დაგვიკავშირდით (032)2 900 800

ბელადონას 15მგ#10სუპოზ.

854
-5%
არ არის მარაგში
1.40 
1.33 
დანაზოგი: 0.07 ₾ (5%)
შეგვეკითხეთ!
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპროქტოლოგიაში ხმარებული პრეპარატები გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი

შმაგას ექსტრაქტი
     

წამლის ფორმა:
რექტალური სუპოზიტორია 0,015 გ

შემადგენლობა:
თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 0,015 გ შმაგას ექსტრაქტს, 0,014 გ ფენოლს და სანთლის ფუძეს, რომელიც საკმარისია 1,6 გ  5% წონის სუპოზიტორიის მისაღებად.

აღწერილობა:
თეთრი ან ოდნავ მოყვითალო, ღია ყავისფერი ექსტრაქტი, რომლის ზედაპირზე ბზინვარება დასაშვებია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰემოროიდული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
 
გამოყენების ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება რექტალურად 1 სუპოზიტორიის ოდენობით 2-3-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 10 სუპოზიტორიას.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მომატებული მგრძნობელობისა და მისი ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, არითმია, გუგების გაფართოვება, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. იშვიათად-ფსიქომოტორული აგზნებადობა, კრუნჩხვები, შარდვის გაძნელება. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

განსაკურებული მითითებები:
მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მანქანა-დანადგარებთან მუშაობა).
 
გამოშვების ფორმა:
N5 სუპოზიტორია კონტურულ შეფუთვაში; 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაიცემა ურეცეპტოდ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან ადგილას.

მწარმოებელი: “ბიოსინთეზი”

მსგავსი პროდუქტები