მებენდაზოლი 0.1გ #6ტ ლატვია

11335
-28%
მარაგშია
9.55 
6.83 
დანაზოგი: 2.72 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიჰელმინთური პრეპარატები ჯენერიკიMebendazolum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
9.55 
6.83 
დანაზოგი: 2.72 ₾ (28%)
მებენდაზოლი
MEBENDAZOL




გენერიული დასახელება: Mebendazolum

ქიმიური დასახელება:
მეთილ-5-ბენზოილ-2-ბენზიმიდაზოლ-2-კარბამატი


სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა.
ტაბლეტები

1 ტაბლეტი შეიცავს 100მგ მებენდაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, საღებავი (Sunset Yellow Lake E 110),  პოვიდონი, A ტიპის სახამებლის   ნატრიუმის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მებენდაზოლი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ პრეპარატს. მოქმედებს ჰელმინთების ენერგეტიკულ პროცესებზე, ამცირებს გლუკოზის მარაგს.
პრეპარატის ანტიჰელმინთური აქტივობა პარაზიტებით ინვაზიის დროს ხასიათდება შემდეგი მონაცემებით:
Ascaris lumbricoides       98%
Ancylostoma duodenale  96%
Necator americanus        96%
Enterbius vermicularis 95%
Trichuris trichiura   68%
მებენდაზოლი არაეფექტურია ექინოკოკის ქინებით ინვაზიის დროს.

მებენდაზოლი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გამოიყოფა ძირითადათ განავალთან ერთად.  
მიღებული დოზის მხოლოდ 2% გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები:

ენტერობიოზი, ტრიქურიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, ნეკატორიოზი და შერეული ჰელმინთოზები.


მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ ერთნაირი დოზით.
მახვილა ჭიებით ინვაზიის დროს შიგნით მისაღებად, ენიშნებათ 1 ტაბ. 1-ჯერ, ხოლო სხვა ჰელმინთებით ინვაზიის დროს- 1 ტაბ. დილით და საღამოს, 3 დღის განმავლობაში თანმიმდევრობით. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მებენდაზოლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან არ არსებობს მონაცემები მისი უსაფრთხოების შესახებ.
ტაბლეტებს იღებენ მთლიანად, ღეჭავენ ან აწვრილმანებენ და უმატებენ საკვებს.
პრეპარატით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის.
მკურნალობიდან 3 კვირის შემდეგ ჰელმინთოზის ნიშნების აღმოჩენისას, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის განმეორებითი კურსი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა მებენდაზოლის მიმართ


სიფრთხილე:
საყურადღებოა, რომ მებენდაზოლის დანიშვნისას რეკომენდებულ დოზაზე მეტი რაოდენობით, იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰეპატიტი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში მებენდაზოლს იყენებენ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აჭარბებს პრეპარატის გამოყენებით მიღებულ რისკს. ლაქტაციის დროს ინიშნება სიფრთხილით, ვინაიდან არ არის მონაცემები მის გამოყოფაზე რძესთან ერთად.


გვერდითი მოვლენები:
ჭიების მასიური ინვაზიების დროს აღინიშნება: მუცლის არეში ტკივილი, დიარეა. იშვიათად- ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება), იშვიათად- კრუნჩხვები.

ჭარბი დოზირება:
აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ჭარბი დოზირებისას იყენებენ ღებინების გამომწვევ, საფაღარათო საშუალებებს, აქტივირებულ ნახშირს.

ვარგისიანობის ვადა
4 წელი

შენახვის პირობები:
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ!


შეფუთვა:
№6 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი შეფუთვაში.


გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით.


მწარმოებელი:
ს.ს. „გრინდექსი“, კრუსტპილსის ქ.53, რიგა, LV-1057, ლატვია

ტელეფონი: +371 7083205, ფაქსი: +371 7083505

მსგავსი პროდუქტები