დაგვიკავშირდით (032)2 900 800

სილითორი #60კაფს

74471
-6%
არ არის მარაგში
52.99 
49.82 
დანაზოგი: 3.17 ₾ (6%)
შეგვეკითხეთ!
ფარმაკოლოგიური ჯგუფიჰეპატოპროტექტორები გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი

სილითორი

შემადგენლობა: L-მეთიონინი 100 მგ, L-ცისტეინი 100 მგ, სილიმარინი 70 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ნაწილობრივ პრეჟელატინიზირებული, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულა: ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ქლოროფილინების სპილენძის კომპლექსი (E141).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი.

ჩვენებები: გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან ორგანიზმის დაცვა, ფიზიკური და ფსიქიკური დაღლლილობა, უღონობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციური გადატვირთვა. იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, იცავს ღვიძლის უჯრედებს; ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების ბუნებრივ აღდგენას; ათხიერებს და ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას, ხელს უწყობს მონელების ბუნებრივ ფუნქციას; აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და მონელებას.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: მიიღება 1-2 კაფსულა დღეში, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით, 1-3 თვის განმავლობაში. შეიძლება გამოყენებულ იქნას ვეგეტარიანული დიეტის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დაუშვებელია ამ საკვები დანამატის ერთდროული გამოყენება ლევოდოფასთან.

განსაკუთრებული მითითებები: კაფსულა არ შეიცავს კონსერვანტებს. ეს პროდუქტი არის საკვები დანამატი, რომელის არ ცვლის მრავალფეროვან და ბალანსირებულ საკვებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს. ვინაიდან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები ბავშვებში, მოზარდებში, მეძუძურებში, ორსულებში და თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, სილითორის გამოყენება არ არის რეკომენდებული. პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გარეგნული სახე და შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე, 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში, 250C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე მწარმოებელი: ანტიბიოტის სა, 1, ვალეა ლუპულუი, 707410 ლასი, რუმინეთი