კორდიამინი 25% 2მლ #10ა (თბ)

46539
-29%
მარაგშია
7.95 
5.68 
დანაზოგი: 2.27 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგულსისხლძარღვთა სისტემის სხვა პრეპარატები ჯენერიკიNikethamidum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • ჩვენი უპირატესობები
    • უფასო მიწოდება 80 ლარიდან
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — მიკითხვა
7.95 
5.68 
დანაზოგი: 2.27 ₾ (29%)

კორდიამინის ხსნარი 25%

Cordiamin



გენერიული დასახელებაNikethamide

ATC- კოდი: R07AB02
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი, ანალეპტიკი.

ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა: ყოველი ამპულა შეიცავს 1მლ (250მგ ნიკეტამიდი) ან 2მლ (500მგ ნიკეტამიდი) პრეპარატს. დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: შერეული მოქმედების ტიპის ანალეპტიკური საშუალება (ცნს სტიმულაცია, სასუნთქი და სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტერბის რეფლექტორული აღგზნება). მოქმედების მექანიზმი შედგება ორი კომპონენტისაგან: ცენტრალური და პერეფირიული. ცენტრალური მოქმედება დაკავშირებულია მოგრძო ტვინის სისხლსძარღვთა მამოძრავებელ ცენტრზე მოქმედებით. პერიფირიული მოქმედება დაკავშირებულია კაროტიდული სინუსის ქემორეცეპტორების აღგძნებასთან, რაც იწვევს სუნთქვის სიხშირის და სიღრმის ზრდას. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უშუალო მოქმედება არ გააჩნია.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი ხასიათდება მაღალი აბსორბციით, სწრაფად განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, რომლებიც ძირითადად გამოიყოფა თირკმელებიდან.

ჩვენებები: კოლაფსი; ასფიქსია; შოკური მდგომარეობები; ახალშობილთა ასფიქცია; სისხლის მიმოქცევის მოშლა ინფექციური დაავადებების დროს; საძილე საშუალებებით, ბარბიტურატებით და ნარკოტიკული ანალგეტიკებით მოწამვლები.

უკუჩვენებები: პრეპარატისადმი ჰიპერმგრძნობიელობა, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება, ეპილეფსია, ჰიპერთერმია ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები: მოუსვენრობა, კუნთების სპაზმი და კანკალი, სახის კანის ჰიპერემია, კანის საფარის ქავილი, გულისრევა, არითმიები, ტკივილები და ინფილტრატი შეყვანის ადგილას, აგრეთვე ადგილობრივი ალერგიული რექციები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს ფსიქოსტიმულატორების და ანტიდეპრესანტების ეფექტს. ამცირებს ნარკოტიკული ანალგეტიკების, საძილე საშუალებების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ანტიფსიქოტიკური საშუალებების მოქმედებას.

ორსულობა და ლაქტაცია: მონაცემები პრეპარატის მიღების შეზღუდვის შესახებ არ არის.
მიღების წესი და დოზირება: ინექციები კუნთში და ინტრავენურად. კუნთში ინექციები მტკივნეულია, ამიტომ დასაშვებია შეყვანის ადგილას წინასწარ 1მლ 0,5% ნოვოკაინის ხსნარის შეყვანა. მოზრდილებს 1-2მლ პრეპარატი 2-3-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალური დოზები მოზრდილთათვის: ერთჯერადი - 2მლ, სადღეღამისო - 6მლ. ბავშვებს - 0,1-0,75მლ კუნთში.

შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 5 წელი.

გამოშვების ფორმა: 2მლ პრეპარატი ამპულაში. 10 ამპულა მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად, პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი:
ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 380060, თბილისი, საქართველო.
ტელ/ფაქსი: (99532) 225 29 56
ელექტრონული ფოსტა: biopharm@caucasus.net

მსგავსი პროდუქტები