მილდრონატი ნეო 500მგ #60ტ

49372
-10%
მარაგშია
64.40 
58.28 
დანაზოგი: 6.12 ₾ (10%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიანგინალური საშუალებები ჯენერიკიMeldonium გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — უფასო მიწოდება 80 ლარიდან
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
64.40 
58.28 
დანაზოგი: 6.12 ₾ (10%)
1. სახელწოდება

მილდრონატი® 500 მგ კაფსულები

 2.მწარმოებელი

ს.ს. „გრინდეკსი“

3.აღწერა

თეთრი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულა, კაფსულის შემადგენლობა: თეთრი კრისტალური ფხვნილი სუსტი სუნით. ფხვნილი ჰიგროსკოპიულია.

4.გამოყენების ჩვენებები

                           კომპლექსური თერაპიის დროს:

გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია, ასევე თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსური თერაპიის დროს (თავის ტვინის ინსულტები და  ცერებროვასკულარული უკმარისობა).

ჰემოფტალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენის და მისი ტოტების თრომბოზი, რეტინოპათიები სხვადასხვა ეტიოლოგიის  (დიაბეტური, ჰიპერტონული).

დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა;

 აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (სპეციფიურ თერაპიასთან  კომბინაციაში)

ბრონქული ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომბინირებულ თერაპიაში)

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, თავის ქალას ტრავმების და ენცეფალიტის  შემდგომი აღდგენითი პერიოდი;

5.მოქმედი ნივთიერება (INN)

მელდონიუმი (Meldonium)

 6.შემადგენლობა

კაფსულები.

მელდონიუმის დიჰიდრატი 500 მგ;

დამხმარენივთიერება: კარტოფილის სახამებელი გამშრალი, სილიციუმის დიოქსიდი ჰიდრატირებული (სილოიდი 244 FP), კალციუმის სტეარატი.

კაფსულა (კორპუსიდათავსახური):  ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი

 7.გამოყენების წესი და დოზირება

შესაძლო აღმგზნები ეფექტის გამო რეკომენდებულია მისი გამოყენება დღის პირველ ნახევარში.

გულ-სისხლძარღვთადაავადებები

კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გამოიყენება მელდონიუმის 1,0 გ დღეში, მთლიანი დოზის ერთდროული მიღებით ან მისი გაყოფით 2 მიღებაზე.   

თავისტვინშისისხლისმიმოქცევისდარღვევები

მწვავე ფაზა –იყენებენ პრეპარატის საინექციო  ფორმას 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ ფორმაზე გადასვლით 0,5 გ -1.0 გ დღეში მთლიანი დოზის ერთდროული მიღებით ან მისი გაყოფით 2 მიღებაზე.

მკურნალობის საერთო კურსი 4-6 კვირა. მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარება შესაძლებელია  წელიწადში 2-3 ჯერ.

ბადურისსისხლძარღვოვანიპათოლოგიისდა  დისტროფიულიდაავადებებისდროს

იყენებენ პრეპარატის საინექციო სამკურნალო ფორმას.

დაქვეითებულიშრომისუნარიანობა, ფიზიკურიდაფსიქოემოციურიგადაძაბვა

მოზრდილებს 0.25 გ დღეში 4-ჯერ ან 0,5გ დღეში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი -10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება 2-3  კვირის შემდეგ.

ხანდაზმულიპაციენტები

ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია მელდონიუმის დოზის შემცირება.

თირკმლისფუნქციისდარღვევისმქონე  პაციენტები

ვინაიდან პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე  პაციენტებში რეკომენდებულია მელდონიუმის გამოყენება შემცირებული დოზით.

ღვიძლისფუნქციისდარღვევისმქონე  პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე  პაციენტებში რეკომენდებულია მელდონიუმის გამოყენება შემცირებული დოზით.

 8.ფარმაკოდინამიკა

მელდონიუმი არის კარნიტინის წინამორბედის, გამა ბუტირობეტაინის (გბბ), სტრუქტურული ანალოგი.

▪            კარნიტინისბიოსინთეზზეზემოქმედება

მელდონიუმი შექცევადად თრგუნავს გამა ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას და ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს, შედეგად ფერხდება გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება უჯრედის გარსიდან, რაც ხელს უშლის უჯრედებში ძლიერი დეტერგენტის - ცხიმოვანი მჟავების დაუჟანგავი აქტივირებული ფორმის დაგროვებას.  ამ გზით ხდება უჯრედული მემბრანების დაზიანების თავიდან აცილება.

იშემიის პირობებში კარნიტინის კონცენტრაციის შემცირება ანელებს ცხიმოვანი მჟავების β‑ოქსიდაციას და იწვევს უჯრედებში ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაციას, ასტიმულირებს გლუკოზის დაჟანგვას და ატფ-ის ტრანსპორტის აღდგენას მისი ბიოსინთეზის ადგილიდან (მიტოქონდრიები) მოხმარების ადგილამდე (ციტოზოლი).

თავის მხრივ, კარნიტინის  წინამორბედის, გბბ  ბიოსინთეზის ზრდასთან ერთად,   აქტიურდება NO-სინთეტაზა, რის შედეგადაც სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება და სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირება ხდება.

 მილდრონატს® გააჩნია ცნს-ზე მასტიმულირებელი მოქმედება- ზრდის მოტორულ აქტივობას და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს ქცევის რეაქციებს, ასევე გააჩნია სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება- სიმპატოადრენალინური სისტემის სტიმულირება, კატექოლამინების დაგროვება თავის ტვინში და თირკმელზედა ჯირკვალში, შინაგანი ორგანოების დაცვა სტრესით გამოწვეული ცვლილებებისგან.

 9.ფარმაკოლოგიური მოქმედება

გულ-სისხლძარღვთასისტემაზეზემოქმედება

მილდრონატი® დადებითად მოქმედებს მიოკარდიუმის კუმშვად აქტიობაზე, მას გააჩნია მიოკარდიოპროტექტორული მოქმედება (მათ შორის კატექოლამინების და ალკოჰოლის მიმართ), გულის რითმის დარღვევის თავიდან აცილება და მიოკარდიუმის ინფარქტის ზონის შემცირება შეუძლია.

გულისკორონარულიდაავადება (დაძაბვისსტაბილურისტენოკარდია)

კლინიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობისას სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან კომბინაციაში, მელდონიუმის კურსობრივი მიღება ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს და ინტენსივობას, ასევე ამცირებს გლიცერილტრინიტრატის მოხმარებას. მილდრონატს® გააჩნია გამოხატული ანტიარითმული მოქმედება გულის  კორონარული დაავადების და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების  მქონე პაციენტებში.განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრეპარატის შესაძლებლობას შეამციროს ჟანგბადის მოხმარება მოსვენებულ მდგომარეობაში, რაც გულის კორონარული დაავადების ანტიანგინალური თერაპიის ეფექტურ კრიტერიუმად მიიჩნევა.

მილდრონატი® (მელდონიუმი) დადებითად მოქმედებს ათეროსკლეროზულ პროცესებზე კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებში, ამცირებს სისხლის შრატში ქოლესტერინის საერთო დონეს და ათეროგენულ ინდექსს. 

გულისქრონიკულიუკმარისობა

მრავალრიცხოვან კლინიკურ კვლევებში შესწავლილი იყო მელდონიუმის როლი გულის კორონარული დაავადებით გამოწვეული გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში და აღნიშნულია მისი შესაძლებლობა გაზარდოს  ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვისადმი და შესრულებული სამუშაოს მოცულობა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ცნს-ზეზემოქმედება

კვლევებით დადგინდა მელდონიუმის ანტიჰიპოქსიური და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე მოქმედება. მელდონიუმი ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გადანაწილების ოპტიმიზაციას  იშემიური უბნების სასარგებლოდ, ზრდის ნეირონების მდგრადობას იშემიის პირობებში.

ეფექტურობათავისტვინშისისხლისმიმოქცევისდარღვევებისდანევროლოგიურიდაავადებებისდროს

დამტკიცებულია, რომ მელდონიუმი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის  მწვავე და ქრონიკული დარღვევების  კომპლექსური მკურნალობის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. მილდრონატი® (მელდონიუმი) აწესრიგებს თავის ტვინის კაპილარების და არტერიოლების ტონუსს და წინააღმდეგობას, აღადგენს მათ რეაქტიულობას.

შესწავლილია მელდონიუმის ზეგავლენა რეაბილიტაციის პროცესზე ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებში (თავის ტვინის სისხლძარღვების  დაავადებების, თავის ტვინზე ოპერაციების, ტრავმების, გადატანილი ტკიპისმიერი ენცეფალიტის შემდგომი პერიოდი).

მელდონიუმის თერაპიული აქტივობის კვლევის შედეგებმა აჩვენა მისი დოზა დამოკიდებული დადებითი ზეგავლენა გამოჯანმრთელების პერიოდში ფიზიკურ შრომისუნარიანობაზე და პაციენტის ფუნქციური დამოუკიდებლობის აღდგენაზე.

ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესში მილდრონატს® (მელდონიუმი) ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევათა შემცირებაზე დადებითი ზეგავლევა აქვს.  უმჯობესდება პაციენტთა საერთო ნევროლოგიური მდგომარეობა

10.ფარმაკოკინეტიკა

პერორალური გამოყენებისას მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში (tmax ) შეადგენს 1-2 საათს.

მელდონიუმისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს თირკმლისმიერი ექსკრეცია. მელდონიუმის ნახავარგამოყოფის პერიოდი (ტ1/2) შეადგენს დაახლოებით 4 საათს.

11.უკუჩვენებები

-     მომატებული მგრძნობელობა მელდონიუმის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;

-      ღვიძლის და/ან თირკმლ ის მძიმე უკმარისობა (არ არსებობს საკმარისი მონაცემები გამოყენების უსაფრთხობის შესახებ);

-      ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

-      ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის (მიღების უსაფრთხოება შემოწმებული არ არის). 

12.ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია არ არის. პრეპარატი ნაკლებ ტოქსიურია და არ იწვევს პაციენტის სიცოცხლისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს.

სიმპტომები: დაბალი არტერიული წნევის შემთხვევაში შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, საერთო სისუსტე.

 13.პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობის დროს პრეპარატის მიღების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის. ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, ორსულობის პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.

არ არის გარკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. მელდონიუმით დედის მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს

14.გვერდითი მოვლენები

იმუნურისისტემისმხრივ

ხშირად: ალერგიული რეაქციები*;

იშვიათად: მომატებული მგრძნობელობა, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია.

ფსიქიკისმხრივ

იშვიათად: აგზნება, შიშის შეგრძნება,  აკვიატებული აზრები, ძილის დარღვევები.

ნერვულისისტემისმხრივ

ხშირად: თავის ტკივილი*;

იშვიათად: პარესთეზია, შემცივნება, ჰიპესთეზია, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, სიარულის დარღვევა,  „გულის წასვლის“ შეგრძნება, ცნობიერების დაკარგვა;

გულისმხრივ

იშვიათად: „გულის ცემის“ შეგრძნება, ტაქიკარდია/სინუსური ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, დისკომფორტის შეგრძნება / ტკივილი გულმკერდის არეში.

 15.განსაკუთრებული მითითებები

ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დაცული უნდა იქნას სიფრთხილე. 

არ არსებობს მონაცემები მელდონიუმის გამოყენების შესახებ ბავშვებში.

16.გამოშვების ფორმა

10 კაფსულა ბლისტერში.

 6 ბლისტერი ყუთში.

 17.შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25 С ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 18.ვარგისიანობის ვადა

4 წელი

არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

 19.გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III (გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე)

 20.წამლის ფორმა

კაფსულები.

http://vidal.ge/drugs/mildronat-500mg

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები