კრალექსი 200მგ #25კაფს

57980
მარაგშია
14.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები ჯენერიკიActivated charcoal გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
14.00 


გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

კრალექსი (Carbo medicinalis) მყარი კაფსულები
აქტივირებული ნახშირი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვნთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
• სამკურნალო საშუალება ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე. თუმცა, საუკუთესო შედეგის მისაღებად მისი გამოყენების დროს მაინც აუცილებელია სიფრთხილე
• შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
• დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში ან თუ 3 დღის განმავლობაში არ შემსუბუქდა დაუკავშირდით ექიმს.
• ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს.

შინაარსი:
1. რა არის კრალექსის მაგარი კაფსულები (შემდგომში კრალექსის კაფსულები) და რა დროს გამოიყენება
2. კრალექსის კაფსულების მიღებამდე
3. როგორ მივიღოთ კრალექსის კაფსულები
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ კრალექსის კაფსულები
6. დამატებითი ინფორმაცია

 რა არის კრალექსის კაფსულები და რა დროს გამოიყენება
სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება მსუბუქი ფაღარათის სამკურნალოდ. მისი აქტიური კომპონენტი არის აქტივირებული ნახშირი, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებებს შეიწოვს და მათ ინაქტივაციას ახდენს.

2. კრალექსის კაფსულების მიღებამდე
ნუ მიიღებთ კრალექსის კაფსულას
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) კრალექსის კაფსულების აქტიური კომპონენტის ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
- თუ არსებობს ეჭვი ნაწლავის ოკლუზიაზე ან წყლულოვან კოლიტზე.

განსაკუთრებული მითითებანი
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენების და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების შესაძლო არსებობის ან მათი განვითარების ტენდენციის არსებობისას დაუკავშირდით ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ჩათვლით.
მისი მიღება შეიძლება ღებინების გამომწვევ ან ტანინის მჟავას შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული სამკურნალო საშუალებების შემცველი სათითურას პრეპარატების მიღება რეკომენდებულია ნახშირის კაფსულის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
სხვა პრეპარატების შემთხვევაში, მათი მიღება უნდა მოხდეს უზმოზე, კრალექსის კაფსულების მიღებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე.

კრალექსის კაფსულების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია მიღებული საკვები ნივთიერების, აქტივირებული ნახშირის მიერ ფაკულტატური შეწოვა. თუ ასეა, გთხოვთ დაკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან კრალექსის აქტიური კომპონენტი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ორსულ დედას და არც ნაყოფს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ არსებობს. თუმცა ასეთი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრალექსის კაფსულების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
შეიძლება შეიცვალოს განავალის ფერი და გახდეს შავი.

3. როგორ მივიღოთ კრალექსის კაფსულები
დოზასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. სამკურნალო პრეპარატის ჩვეული დოზა არის: უფროსებისა და 12 წელს ზემოთ ბავშვებისათვის დღიური დოზა არის 5-6 კაფსულა 3-ჯერ.
9-12 წლის: 3-5 კაფსულა 3-ჯერ.
6-9 წლის: 2-3 კაფსულა 3-ჯერ.
3-6 წლის: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

კაფსულის გადაყლაპვის გაძნელების შემთხვევაში, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის წყალში შერევა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, კრალექსის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყოველთვის არა.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილები (შეკრულობა, ღებინება). განავალი შეიძლება შავად შეიფეროს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ კრალექსის კაფსულები
ნუ გამოიყენებთ კრალექსის კაფსულებს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობა აღნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.
ინახება არა უმეტეს 300ჩ ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს წამლის ლიკვიდაცია. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კრალექსის კაფსულები
- აქტიური ნივთიერება: 200 მგ აქტივირებული ნახშირი კაფსულაში.
- სხვა კომპონენტი: კაფსულის ნიჟარა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), და შავი რკინის ოქსიდი (E172).

კრალექსის კაფსულის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
- აღწერილობა: ზომა “1”, შავი, უსუნო, მაგარი ჟელატინის კაფსულები აქტივირებული ნახშირით. მისი სიგრძე დაახლოებით არის 19.0 მმ, მისი დიამეტრი კი 6.5 მმ.
- შეფუთვა: 25 ან 50 კაფსულა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ეგის ფარმასიუტიკალს პლს.
H-1106 ბუდაპეშტი
კერეზტურის ქ. 30-38

მწარმოებელი:
პანოფარმა კფტ.
H-7720 პეჩვარადი
პანოფარმას ქ. 1

ეგის ფარმასიუტიკალს პლს.
H-1106 ბუდაპეშტი
კერეზტურის ქ. 30-38 და

H-1165 ბუდაპეშტი, ბოკენფოლდი ქ. 116-120
OGYI-T-1969/01/01