პროენზი 100მლ გელი

64980
-28%
მარაგშია
39.80 
28.46 
დანაზოგი: 11.34 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტითრომბოზული და სხვა პრეპ. ჯენერიკიGlucosamin.Extr.Boswelli,Mentae,Camphor გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
39.80 
28.46 
დანაზოგი: 11.34 ₾ (28%)

 პროენზი გელი

 

შემადგენლობა:
გლუკოზამინის სულფატი, მსმ (მეთილსულფონილმეთანი), ბოსველიის ექსტრაქტი, მენთოლი, ქაფური, მეთილსალიცილატი, ღვიის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, კარბომერი, სალიცილატი, სკიპიდარი, ჰექტორიტი.


ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პროენზი გელი–კომბინირებული  სწრაფად შეწოვადი გელი. წარმოდგენილია სამი უნიკალური აქტიური ნივთიერების კომბინაციით. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ეხმარება კუნთების მოდუნებაში და ვარჯიშის უკეთ ატანას. გელის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ძლიერდება ფიზიო პროცედურების გამოყენების დროს.


ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლუკოზამინი-წარმოადგენს ამინოსაქარიდს - საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. მეთილსულფონილმეთანი (გოგირდი) –ბუნებრივი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია კოლაგენის, ხრტილის და ძვლოვანი სტრუქტურის სწორი ფორმირებისათვის. მსმ-ი მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მოქმედებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან,  გააჩნია ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ბოსველიის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. აბლოკირებს ლეიკოტრიენების სინთეზს. ასას-გან განსხვავებით ბოსველიას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომლებიც თან ახლავს ასას-ს გამოყენებას (ალერგია და ჭინჭრის ციება). მეთილსალიცილატს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ის არასელექციურად აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას და ამცირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას. მეთილსალიცილატი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს მომატებულ კაპილარულ განვლადობას, ამცირებს ინფილტრატს და შეშუპებულ ქსოვილებს. მენთოლი - ადგილობრივი გამღიზიანებელი საშუალება, რომელსაც ახასიათებს ანტიმიკრობული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ქაფურა–ხასიათდება ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ანტისეპტიკური, ანთებისსაწინააღმდეგო და ანალგეტიკური მოქმედებით. რეფლექტორულად აუმჯობესებს ორგანოებისა და ქსოვილების ტროფიკას. ღვიის ზეთს გააჩნია  ძლიერი   ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული  და ანტისეპტიკური მოქმედება, ვიტამინიზაციის და რეგენერაციის ეფექტი. ევკალიპტის ზეთი - ახასიათებს ანტისეპტიკური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. სკიპიდარი-მეათილსალიცილატთან კომბინაციაში აქვს გამახურებელი და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. კარბომერი-შემავსებელი ნივთიერება სითხის შემაკავებელი, დამატენიანებელი ეფექტით. ჰექტორიტი-მინერალური შემავსებელი.

ჩვენებები:
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (სახსროვანი სინდრომი პოდაგრის გამწვავებისას, რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, იოგების, მყესების ანთებითი დაზიანება), ტრავმები, მიალგია, ლუმბაგო, იშიაზი, ბურსიტი. გამახურებელი მასაჟი სპორტული დატვირთვის წინ.


უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია. არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე.


გვერდითი ეფექტები:
უმნიშვნელო ალერგიული რექციები, ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე


დოზირება:
ადგილობრივად დაიტანება მტკივნეულ ადგილებზე და მსუბუქად შეიზილება მასაჟის სახით 1-2 ჯერ დღეში.


შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.


აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ