დაგვიკავშირდით (032)2 900 800

რიბატრანი #20ტ

25009
-6%
მარაგშია
41.10 
38.63 
დანაზოგი: 2.47 ₾ (6%)
შეგვეკითხეთ!
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
2-506-506 (3459)
მარაგშია

რიბატრანი
შემოგარსული ტაბლეტები


შემადგენლობა:
ტრიფსინი  4.2 მიკროკატალი
პანკრეასული რიბონუკლეაზა 0.33 მიკროკატალი
ქიმოტრიფსინოგენი  93.4 მიკროკატალი
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, კალციუმის სტეარატი, კაჟბადის ჰიდრატი კოლოიდური, რძის მჟავა, სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, არაბული ფისი, ცელულოზას აცეტაფტალატი, ეთილ ფტალატი, საღებავები: A წითელი (E 124), შ ნარინჯისფერი (E 110), ფუტკრის ცვილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
შეშუპების საწინააღმდეგო ენზიმოთერაპია
(ლოკომოციის სისტემა)

ჩვენება:
ტრავმისა და ქირურგიული ოპერაციის შემდგომი შეშუპების მკურნალობა.   

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
რამდენიმე წამალს შორის შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ექიმს ეცნობოს სხვა ნებისმიერი მკურნალობის შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.

გამოყენების წესები:
დოზირება
მხოლოდ უფროსებისათვის.
პერორალურად: 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღება მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მკურნალობის კურსი დგინდება დაავადების ფორმისა და სიმძიმის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რაც საჭიროებს მკურნალობის დაუყონებლივ შეწყვეტას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები #20

მწარმოებელი:
“Laboratoires LEURQUIN MEDIOLANUM S.A.”, საფრანგეთი.