავადმყოფობის ისტორიაში თერაპიის ნებისმიერ მომენტში კუჭ-ნაწლავის მძიმე შემთხვევების გარეშე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულისა და პერფორაციის განვითარების რისკი მატულობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზების მომატებასთან ერთად, წყლულით დაავადებულ პაციენტებში, განსაკუთრებით სისხლდენით ან პერფორაციით გართულებების დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთი ავადმყოფების მკურნალობა რეკომენდებულია დაწყებულ იქნეს მინიმალური დოზირებით.
ასეთ პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ თანმხლებ თერაპიას აცეტილსალიცილის მჟავათი ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების საშიშროებას, შეიძლება ნაჩვენები იყოს კომბინაციური თერაპია კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი პრეპარატების გამოყენებით.
თუ ადრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, მაშინ აუცილებლად უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს მუცლის ღრუში ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის განვითარების შესახებ (უპირველეს ყოვლისა შინაგანი სისხლდენის სიმპტომების), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. განსაკუთრებული ყურადღება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ერთდროულად ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც წყლულის ან სისხლდენების წარმოქმნის საშიშროებას ზრდიან, მაგალითად, პერორალური კორტიკოსტეროიდები, ვარფარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, სეროტონინის უკუ-მიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, რომლებიც მათ შორის დეპრესიული მდგომარეობების სამკურნალოდ გამოიყენებიან, ან თრომბოციტების აგრეგაციის-აცეტილსალიცილის მჟავას ტიპის ინჰიბიტორები.
თუ მიგ® 400 -ით მკურნალობის დროს განვითარდა შინაგანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წყლული, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას, მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობის გამო პაციენტებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) სიფრთხილეა საჭირო.
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედება
მიგ® 400-ის ტიპის სამკურნალო პრეპარატებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ გულის შეტევების (“მიოკარდიუმის ინფარქტი”) ან ინსულტების განვითარების რისკის უმნიშვნელო მომატებასთან. ნებისმიერი რისკი მატულობს დოზის მომატებასთან ერთად ან პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას. რეკომენდებულ დოზირებას და მიღების ხანგრძლივობას ნუ გადააჭარბებთ (მაქსიმუმი 4 დღე).
გულის პრობლემების არსებობისას, გადატანილი ინსულტისას ან ამ დაავადებების განვითარების რისკის არსებობისას (მაგალითად, გამოვლენილი მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატება ან თუ პაციენტი თამბაქოს მწეველია), მკურნალობა განხილულ უნდა იქნას ექიმთან.
კანის რეაქციები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას იშვიათად აღინიშნებოდა კანის რეაქციები კანის გაწითლებითა და ბუშტუკების წარმოქნით, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი).
მსგავსი რეაქციების განვითარების ყველაზე დიდი რისკი არსებობს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ვინაიდან აღნიშნული რეაქციების შემთხვევათა უმრავლესობა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში ვითარდებოდა.
კანზე გამონაყარის, პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა გამოვლინებების განვითარების პირველი ნიშნებისას აუცილებელია შეწყვიტოთ მიგ® 400 -ის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
სხვა მითითებანი
- გარკვეული აუტოიმუნური დაავადებების დროს (სისტემური წითელი მგლურა ან შერეული კოლაგენოზი) მიგ 400-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ. ეს ნაკარნახევია თავის ტვინის გარსის არაინფექციური ანთების სიმპტომების განვითარების რისკით (ასეპტიური მენინგიტი).
განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა საჭიროა:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების ან ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) არსებობისას დაავადების ისტორიაში
- სისხლის მაღალი წნევისას ან გულის უკმარისობისას
- ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევისას
- უშუალოდ მძიმე ქირურგიული ჩარევების შემდეგ
- ალერგიების დროს (მაგალითად, კანის რეაქციები სხვა მედიკამენტებზე, ასთმა, თივის ციება), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შესიების ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს მათი შევიწროვებისას.
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი) ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა. მიგ® 400-ის მიღების შემდეგ, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველი ნიშნების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
იბუპროფენის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაბალდოზირებული აცეტილსალიცილის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა). ასეთ შემთხვევაში იბუპროფენის შემცველი პრეპარატების მიღება დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თუ ერთდროულად ღებულობთ სისხლის შედედების ინჰიბიტორებს ან შაქრის დონის დამაქვეითებელ პრეპარატებს, რეკომენდებულია სისხლის შედებებისა და სისხლში შაქრის მაჩვენებლების კონტროლი პროფილაქტიკური მიზნებით.
მიგ® 400 მგ-ის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების, თირკმლების ფუნქციისა და სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.
ქირურგიულ ოპერაციამდე მიგ® 400 მგ-ის მიღებისას აუცილებელია ექიმთან ან სტომატოლოგთან კონსულტაცია.
ანალგეზიური საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილები. მათი მკურნალობისათვის მედიკამენტის დოზის მომატება არ არის დაშვებული. თუ მიგ® 400 მგ-ის მიღების მიუხედავად ხშირია თავის ტკივილები საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პრინციპში, ჩვევად ქცეული ანალგეტიკის მიღებამ, განსაკუთრებით რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელ საშუალებასთან კომბინაციაში, შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ნეფროტოქსიურობა თირკმლების უკმარისობის განვითარების საშიშროებით (ანალგეტიკური ნეფროპათია).
პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა მედიკამენტების მსგავსად, მიგ ® 400 მგ-ს შეუძლია გაართულოს დაორსულება. თუ დაორსულებას გეგმავთ ან სირთულეები გაქვთ დაორსულებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
საგზაო მოძრაობებში მონაწილეობა, ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ვინაიდან მაღალ დოზირებებში მიგ® 400 მგ შეიძლება ავლენდეს არასასურველ ზემოაქმედებას ცეტრალურ ნერვულ სისტემაზე, მაგალითად გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუ, ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია რეაქციის შენელება და შესაბამისად საგზაო მოძრაობებში აქტიურად მონაწილეობის, ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარის გაუარესება. ეს ეფექტი ალკოჰოლის არსებობისას ძლიერდება. ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ საკმაოდ სწრაფად და ზუსტად მოახდინოთ რეაგირება გაუთვალისწინებელ, უეცარ შემთხვევებზე. მოერიდეთ ავტომობილის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვას! ნუ იმუშავებთ მანქანა-დანადგარებთან! ნუ იმუშავებთ პირობებში, როდესაც საშიშია წონასწორობის დაკარგვა
ჭარბი დოზირება
მიგ® 400, შემოგარსული ტაბლეტები მიიღეთ ექიმის მითითებების ან ინსტრუქციაში მოცემული დოზირების შესაბამისად. თუ პრეპარატის მოქმედება თქვენ არასაკმარისად გეჩვენებათ, დამოუკიდებლად ნუ გაზრდით დოზირებას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუ, მოძრაობის შენელება და ცნობიერების დაკარგვა (ბავშვებში ასევე მიოკლონური კრუნჩხვები),
- დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა ტკივილები მუცელში, გულისრევა და ღებინება,
- ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევები.
- არტერიული წნევის დაქვეითება,
- ქოშინი (სუნთქვის დათრგუნვა),
- კანისა და ლორწოვანი გარსების სილურჯე (ციანოზი).
სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.
ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს. საჭიროების შემთხვევაში ექიმი დახმარების შესაბამის ზომებს მიიღებს, მოწამვლის სიმძიმის და მიხედვით.
თუ დაგავიწყდათ მიგ® 400-ის მიღება
თუ დაგავიწყდათ/გამოტოვეთ პრეპარატის მიღება, შემდეგი მიღებისას ნუ გაზრდით ჩვეულ რეკომენდებულ დოზას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ პაციენტი ღებულობს ან ეხლახანს ღებულობდა სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტო პრერატებს, მან აუცილებლად უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს ან აფთიაქის ფარმაცევტს.
სამკურნალო პრეპარატების ან ქვევით აღწერილი ჯგუფის პრეპარატების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს მიგ® 400-სთან ერთად გამოყენებისას.
მოქმედების და/ან გვერდითი მოქმედებების გაძლიერება:
• დიგოქსინი (კარდიოტონული პრეპარატი)
• ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი) • ლითიუმთან (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატი) ლითიუმის, დიგოქსინისა და ფენიტოინის სწორად გამოყენებისას პლაზმაში კონცენტრაციის კონტროლი, როგორც წესი, საჭირო არ არის (მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში).
- სისხლის კოაგულაციის დამწევი საშუალებები
- მეთოტრექსატი (კიბოსა და რევმატიული ტიპის გარკვეული დაავადებების სამკურნალო საშუალებები): მიგ® 400-ის გამოყენებამ 24 საათის განმავლობაში მეთოტრექსატის გამოყენებამდე ან მის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა და მისი ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
- აცეტილსალიცილის მჟავა, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი სხვა საშუალებები, ცოგ-2 (ასაპ) ინჰიბიტორების ჩათვლით, სეროტონინის უკუ-მიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალო საშუალებები), ასევე კორტიზონის (გლუკოკორტიკოიდები): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მომატებული რისკი;
- სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ პრობენეციდს ან სულფინპირაზონს (პოდაგრის სამკურნალო საშუალებები) შეუძლიათ შეაკავონ ორგანიზმიდან იბუპროფენის გამოყოფა. ამის შედეგად შესაძლოა მოხდეს ორგანიზმში იბუპროფენის დაგროვება მისი არასასურველი მოქმედების შესაბამისი გაძლიერებით.
მოქმედების შესუსტება:
- შარდმდენი და ჰიპოტენზიული პრეპარატები (დიურეზულები და ანტიჰიპერტენზულები).
- აგფ-ის ინჰიბიტორები (ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატები) მოქმედების შესუსტება. შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევების განვითარების მომატებული რისკი.
- დაბალდოზირებული აცეტილსალიცილის მჟავა: თრომბოციტების აგრეგაციაზე დაბალდოზირებული აცეტილსალიცილის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედება შეიძლება შესუსტდეს.
სხვა შესაძლო ურთიერთქმედებები:
- ზიდოვუდინი (შიდსის სამკურნალო საშუალება): აივ-ინფიცირებულ ავადმყოფებში სახსრებში სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების რისკის მომატება.
- ციკლოსპორინი (იმუნური პასუხის დამაქვეითებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ ან რევმატიზმის სამკურნალოდ): იზრდება თირკმლებზე უარყოფითი მოქმედების რისკი.
- ტაკროლიმუსი: ერთდროული გამოყენება ზრდის თირკმლების დაზიანების რისკს.
- კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალებები (გარკვეული დიურეზულები): ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატების რისკი.
- სულფონილშარდოვანას ნაწარმები (სისხლში შაქრის დონის დამწევი საშუალებები): სულფონილშარდოვანასთან სამკურნალო ურთიერთქმედების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არარსებობის მიუხედავად, ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას პროფილაქტიკური მიზნებით რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის კონტროლი.
- ანტიკოაგულანტები: არსებობს ცალკეული მონაცემები იბუპროფენისა და ანტიკოაგულანტების ურთიერთქმედების შესახებ. ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სისხლის შედედების კონტროლი.
საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად მიგ® 400 -ის მიღებისას
მიგ® 400-ის მიღებისას ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების განვითარების რისკი.
შენახვის პირობები
წამალი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეაპარატი გამოყენება აკრძალულია. ეს სამკურნალო საშუალება შენახვის სპეციალურ პირობებს არ საჭიროებს.
შენახვის ვადა __ 3წელი
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია
მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
მთაწმინდა
ჩუღურეთი
შიდა ქართლი
ისანი
საბურთალო
ვაკე
კრწანისი
ნაძალადევი
კახეთი
სამგორი
გლდანი
დიდუბე
სამეგრელო და ზემო სვანეთი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
სამცხე ჯავახეთი
აჭარა
იმერეთი
ქვემო ქართლი
მცხეთა მთიანეთი
გურია