გლუკოფაჟი 500მგ #30ტ

34303
-29%
მარაგშია
8.90 
6.36 
დანაზოგი: 2.54 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები ჯენერიკიMetforminum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
8.90 
6.36 
დანაზოგი: 2.54 ₾ (29%)

გლუკოფაჟი 

 

შემადგენლობა

500 მგ მეტფორმინ ჰიდროქლორიდის შემცველი შემოგარსული ტაბლეტები (390 მგ მეტფორმონის ფუძისექვივალენტური ).

დამხმარე ნივთიერებები

პოლივიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი , Opadry clear YS-1-7472, q.s., ერთი 529 მგ - იანიშემოგარსული ტაბლეტი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიდიაბეტური პერორალური საშუალება

ჩვენებები

დიაბეტის ადექვატური მართვის დამხმარე საშუალება . გლუკოფაჟი 500 მგ არის პერორალურიანტიდიაბეტური საშუალება ( ბიგუანიდი ), რომელიც განკუთვნილია მოზრდილთა შაქრიანი დიაბეტისსამკურნალოდ .

ზოგიერთ შემთხვევაში , მისი გამოყენება შეიძლება ინსულინთან ერთად . დიაბეტური გართულებებისშემცირება აღინიშნება ჭარბი წონის , მე -2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში , რომლებიც დიეტურითერაპიის შემდეგ პირველი რიგის    თერაპიის სახით მკურნალობენ მეტფორმინით .

უკუჩვენებები

ამ წამლის გამოყენება სასტიკად დაუშვებელია შემდეგი მდგომარეობების დროს :

-  ჰიპერმგრძნობელობა მეტფორმინის ჰიდრქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისმიმართ ;

-  დიაბეტის მძიმე დეკომპენსაცია ( კეტოაციდოზი );

-  თირკმლის უკმარისობა , ზომიერიც კი ( თირკმლის ფუნქციის დარღვევა სისხლშიკრეატინინის დონის მომატებით );

-  ინფექციური დაავადებები ( სასუნთქი გზების ინფექცია , საშარდე გზების ინფექცია ),

-  რენტგენოგრაფიიდან ( იოდინირებული საკონტრასტო საშუალების გამოყენებით , მაგ .ინტრავენური უროგრაფია , ანგიოგრაფია ) ორი დღის განმავლობაში ;

-  გულის უკმარისობა , რესპირატორული უკმარისობა ;

-  ღვიძლის უკმარისობა ( ღვიძლის ფუნქციის დარღვევა );

-  პერსისტული ფაღარათი , პერიოდული გულისრევა ;

-  ალკოჰოლური სასმელების ჭარბად გამოყენება ;

-  ლაქტაციის პერიოდი .

განსაკუთრებული მითითებანი

გულისრევა , მუცლის ტკივილი , რომელსაც თან ახლავს კუნთების სპაზმი და / ან დაუძლურებისშეგრძნება მძიმე სისუსტით შეიძლება დიაბეტის სერიოზული დეკომპენსაციის ნიშანი ( დიაბეტურიკეტოაციდოზი ან ლაქტაციდოზი ) იყოს , რაც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს .

ზემოთ ხსენებულის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გლუკოფაგის მიღებადა სასწრაფოდ მიმართეთ მკურნალ ექიმს .    

უსაფრთხოების ზომები

გარკვეულ დაავადებებს ან სამკურნალო პრეპარატებს ( კორტიკოსტეროიდები და გარკვეულიშარდმდენები , რიტორდინი , სალბუტამოლი , ტერბუტალინი და ამფ ინჰიბიტორები ) შეუძლიათგამოიწვიონ დიაბეტის მეტნაკლებად მძიმე დეკომპენსაცია . ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვამკურნალობის შესახებ , რომელიც     ტარდება და ნებისმიერი ინფექციური დაავადების შესახებ ,როგორიცაა გრიპი , სასუნთქი გზების ინფექცია ან საშარდე გზების ინფექცია . თუ დანიშნულია  რენტგენოგრაფიული გამოკვლევა , იოდინირებული საკონტრასტო საშუალების გამოყენებით , როგორიცააინტრავენური უროგრაფია ან ანგიოგრაფია , საჭიროა გლუკოფაგით მკურნალობის შეწყვეტაგამოკვლევამდე და მის გაგრძელება შესაძლებელია გამოკვლევიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ , მასშემდეგ , რაც უზრუნველყოფილი იქნება   თირკმლების ნორმალური ფუნქციონირება . იმ შემთხვევაში ,თუ ანალიზის ჩასატარებლად , ოპერაციისათვის , ან ნებისმიერი სხვა მიზეზისათვის საჭიროა  ჰოსპიტალიზაცია , აცნობეთ ექიმს , რომ ღებულობთ გლუკოფაგს . თავი მოარიდეთ ალკოჰოლურისასმელების მიღებას .

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს დიაბეტის მკურნალობა დაფუძნებულია ინსულინოთერაპიაზე . თუ გლუკოფაგისმიღებისას დაორსულდით , მკურნალობა ინსულინით შეიცვლება . უნდა ეცნობოს ექიმს ამის შესახებ ,ვინაიდან   შეიძლება   მკურნალობაში საჭირო ცვლილებები შეტანა იყოს საჭირო . აგრეთვე , თუ აპირებთდაორსულებას . ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს . როგორც წესი , ორსულობისას ანლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმის რეკომენდაცია .

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

ცალკე გამოყენების შემთხვევაში , გლუკოფაგი არ იწვევს ჰიპოგლიკემიას . ამის შედეგად , ავტომობილისმართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს არანაირი საშიშროება არ არსებობს . თუმცა , სხვაანტიდიაბეტურ საშუალებებთან ( სულფონილურეა , ჰიპოგლიკემიური საშუალებები , ინსულინი ,რეპაგლინიდი ) ერთად გამოყენებისას , მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჰიპოგლიკემიის განვითარებისშესაძლოებლობა და მისი ეფექტი ყურადღების კონცენტრაციაზე .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

უნდა ეცნობოს   ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი წამლის შესახებ , რომელსაც პაციენტი ღებულობს ანღებულობდა , მაგ . კორტიკოსტეროიდები , ამფ ( ანგიოტენზიმაკონვერტირებელი ფერმენტებისინჰიბიტორები ) ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული საშუალებები , შარდმდენები ,რიტოდრინი , სალბუტამოლი ან ტერბუტალინი , იოდიზირებული საკონტრასტო საშუალებები ანალკოჰოლის შემცველი საშუალებები , ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ჩათვლით .

დოზირება

500 მგ გლუკოფაგის დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად , სისხლში გლუკოზის  ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე .

ჩვეულებრივ , დოზა არის 2 ტაბლეტი დღეში ( საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე მიღებისას ).

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოს დაუღეჭავად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ . მაგალითად , დღეში ორიტაბლეტის მიღებისას , ერთი ტაბლეტი საუზმის დროს და ერთი ტაბლეტი საღამოს ჭამის დროს .

ყველა შემთხვევაში მკაცრად უნდა დავიცვათ ექიმის დანიშნულება .

მკურნალობის ხანგრძლივობა

გლუკოფაგი მიიღება ყოველდღიურად , თუ არ იქნება ექიმის სხვა განსაკუთრებული დანიშნულება .

თუ დაგავიწყდათ 500 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტის მიღება მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულდროს .

ნუ მიიღებთ 500 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტის ორმაგ დოზას .

ჭარბი დოზირება

თუ მიიღეთ 500 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტის ნაჩვენებ დოზაზე მეტი დაუყოვნებლივაცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში , 500 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტები იწვევენგვერდით მოვლენებს . კუჭ - ნაწლავის მხრივ დისკომფორტი ( გულისრევა , ღებინება , ფაღარათი )შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში , განსაკუთრებით მაშინ , თუ 500 მგ გლუკოფაგიშემოგარსული ტაბლეტები არ იქნება მიღებული საკვებთან ერთად . ეს სიმპტომები ჩვეულებრივგარდამავალია , რომლებიც დაახლოებით 10 დღე გრძელდება და შეიძლება შემცირდეს ტაბლეტებისმიღების შემდეგ . თუ სიმპტომები კვლავ გაგრძელდა , შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმსრჩევისათვის .

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი არასასურველი მოვლენის განვითარების შესახებ ,რომელიც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში .

გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები .

50 ტაბლეტიანი შეფუთვა = 25 გ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ერთ შეფუთვაში

100 ტაბლეტიანი შეფუთვა = 50 გ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ერთ შეფუთვაში

500 ტაბლეტიანი შეფუთვა = 250 გ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ერთ შეფუთვაში .

გამოყენების მეთოდი

პერორალური

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები

2 წელი არაუმეტეს 25 0 C. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

მწარმოებელი

Merck Sante s.a.s.

2 rue du Pressoir Vert-45400 Semoy- France

Phone +33 2 38 61 84 24

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები