ტუნაზოლი 10მგ+1მგ/გ 15გ კრემი

65897
-29%
მარაგშია
20.86 
14.91 
დანაზოგი: 5.95 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისოკოს საწინააღმდეგო და მასთან ერთად სხვა ეფექტების მქონე პრეპ. ჯენერიკიDiflucortolonum+Isoconazolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
20.86 
14.91 
დანაზოგი: 5.95 ₾ (29%)

ტუნაზოლი 10მგ+1მგ/გ 15გ კრემი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კორტიკოსტეროიდი და ანტიმიკოზური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის

შემადგენლობა:
1 გ კრემი შეიცავს:
იზოკონაზოლის ნიტრატი.............................10 მგ;
დიფლუკორტოლონის ვალერატი....................1 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
იზოკონაზოლის ნიტრატი არის ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის ჯგუფს. აინჰიბირებს ერგოსტეროლის სინთეზს, რომელიც წარმოადგენს სოკოვანი უჯრედების მემბრანის შენარჩუნებასა და ფუნქციონირებაში არსებითი როლის შემსრულებელ ძირითად სტეროლის ნაერთს. აღნიშნული ინჰიბირება ხორციელდება 14α- დიმეთილაზას დათრგუნვით, რომელიც არის P450 ციტოქრომზე დამოკიდებული და ლანესტეროლს ერგოსტეროლად გარდაქმნის ბლოკირების გზით. 
ის მოქმედებს კანდიდას სახეობებზე, დერმატოფიტებზე და Mალასსეიზია ფურფურ-ზე. გარდა ამისა, ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას რამოდენიმე გრამ (+) ბაქტერიის მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ მეორადი ინფექციის გამოწვევა კანის სოკოვანი ინფექციების მიმდინარეობისას, როგორებიცაა სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, მიკროკოკები. იზოკონაზოლის ნიტრატი სწრაფად აბსორბირდება ეპიდერმისიდან და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას 1 საათში ეპიდერმისში, სადაც აკუმულირდება ზედაპირული სოკოვანი დაავადებების პათოგენები. პრეპარატის ნარჩენი რაოდენობები აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, პრეპარატის ეს მცირე რაოდენობა მეტაბოლიზდება და მისი 1/3 სწრაფად ექსკრეტირდება შარდით, ხოლო 2/3 ასევე სწრაფად გამოიდევნება ნაღველით. დიფლუკორტოლონის ვალერატი არის ძლიერი ტოპიკური კორტიკოსტეროიდი და ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ლიპოკორტინით A2  ფოსფოლიპაზას ინჰიბირების გზით. ხსნის ტკივილის ნიშნებს, წვასა და ქავილს კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს ანთების დათრგუნვის გზით. დიფლუკორტოლონის ვალერატის აბსორბციაზე გავლენას ახდენს ისეთი ძირითადი ფაქტორები, როგორიცაა ანთების ხარისხი, თერაპიის სახეობა და გამოყენებული რაოდენობა. სწრაფად აღწევს კანში ადგილობრივად გამოყენების შემდეგ და ერთი საათის განმავლობაში აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას სტრატუმ ცორნეუმ-ში. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეღწევა შეადგენს დაახლოებით 2%-ს. კანიდან შეწოვის შემდეგ მეტაბოლიზდება ღვიძლში არაკონიუგირებულ სტეროიდებად, გლუკოკორტიკოიდებად და სულფატებად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4 საათს. პრეპარატის დიდი რაოდენობა გამოიდევნება შარდით, ხოლო დარჩენილი რაოდენობა განავლით.

ჩვენებები:
ბაქტერიული ან სოკოვანი ფლორით ინფიცირებული შერეული ეტიოლოგიის დერმატოზები 
კანის სოკოვანი დაზიანებები, მათ შორის მეორადად ინფიცირებული, გამოხატული ანთებითი და ეგზემატოზური სიმპტომებით:
- ტერფის, თითების, კანის ნაოჭების, საზარდულის მიკოზები: მიკროსპორია, ტრიქოფიტია, რუბროფიტია, ეპიდერმოფიტია, კანდიდამიკოზები. 

დოზირება:
გამოიყენება მხოლოდ გარეგანად.
კრემის დაიტანება დაზიანებულ ადგილას ტოპიკურად, დღეში ერთხელ ან 2-ჯერ ისე, რომ მთელი ინფიცირებული უბანი დაიფაროს. დაზიანებების სწრაფად განკურნების მიუხედავად, მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს 2 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
ტუნაზოლის კრემი იშვიათად იწვევს გაღიზიანებას, ქავილს და წვის შეგრძნებას წასმის ადგილას. მასში შემავალი კორტიკოსტეროიდის მიხედვით, ფართო უბნებზე წასმისას (სხეულის ზედაპირის ფართობის 10% ან მეტი) და/ან ხანგრძლივი დროით გამოყენებისას (4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში) შეიძლება აღინიშნოს კანის ატროფია, ჰიპერტრიქოზი, აკნესმაგვარი გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, მეორადი ბაქტერიული ინფექცია, კანის გამოშრობა და ჩახურებები.

უკუჩვენებები:
არ გამოიყენება იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. უკუნაჩვენებია ტუბერკულოზის, სამკურნალო უბნებზე ჰერპესული ინფექციების ან ვარიცელას დროს და ვირუსის ცოცხალი ვაქცინის გამოყენებისას. 

ორსულობა და ლაქტაცია:
ვინაიდან ხელმისაწვდომი არ არის ტუნაზოლის კრემის კონტროლირებული კლინიკური ცდები ორსულ ქალებში, ტუნაზოლის კრემი ორსულობის დროს შეიძლება გამოყენებული იყოს, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.
გამოყენება ლაქტაციის დროს: გადადის დედის რძეში. ამიტომ, არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
ტუნაზოლის კრემის გამოყენება თვალებზე არ შეიძლება. არ გამოიყენება პერიორალური დერმატიტის და ვარდისფერი ფერისმჭამელების სამკურნალოდ. შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გაღიზიანების და ალერგიის ნიშნები. მკურნალობა უნდა შეწყდეს ქიმიური გაღიზიანების და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენისას.
გამოყენება ბავშვებში: ბავშვები უფრო მგრძნობიარე არიან სტეროიდების მიმართ, ვიდრე მოზრდილები.
არ შეიძლება პრეპარატის ძალიან დიდ უბნებზე წასმა, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის სუპრესია. არ გამოიყენება 3 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ჩვილებში და 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოშვების ფორმა:
ტუნაზოლი კრემი  15 გ ტუბში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოთ.

მსგავსი პროდუქტები