ვენოდიოლი #30ტ

21981
მარაგშია
32.90 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიქრონიკული ვენოზური უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები ჯენერიკიDiosmine+Hesperidine+Ascorbic acide გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
32.90 
ვენოდიოლი
VENODIOL




საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება:

დიოსმინი+ჰესპერიდინი, ასკორბინის მჟავა
Diosmine+Gesperidine, Ascorbic acid

წამლის ფორმა:
ტაბლეტები

შემადგენლობა:
ვენოდიოლის 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:
დიოსმინი 450 მგ
ჰესპერიდინი 50 მგ
ასკორბინის მჟავა 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ჟელატინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გასუფთავებული წყალი.

ათქ კოდი: C05CA53

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კაპილარების კედლის გამტარობის შემამცირებელი პრეპარატები.
ვენოტონური და ანგიოპროტექტორული საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვენოდიოლს გააჩნია ვენოტონური და ანგიოპროტექტორული მოქმედება. ის ამცირებს ვენების დაჭიმულობას, ამაღლებს მათ ტონუსს და ამცირებს ვენურ შეგუბებას; ასევე ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, "მტვრევადობას" და ზრდის მათ რეზისტენტობას; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფურ უკუდინებას.
ვენოდიოლის შემადგენლობაში შემავალი ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას, ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, ხელს უწყობს ნორმალურ სისხლწარმოქმნას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.
სისტემატიური გამოყენებისას ეს პრეპარატი ამცირებს ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობის კლინიკურ გამოვლინებებს.

გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი ვენოდიოლი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
-  ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობისას: ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები;
-  მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს.

უკუჩვენებები: პრეპარატი უკუნაჩვენებია მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
ბუასილის გამწვავების დროს ვენოდიოლი არ ანაცვლებს ანორექტალური მიდამოს დაავადებების სპეციფიურ მკურნალობას. ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, ტარდება დამატებითი გამოკვლევა და ხდება თერაპიის კორექტირება.
ამ პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევები, პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მოერიდონ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას, დაიკლონ წონაში და ატარონ სპეციალური წინდები, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის ცირკულაციას.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე: ვენოდიოლი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის შესაძლებლობაზე და ისეთი სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ გამოვლენილა ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოიწვევდა პრეპარატის მიღების შეწყვეტას. მხოლოდ რამდენიმე პაციენტში ვენოდიოლის მიღებიდან პირვველი დღეების განმავლობაში აღინიშნა ვეგეტატიური რეაქციები (მომატებული სისუსტე, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება და ჩხვლეტის შეგრძნება ქვედა კიდურებში). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენა არ შეიძლება გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტის მიზეზი, ვინაიდან 2-3 კვირის შემდეგ ეს რეაქციები სპონტანურად ქრება.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
ვენოდიოლის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს სტანდარტული სადღეღამისო დოზა, რაც ამარტივებს ამ პრეპარატის გამოყენებას.
შესაძლებელია პრეპარატის მიღების ორი სხვადასხვა წესი:
-  1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს მთელი მკურნალობის მანძილზე;
-  1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში პირველი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 2 ტაბლეტი 1-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს.
პრეპარატის გამოყენებით მიღებული გამოცდილება მოწმობს, რომ ვენოდიოლის გამოყენების ხანგრძლივობა პირდაპირ პროპორციულია დაავადების სიმძიმისა.

ქრონიკული ვენური უკმარისობის საწყისი ფორმების მკურნალობისას, როდესაც ვლინდება “ფეხებში სიმძიმის” სინდრომი, ჩვეულებრივ საკმარისია 2-თვიანი კურსი, რომელიც უნდა განმეორდეს აუცილებლობის მიხედვით, წელიწადში 2-3-ჯერ.
უფრო მძიმე შემთხვევების დროს, როდესაც ადგილი აქვს ტკივილს, კრუნჩხვებსა და შეშუპებას, ვენოდიოლის მიღება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში.
ვენური ტროფიკული წყლულების მკურნალობისას, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი კურსი – 6 და მეტი თვის განმავლობაში.
ბუასილის მწვავე შეტევის დროს ინიშნება დღე-ღამეში 6 ტაბლეტი პირველი 4 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დღე-ღამეში 4 ტაბლეტი მომდევნო 3 დღის განმავლობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ვენოდიოლის გამოყენება არ იწვევს ამ პრეპარატის მიმართ შეჩვევას.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ვენოდიოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
დღემდე არ არსებობს მონაცემები ორსულებში პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული რაიმე სახის გვერდითი ეფექტის შესახებ.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები დედის რძესთან ერთად.
ექსპერიმენტული გამოკვლევების დროს არ გამოვლენილა ტერატოგენული მოქმედიბა.

გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან ფირფიტაში.  
3 კონტურულ უჯრედოვანი ფირფიტა ინსტრუქციის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:

"სედიკო ფარმასიუტიკალ კო"  სიქს ოვ ოქტობერ სიტი,   პირველი სამრეწველო ზონა, ეგვიპტე
"უორლდ მედიცინ“-ისთვის, ინგლისი,  48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England;
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us


მსგავსი პროდუქტები