აციკი კრემი 5% 2გ ტუბი

10129
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგარეგანი გამოყენების პრეპარატები ჯენერიკიAcyclovirum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

აციკი 5%-იანი კრემი
(აციკლოვირი)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 5%, ტუბში 2 გ. 1 გ-ში აციკლოვირი 50 მგ.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული საშუალება.
ჩვენება:
- Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა, როგორც პირველადი, ასევე მარეციდივირებელი (მათ შორის გენიტალიუმის ჰერპესი);
- Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული რეციდივული ინფექციების გამწვავების პროფილაქტიკა, ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე პაციენტებში;
- Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული პირველადი ინფექციების განვითარების და ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.
-კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, მათ შორის შიდსის ინფექციის (უჯრედთა რაოდენობა CD4+< 200მმ3) დროს, პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ;
- Varicella zoster -ით გამოწვეული ინფექციები (ჩუტყვავილა და Herpes zoster).
ფარმაკოლოგიური თვისება: აციკლოვირი წარმოადგენს ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც პურინის ჯგუფის ნუკლეოზიდის სინთეზური ანალოგია. მის-თვის დამახასიათებელია ადამიანის ჰერპესის ვირუსის ინჰიბირება ინ ვიტრო და ინ ვივო, Herpes simplex (HSV) 1 და 2 ტიპის ვირუსის ჩათვლით, იგი აქტიურია Varicella zoster (VZV)) და ეპშტეინ-ბარის (RBV) ვირუსების მიმართ. უჯრედულ კულტურაში აციკლოვირი ხასიათდება კარგად გამოხატული ანტივირუსული აქტივობით HSV -1, -HSV-2, VZV, EBV და CMV ვირუსების მიმართ. HSV,VZV, და EBV ვირუსებით ინფიცირებული უჯრედების თიმიდინკინაზა აციკლოვირს გარდაქმნის აციკლოვირ მონოფოსფატად-ნუკლეოზიდის ანალოგად, რომელიც შემდგომში უჯრედის ფერმენტების საშუალებით ტრანსფორმირდება დიფოსფატად და ტრიფოსფატად. აციკლოვირის ტრიფოსფატის ჩართვა ვირუსული დნმ-ის ჯაჭვში და ჟაჭვის შემდგომი გაწყვეტა იწვევს ვირუსული დნმ-ის რეპლიკაციის ბლოკირებას. მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში აციკლოვირით ხანგრძლივი და განმეორებითი მკურნალობა იწვევს რეზისტენტული შტამების წარმოქმნას, რის გამოც პრეპარატით მკურნალობის შემდგომი გაგრძელება არაეფექტურია. აციკლოვირი HSV ვირუსის შტამებზე ინ ვიტრო ასევე იწვევს რეზისტენტული შტამების წარმოქმნას. In ვიტრო არ არის დადგენილი კორელაცია აციკლოვირის მიმართ HSV ვირუსის მგრძნობიარე შტამებსა და პრეპარატის კლინიკურ ეფექტურობას შორის.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა და განაწილება: აციკლოვირი მხოლოდ ნაწილობრივ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი 200მგ დოზით შიგნით მიღების შემდეგ ყოველ 4სთ-ში სისხლის პლაზმაში პრეპარატის საშუალო სტაციონარული კონცენტრაციის პიკი (Cmax) შეადგენს 3.1მკმოლი (0.7მკგმლ), ხოლო საშუალო სტაციონარული მინიმალური კონცენტრაცია (Cmin)1.8მკმოლი (0.4მკგ/მლ). 400 და 800მგ აციკლოვირის მიღების დროს ყოველ 4სთ-ში Cmax შეადგენს 5.3მკმოლს (1.2მკგმლ) და 8მკმოლს (1.8მკლ/მლ) შესაბამისად Cmin 2.7მკმოლს (0.6მკლ/მლ) და 4მკმოლს (0.9მკლ/მლ). აციკლოვირის კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში შეადგენს სისხლში მისი კონცენტრაციის 50%-ს. დღეღამეში 1გ პრეპარატის პერორალურად მიღებისას მისი კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის 0.6-4.1-ს. ამ დროს ბავშვის ორგანიზმში დედის რძესთან ერთად აციკლოვირი შედის 0.3მგ/კგ/ კონცენტრაციით დღეში. აციკლოვირი უმნიშვნელო რაოდენობით (933%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზმი: აციკლოვირი ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 9-კარბოქსიმეტოქსიმეთილგუანინი. გამოყოფა: ორგანიზმიდან პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე ასაკთან ერთად მცირდება, ხოლო აქტიური ნივთიერების ნახევრადგამოყოფის პერიოდი უმნიშვნელოდ იზრდება. თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 19.5სთ-ს, ხოლო ჰემოდიალიზის ჩატარების დროს - 5.7 სთ-ს.
დოზირება და მიღების წესი:
 Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის დროს მოზრდილებში რეკომენდებულია 200მგ აციკლოვირის მიღება 5-ჯერ დღე-ღამეში ყოველ 4სთ-ში. მკურნალობის კურსი ძირითადად შეადგენს 5 დღეს, მაგრამ მძიმე პირველადი ინფექციების შესაძლებელია მისი გაგრძელება. მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის (მათ შორის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ან პრეპარატის ნაწლავებში შეწოვის პროცესის დარღვევის) დროს ენიშნებათ 400მგ 5-ჯერ დღეღამეში. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ინფექციის აღმოცენებიდან რაც შეიძლება ადრე. Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული რეციდივული ინფექციების გამწვავების პროფილაქტიკისათვის, ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე პაციენტებს ენიშნებათ 200მგ 4-ჯერ დღეღამეში ყოველ 6სთ-ში, ან 400მგ 2-ჯერ დღეღამეში ყოველ 12სთ-ში. ცალკეულ შემთხვევებში აციკლოვირი ეფექტურია შედარებით დაბალ დოზებში200მგ 3-ჯერ დღეღამეში ყოველ 8სთ-ში, ან 2-ჯერ დღეღამეში ყოველ 12სთ-ში. რეციდივების დროს პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია პროდრომალურ პერიოდში ან გამონაყრის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე. ზოგიერთ ავადმყოფებში აციკლოვირის 800მგ-იანი სადღეღამისო დოზით მიღების შემდეგ შესაძლებელია კლინიკურად გამოხატული ინფექციის განვითარება. დაავადების მიმდინარეობის პერიოდში შესაძლებელი ცვლილებების გამოვლენის მიზნით, ყოველი 6-12 თვის შემდეგ, საჭიროა აციკლოვირით მკურნალობის პერიოდული შეწყვეტა. Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა უმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებს ენიშნებათ 200მგ 4-ჯერ დღეში ყოველ 6სთში. მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის (მათ შორის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ან პრეპარატის ნაწლავებში შეწოვის პროცესის დარღვევის) დროს შესაძლებელია აციკლოვირის დოზის გაზრდა 400მგმდე 5-ჯერ დღეღამეში. Varicella zoster -ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა-800მგ 5-ჯერ დღეღამეში ყოველ 4სთ-ში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს. 2 წლის და მის ზევით ასაკის ბავშვებს აციკლოვირი პერორალურად ენიშნებათ იგივე დოზებში, როგორც მოზრდილებს. 2 წლამდე ასაკის ბავშვებს - მოზრდილთა დოზების ნახევარი. ჩუტყვავილას დროს 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებს ენიშნებათ 800მგ აციკლოვირი 4ჯერ დღეში; 2-6 წლამდე ასაკში-400მგ 4ჯერ დღეში; 2 წლამდე ასაკის ბავშვებს 200მგ 4-ჯერ დღეღამეში. კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის დროს მოზრდილებს შიგნით მისაღებად ენიშნებათ 800მგ 4-ჯერ დღეღამეში ყოველ 6სთ-ში. მკურნალობის ხანგრძლივობის მაქსიმალური კურსი რეციპიენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით შეადგენს 6თვეს (1-დან მე-7 თვის ჩათვლით ტრანსპლანტაციის შემდეგ). შიდსის ვირუსის ინფექციის მქონე პაციენტებში აციკლოვირით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს კრეატინინის კლირენსით უფრო ნაკლები ვიდრე 10მლ/წთ-ში პერორალურად მისაღებად ენიშნებათ 200მგ 2-ჯერ დღეში ყოველ 12სთ-ში. ჩუტუყვავილას, Herpes zoster და აგრეთვე მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში იგი რეკომენდებულია შემდეგ დოზებში: კრეატინინის კლირენსით (ნაკლები 10მლ/წთ-ში) -800მგ 2-ჯერ დღეში ყოველ 12სთ-ში. კრეატინინის კლირენსით 10-25მლ/წთ-ში-800მგ 3ჯერ დღეღამეში ყოველ 8სთ-ში;
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: იშვიათად- ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და ბილირუბინის მაჩვენებლების ზომიერი ხანმოკლე მომატება. ცალკეულ შემთხვევებში-გულისრევა, ღებინება, დიარეა, ნაწლავების კოლიკა, მეტეორიზმი, ტკივილები მუცლის არეში. ც.ნ.ს-ის მხრივ: იშვიათად-თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცალკეულ შემთხვევებში - თავბრუსხვევა, მეხსიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, ძილიანობა და კრუნჩხვები. სისხლის სურათი მხრივ: იშვიათად ჰემატოლოგიური მაჩვენებლების უმნიშვნელო ცვლილებები. დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მალევე გაივლის, დიფუზური ალოპეცია.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა აციკლოვირის ან მასში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური კვლევების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. პრეპარატი ორსულებს ენიშნებთ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც დედისათვის შესაძლებელი სარგებლიანობა აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. შიგნით მიღებისას აციკლოვირი ექსკრეგირებს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი მიღების დროს საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები:
აციკლოვირით მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. პრეპარატი მეტად ეფექტურია შეუცვლელი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში მკურნალობის მრავალჯერადი კურსის ჩატარების შემდეგ ადგილი აქვს აციკლოვირის მიმართ მდგრადი ვირუსების ფორმირების პროცესს. პაციენტებში ანტირეტროვირუსული პრეპარატების (ზიდოვუდინის) შიგნით მიღების დროს, აციკლოვირის დამატებითი მიღება ტოქსიკური ეფექტების არსებით მომატებას არ იწვევს. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აციკლოვირის მაღალი დოზებით პერორალურად გამოყენების დროს საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება. თირკმელების ფუნქციის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს აციკლოვირი ენიშნებათ შედარებით დაბალ დოზებში. ნორმალური იმუნიტეტის მქონე ბავშვებში აციკლოვირის გამოყენების უსაფრთხოებას და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები აციკლოვირის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ ადამიანებში ნაკლებად შესწავლილია. აციკლოვირის პერორალურად მიღებისას 5გ დოზით საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი. იგი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით. 
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: შიდსის ვირუსით გამოწვეული ინფექციების დროს აციკლოვირისა და ზიდოვუდინის კომბინაციით, აღნიშნული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. 1გ პრობენეციდის მიღებიდან აციკლოვირის 1სთ-ში მიღების შემდეგ აღინიშნება მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდის 18%-ით და მრუდის "კონცენტრაცია-დრო"-ს ფართობის (AUС) გაზრდას 40%-ით.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:
HEXAL A.G., გერმანია.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები