დაგვიკავშირდით (032)2 900 800

ომეგიტო 200მლ სიროფი

81283
არ არის მარაგში
48.50 
შეგვეკითხეთ!
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი

ომეგტო

 

შემადგენლობა: 5 მლ სიროფი შეიცავს ორაგულის  ქონიდან  მიღებულ 1000 მგ. ომეგა-3-ს. (EPA-100 მგ, DHA-400 მგ).

არააქტიური ინგრედიენტები: მცენარეული გლიცერინი, სორბიტოლი, კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი და გამოხდილი წყალი. 

ომეგა-3-ის  პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (ეიკოზაპენტაენის - EPA და  დოკოზაჰექსაენის- DHA)   მიეკუთვნება  შეუცვლელ  ცხიმოვან მჟავებს. არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში და ყოველდღიურად უნდა იქნას მიღებული საჭირო ოდენობით. ომეგა-3 ანორმალიზებს   ლიპიდურ  ცვლას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ  თვისებებს, თავის ტვინის  სისხლის  მიმოქცევას.  მისი ძირითადი ფუნქციაა უჯრედის ფოსფოლიპიდური მემბრანების ფორმირება და ეიკოზანოიდების სინთეზი. მათი არასაკმარისი რაოდენობა იწვევს  უჯრედის მემბრანის სტრუქტურის  ცვლილებას, ნერვული იმპულსის გადაცემის დარღვევას, რაც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური ზრდისა და გონებრივი დატვირთვის დროს.  ომეგა-3 არეგულირებს ლიპიდების მეტაბოლიზმს, აფერხებს ანთებითი პროცესის განვითარებას, თრომბის წარმოქმნას, აუმჯობესებს  მიკროცირკულაციას, აძლიერებს ორგანიზმის  ანტიოქსიდანტურ  სისტემას. ადამიანის ორგანიზმში ომეგა-3-ის   დეფიციტი  ათეროსკლეროზისა  და მასთან დაკავშირებული  დაავადებების განვითარების  მიზეზია. ორსულებში  ომეგა-3-ზე   მოთხოვნა 5% -ით მაღალია. ომეგა-3  მნიშვნელოვანია  ემბრიონის  ჩამოყალიბებისა და ორგანოგენეზისთვის.

ომეგა-3 თავის ტვინის რუხი  ნივთიერების  მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია, იგი უზრუნველყოფს ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებასა და ბავშვის  მხედველობითი  ანალიზატორის  ფორმირებას.

რეკომენდებულია  ბავშვებში: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად  გაძლიერებული ინტელექტუალური და ფიზიკური დატვირთვისას.

იმუნიტეტის გაძლიერებისთვის (ხშირად მოავადე  ბავშვებში)

მოზრდილებში: მეხსიერების გაუარესების, ჰიპერტრიგლიცერიდემიის (დაკავშირებული დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან), გულის იშემიური დაავადების დროს.

ორსულებში: დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების  მიმართ.

დოზირება:  

ასაკი

მლ

მიღების სიხშირე დღეში

0-2 წ

2,5

1-ჯერ

2-6 წ

5

6-14 წ

5

2-ჯერ

>14 წ

15

2-3-ჯერ

ბოთლი შეანჯღრიეთ გამოყენების წინ.

უსაფრთხოების ზომები: თუ ხართ ორსული, მეძუძური პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.  გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. ნუ  გადააჭარბებთ  რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შენახვის პირობები: შეინახეთ მაცივარში გახსნის შემდეგ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:   200 მლ სიროფი. საკვები დანამატი.

მწარმოებელი: Pharmex Rom Industry. რუმინეთი