რობსენი 20მგ #28ტ

88437
მარაგშია
45.55 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიH+ K+ ატფ-აზის ინჰიბიტორები ჯენერიკიRabeprazolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
45.55 

რობსენი

(Robsen)

20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები

ნატრიუმის რაბეპრაზოლი

 

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

-  შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

-  დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-  ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმტომები ჰგავს თქვენსას.

-  ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. იხ. პუნქტი 4.

 

ამ ფურცელ-ჩანართში:

  1. რა არის რობსენი და რისთვის გამოიყენება იგი
  2. რა უნდა იცოდეთ რობსენის გამოყენებამდე
  3. როგორ გამოიყენება რობსენი
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. როგორ ინახება რობსენი
  6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის რობსენი  და რისთვის გამოიყენება იგი:

რობსენის ტაბლეტები შეიცავენ რაბეპრაზოლს. იგი მიეკუთვნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების პრეპარატების კლასს. ისინი ამცირებენ კუჭის მიერ წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას.

რობსენის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ჩვენებებით:

- აქტიური დუოდენური წყლული ან აქტიური კეთილთვისებიანი კუჭის წყლული (პეპტიკური წყლულები).

- ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სიმპტომური ან გრძელვადიანი მკურნალობა (შემანარჩუნებელი თერაპია). ამ დაავადებას ახასიათებს გულძმარვა და მჟავას რეგურგიტაცია, რაც იწვევს საყლაპავის ანთებას. 

- გულძმარვით გამოწვეული, საშუალო ან მძიმე ხარისხის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომური მკურნალობა.

- ზოლინგერ-ელისონის იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება კუჭის მჟავას ჭარბი წარმოქმნის უნარით.

- ორ ანტიბიოტიკთან (კლარითრომიცინი და ამოქსიცილინი) კომბინაციაში რობსენის ტაბლეტები გამოიყენება H. pylori-ს ერადიკაციის მიზნით პეპტიკური წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.

2. რა უნდა იცოდეთ რობსენის გამოყენებამდე:

არ მიიღოთ რობსენი

-  თუ თქვენ ალერგიული ხართ რაბეპრაზოლის ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

-  თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად.

-  თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხილეთ ორსულობა და ძუძუთი კვება).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, მათ შორის, რობსენის მიღებამ, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის ძვლის, მაჯის ძვლების და ხერხემლის მოტეხილობების რისკი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რომლებიც ზრდიან ოსტეოპოროზის რისკს).

რობსენის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:

-  თუ ხართ ალერგიული სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიმართ (როგორიცაა ლანსოპრაზოლი, ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი);

-  თუ ხართ ალერგიული გარკვეული კლასის მედიკამენტების მიმართ, რომლებსაც „ბენზიმიდაზოლის წარმოებულები“ ეწოდება, მათ შორის, ანტიჰელმინტური პრეპარატები (როგორიცაა მებენდაზოლი, ტიაბენდაზოლი) ან ფსიქიკური დაავადების სამკურნალო საშუალებები (მაგ., პიმოზიდი, დროპერიდოლი);

-  თუ გაქვთ კუჭის სიმსივნე. რაბეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება გარკვეული ტესტების ჩატარება მოითხოვოს, რათა გამოირიცხოს კიბოს არსებობა;

-  თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება;

-  თუ იღებთ ატაზანავირს (აივ-ის მკურნალობისთვის) (იხ. ნაწილი 2 „სხვა სამკურნალო საშუალებები და რობსენი“);

-  თუ ხართ დასუსტებული, გაქვთ  B12 ვიტამინის დეფიციტის განვითარების  რისკ-ფაქტორები ან ხანგრძლივი დროს განმავლობაში გამოიყენებთ რაბეპრაზოლს. მჟავას წარმოქმნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მსგავსად, რაბეპრაზოლმა  შეიძლება შეამციროს B12 ვიტამინის შეწოვა.

-  თუ თქვენ წარსულში გქონიათ რეაქციები კანის მხრივ რობსენის მსგავსი მჟავას წარმოქმნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების გამოყენებისას.

-  თუ უნდა ჩაგიტარდეთ სისხლის კონკრეტული ტესტი (Chromogranin A).

თუ თქვენ განგივითარდათ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მზის სხივებისაგან დაუცველ უბნებზე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს რობსენით მკურნალობის შეწყვეტა. ყურადღება მიაქციეთ ასევე სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებას, მაგ., სახსრების ტკივილს.

თქვენ უნდა იმყოფებოდეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, თუ ამ მედიკამენტის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიყენებთ.

ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნებოდა დარღვევები სისხლის (როგორიცაა სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების ხშირი განვითარება, ცხელება, სისხლჩაქცევები და სისხლდენები) და ღვიძლის მხრივ (როგორიცაა სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება ან შემცირება), რომლებიც, როგორც წესი, პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ თავისით გაივლის.

მძიმე დიარეის (წყლიანი ან სისხლიანი) სიმპტომების განვითარებისას, როგორიცაა ცხელება, მუცლის ტკივილი ან სპაზმები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ბავშვები:

ბავშვებში რობსენი არ გამოიყენება.

სხვასამკურნალო საშუალებები დარობსენი:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც გამოიყენებდით ცოტა ხნის წინ, ახლა იყენებთ ან შეიძლება გამოიყენოთ ახლო მომავალში,  ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

- თუ გამოიყენებთ კეტოკონაზოლს ან იტრაკონოზოლს (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებები);

- თუ გამოიყენებთ ატაზანავირს (გამოიყენება აივ-ის მკურნალობისას);

- თუ გამოიყენებთ მეთოტრექსატს (ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალება, რომელიც  მაღალი დოზებით გამოიყენება კიბოს და ანთებითი მდგომარეობების მკურნალობისას) - თუ გამოიყენებთ მეთოტრექსატის მაღალ დოზებს, ექიმმა შეიძლება დროებით შეაჩეროს რაბეპრაზოლით მკურნალობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება:

არ გამოიყენოთ რობსენი, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად. არ მიიღოთ რობსენი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებოთ ბავშვი.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:

რობსენის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ძილიანობა. ასეთ შემთხვევებში არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ინსტრუმენტები ან მექანიზმები.

3. როგორ გამოიყენება რობსენი:

პრეპარატი გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამას გირჩევთ ექიმი ან ფარმაცევტი. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის გამოყენება:

რობსენის ტაბლეტები მიიღება მთლიანად.

დაუშვებელია მათი გაყოფა ან დაღეჭვა.

რობსენი მიიღება ერთხელ დღეში, დილით ჭამამდე, საუზმის წინ.

ქვემოთ მოცმული დოზები განკუთვნილია მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის. თვითნებურად არ შეცვალოთ დოზირება ან გამოყენების ხანგრძლივობა.

აქტიური დუოდენური წყლული და კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი  წყლული

რობსენის რეკომენდებული დოზაა 20 მგ (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

აქტიური დუოდენური წყლულის დროს მკურნალობა 4 კვირა გრძელდება. ამის შემდეგ ექიმმა შეიძლება განაგრძოს მკურნალობა კიდევ 4 კვირის განმავლობაში.

აქტიური კუჭის კეთილთვისებიანი  წყლულის დროს მკურნალობა 6 კვირის განმავლობაში გრძელდება. ამის შემდეგ ექიმმა შეიძლება განაგრძოს მკურნალობა კიდევ 6 კვირის განმავლობაში.

ეროზიული ან წყლულოვანი გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

რობსენის რეკომენდებული დოზაა 20 მგ (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 4 კვირა, თუმცა ამ კურსის შემდეგ ექიმმა შეიძლება გააგრძელოს მკურნალობა კიდევ 4 კვირის განმავლობაში.

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების შემანარჩუნებელი თერაპია

რობსენის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. თქვენ რეგულარულად უნდა ეწვიოთ ექიმს დოზირების რეჟიმის და მკურნალობის სიმპტომების მონიტორინგის მიზნით.

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომური თერაპია

რობსენის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. ამ რეჟიმით პრეპარატის გამოყენება შეიძლება 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ოთხკვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ოთხკვირიანი საწყისი მკურნალობის შემდეგ სიმპტომების კვლავ განვითარების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება კვლავ დაგინიშნოთ 10 მგ ერთხელ დღეში და რეგულარულად აკონტროლოს დაავადების სიმპტომები.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი

რობსენის რეკომენდებული დოზა არის 20 მგ-იანი სამი ტაბლეტი ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს 20 მგ-იანი სამი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. შესაძლებელია ერთჯერადი სადღეღამისო დოზის სახით 100 მგ-მდე პრეპარატის დანიშვნა. ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის მორგებულ დოზას მკურნალობაზე საპასუხო რეაქციის მიხედვით. ექიმი  განსაზღვრავს რამდენი ტაბლეტი უნდა გამოიყენოთ და რამდენი ხნის განმავლობაში.  თქვენ რეგულარულად უნდა ეწვიოთ ექიმს დოზირების რეჟიმის და მკურნალობის სიმპტომების მონიტორინგის მიზნით.

H. pylori-ს ერადიკაცია

რობსენის რეკომენდებული დოზა არის 20 მგ (ორ ანტიბიოტიკთან ერთად - კლარითრომიცინი 500 მგ და ამოქსიცილინი 1 გ) 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. როგორც წესი,  სიმპტომები გაქრება მანამ, სანამ მოხდება წყლულის შეხორცება. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, სანამ ამას არ გეტყვით ექიმი.

თუ გამოიენეთ რობსენი ჭარბი დოზით:

არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის ტაბლეტები. თუ შემთხვევით მიიღებთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს და დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. საავადმყოფოში მისვლისას თან იქონიეთ ტაბლეტები და შეფუთვის კოლოფი იმისათვის, რომ ექიმისთვის გასაგები იყოს რა პრეპარატი მიიღეთ.

თუ გამოგრჩათ რობსენის დოზა:

თუ გამოგრჩათ პრეპარატის მიღება, გახსენებისთანავე გამოიყენეთ იგი. შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი რეჟიმით მკურნალობა. თუ პრეპარატი არ მიგიღიათ 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ კვლავ დაიწყებთ პრეპარატის გამოყენებას, დაუკავშირდით ექიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტავთ რობსენის გამოყენებას:

არ შეცვალოთ დოზა და არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის  გარეშე.

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები:

მკურნალობის დაწყებისას და მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და რაბეპრაზოლის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენება.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები:

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა მხოლოდ ზოგიერთ პაციენტში.

შეწყვიტეთ რობსენის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ შენიშვნავთ შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარებას:

იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1 000-დან 1 სუბიექტში):

- ჰიპერმგრძნობელობა - მძიმე დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია - უეცრად შეიძლება განვითარდეს გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება), აღინიშნება დაბალი არტერიული წნევა, ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება).

- ხშირი ინფექციები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ან წყლულების წარმოქმნა პირში ან ყელში.

- ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) და სიყვითლე (კანისა და სკლერების სიყვითლე). პაციენტებში, რომლებსაც ადრე ღვიძლის პრობლემები ჰქონდათ, შეიძლება განვითარდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაავადებით გამოწვეული ტვინის დაზიანება).

ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1 სუბიექტში):

- კანზე ბუშტუკების წარმოქმნა; ტკივილი ან წყლულების წარმოქმნა ტუჩების, თვალების, პირის და ცხვირის ღრუს და სასქესო ორგანოების მიდამოებში.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 სუბიექტში):

- ინფექციები;

- ინსომნია (ძილის დარღვევა);

- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

- ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (სურდო);

- დიარეა, ღებინება (პირღებინება), გულისრევა (სისუსტის შეგრძნება), მუცლის ტკივილი, ყაბზობა (შეკრულობა), მეტეორიზმი (შებერილობა);

- უმიზეზო ტკივილები, ზურგის ტკივილი;

- ასთენია (სისუსტე), გრიპისმაგვარი სინდრომი.

- კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.

არც ისე ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 სუბიექტში):

- ნერვოზულობა, ძილიანობა;

-  ბრონქიტი (სასუნთქი გზების ანთება), სინუსიტი (დანამატი წიაღების ანთება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მძიმე თავის ტკივილი, ცხვირის დაცობა, ხველა და შეშუპება);

-  დისპეფსია (კუჭის აშლილობა), პირის სიმშრალე, ბოყინი;

-  გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე;

-  კუნთების ან სახსრების ტკივილი, ფეხების კრუნჩხვები;

-  საშარდე გზების ინფექციები;

-  მკერდის ტკივილი;

-  ციება, ცხელება;

-  ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები.

იშვიათად(შეიძლება აღინიშნოს 1 000-დან 1 სუბიექტში):

- ანორექსია (მადის დაკარგვა);

- დეპრესია;

- მხედველობის დარღვევა;

- გასტრიტი (დარღვევები კუჭის მხრივ ან კუჭის ტკივილი), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), გემოს შეგრძნების დარღვევები;

- ქავილი, ოფლიანობა, კანზე ბუშტუკების წარმოქმნა (ეს რეაქციები, ჩვეულებრივ, თერაპიის დასრულების შემდეგ გაივლის);

- დარღვევები თირკმლის მხრივ, მაგ., ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმლის შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება);

- წონაში მომატება;

- ადვილად განვითარებული სისხლჩაქცევები ან სისხლდენები.

ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1 სუბიექტში):

- მრავალფორმიანი წითელასმაგვარი გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა).

არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი)

- დაბნეულობა;

- ტერფების ან კოჭების შეშუპება;

- მკერდის შეშუპება მამაკაცებში;

- ჰიპონატრემია (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე) - სიმპტომებია ზოგადი სისუსტე, კუნთების სისუსტე, დაბნეულობა;

- სამი თვის განმავლობაში რობსენის გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება. მაგნიუმის დონის დაქვეითების შედეგად შეიძლება განვითარდეს დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. მაგნიუმის დონის მონიტორინგისთვის ექიმმა შეიძლება მოითხოვოს რეგულარულად სისხლის ტესტების ჩატარება.

- გამონაყარი, შეიძლება სახსრების ტკივილით;

- ნაწლავების ანთება (დიარეის განვითარებით).

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ:

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას აცნობეთ ამის შესახებ  თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც შეიძლება არ იყოს მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაგვეხმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების დადგენაში.

5. როგორ ინახება რობსენი:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღეზე.

ინახება არა უმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისა და სინათლისაგან დასაცავად. არ გამოიყენოთ ეს ან სხვა პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ფალსიფიკაციის ნიშნებს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.  იკითხეთ ფარმაცევტთან,  როგორ უნდა გაანადგუროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია:

რას შეიცავს რობსენი:

რობსენის აქტიური ნივთიერება არის ნატრიუმის რაბეპრაზოლი.

რობსენის 20 მგ-იანი ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ

ნატრიუმის რაბეპრაზოლს, რომელიც 18.85 მგ რაბეპრაზოლის ეკვივალენტურია.

სხვა ინგრედიენტები:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი, მაგნიუმის ოქსიდი მძიმე, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

შუალედური ფენა: ეთილცელელოზა,  მაგნიუმის ოქსიდი მძიმე.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზას ფთალატი, დიბუტილსებაკატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (რობსენი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები), რკინის წითელი ოქსიდი (რობსენი 10 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით ტაბლეტები), ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.

რობსენის აღწერილობა დაშეფუთვის შემადგენლობა:

რობსენი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები: ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი ტაბლეტები.

რობსენი 10 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები: ვარდისფერი, აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი ტაბლეტები.

ტაბლეტები მოთავსებულია 4 ბლისტერში. 28 ტაბლეტი შეფუთვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

D & FISHER CO LTD

მწარმოებელი:

Laboratorios LICONSA, S.A.

ავდა, მირალკამპო, Nº 7, პოლიგონო ინდასტრიალ მირალკამპო 19200 ასუქეკა დე ჰენარეს (გვადალახარა), ესპანეთი

ერთად ყიდულობენ