ტურბომიკრონ G 500მგ #60ტ

71071
მარაგშია
51.48 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიქრონიკული ვენოზური უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები ჯენერიკიDiosmin+Hesperidin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
51.48 

ტურბომიკრონ G

 

1. რა არის ტურბომიკრონ G და რისთვის გამოიყენებ
ტურბომიკრონ G არის ფლებოტონური (ვენომატონიზირებელი) საშუალება: ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების (წვრილი სისხლძარღვების) რეზისტენტობას. 
ტურბომიკრონ G გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომებისა და შეშუპების ხანმოკლე (2-3 თვე) კუპირებისათვის.

2. რისი ცოდნაა საჭირო ტურბომიკრონ G-ის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ტურბომიკრონ G-ს, თუ
- გაწუხებთ ალერგია დიოსმინის, სხვა ფლავონოიდების ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6).

სიფრთხილის ზომები
ტურბომიკრონ G-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
გამოყენება პედიატრიაში
არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტო.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ტურბომიკრონ G-ს საკვებთან და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ, არ არის რეკომენდებული ექიმის რჩევის გარეშე სხვა მედიკამენტების თვითნებური მიღება.
ტურბომიკრონ G-ს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ არსებობს მონაცემები საკვებთან, სასმელთან ან ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში მედიკამენტის მავნე გავლენის შესახებ. ორსულობის  პერიოდში დიოსმინის დანიშვნისას უნდა მოხდეს რისკი-სარგებლის ზედმიწევნით შეფასება. 
არ არსებობს ინფორმაცია მედიკამენტის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ.  არ არის რეკომენდებული ტურბომიკრონ G-ს მიღება ლაქტაციის პერიოდში. 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ.

3. ტურბომიკრონ G-ს გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის რჩევის შესაბამისად. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ექიმთან.
რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტი: 1 ტაბლეტი სადილთან და 1 ტაბლეტი ვახშამთან ერთად.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში.

დოზის გადაჭარბება
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის დოზის გადაჭარბების შესახებ.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
დოზის გამოტოვება
აუცილებელია მედიკამენტის მიღება ყოველ დღე. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ საჭირო დოზა შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ტურბომიკრონ G-საც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტების სიხშირე განხილულია ქვემოთ:
ძალიან ხშირი: 1-ზე მეტი ყოველ 10 პაციენტში
ხშირი: 1 ყოველ 10 პაციენტში
ნაკლებად ხშირი: 1 ყოველ 100 პაციენტში
იშვიათი: 1 ყოველ 1000 პაციენტში
ძალიან იშვიათი: 1 ყოველ 10000 პაციენტში
უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია
ხშირად: ზომიერი გასტრო-ინტესტინური დარღვევები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და დისპეფსიური მოვლენები.
იშვიათად: თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა. კანისმხრივი რეაქციებიდან: გამონაყარი, ქავილი, ირიტაცია. 
გვერდითი ეფექტების განვითარების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ტურბომიკრონ G-ს შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. 
არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 
ვარგისობის ვადად მიიჩნევა შესაბამისი თვის ბოლო დღე.
გამოუყენებელ მედიკამენტს ნუ გადააგდებთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ იგი. ამგვარად დაიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან.

ვარგისობის ვადა
3 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

6. გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია
ტურბომიკრონ G-ს შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონოიდური ფრაქცია (500 მგ 1 ტაბლეტში), წარმოდგენილი დიოსმინის (450 მგ) და ფლავონოიდები - ჰესპერიდინის (50 მგ) სახით.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, ტალკი E553ბ, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და ოპადრი ნარინჯისფერი (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა E464, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი E171, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი).
ტურბომიკრონ G-ს გამოშვების ფორმა
ტურბომიკრონ G - მოგრძო ფორმის ნარინჯისფერი, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. 30 ან 60 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერზე. 
ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.