დაგვიკავშირდით (032)2 900 800   ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოქსილისი 400მგ #5ტ

84587
არ არის მარაგში
შეგვეკითხეთ!
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფტორქინოლონები ჯენერიკიMoxifloxacinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი

მოქსილისი

მოქსიფლოქსაცინი - 400მგ

მოქსილისი  -  ფტორქინოლონების ჯგუფის IV თაობის,   ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. იგი აინჰიბირებს ციტოიზომერაზა 2 (დნმ ჰიდრაზა) და ტოპოიზომერაზა 4-ს. იზომერაზების ინჰიბირება განაპირობებს შეუქცევად ცვლილებებს მიკრობის უჯრედში.

ფარმაკოკინეტიკა: მოქსილისის 400 მგ- ის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 0,5-4 საათის განმავლობაში.  აბსოლუტური ბიოშეღწევადობა თითქმის 90% შეადგენს. ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 საათია. მოქსიფლოქსაცინი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლებით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის დაკარგა ვითარდება ნელ-ნელა მრავლობითი მუტაციის გზით, რაც ჯერ ჯერობით არ დაფიქსირებულა.  ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატებს შორის აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა, ამიტომ ზოგიერთი გრამდადებითი და ანაერობული მიკროორგანიზმი, რომელიც მდგრადია სხვა  ფტორქინოლონების მიმართ, მგრძნობიარეა მოქსიფლოქსაცინის მიმართ.

ჩვენება / მიღების წესი და დოზირება:

მოქსილისის რეკომენდირებული დღიური დოზაა -  400მგ ანუ 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში.  თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და კლინიკურ სურათზე:

  • მწვავე სინუსიტი - 1 კვირა
  • ქრ. ბრონქიტის გამწვავება -5-10 დღე
  • არაჰოსპიტალური პნევმონია -10 დღე
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები-7-21 დღე
  • მუცლის ღრუს ინფექციები -5-14 დღე
  • მცირე მენჯის ღრუს ინფექციები- 14 დღე

უკუჩვენება: 18 წლამდე ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია, ჰიპერმგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის მიმართ.

გამოშვების ფორმა: შეფუთვაში  N5 ტაბლეტი

მწარმოებელი: Titlis Pharma