არგიკარნი ფორტე 100მლ ორ/ხსნ

126224
მარაგშია
47.80 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანაბოლური საშუალებები ჯენერიკიL-Arginin+L-Carnitin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
47.80 

არგიკარნი ფორტე 100მლ, სითხე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანაბოლური საშუალებები

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ჰონორ

ჯენერიკი :   L-Arginin + L-Carnitin

ხსნარის ყოველი 5მლ  შეიცავს : 2000 მგ L- carnitine  და  2000მგ  L- arginine

არგიკარნ ფორტე - Argicarn Forte  - წარმოადგენს   არგინინის და L კარნიტინის ნარევს

ლ -არგინინი   წარმოადგენს ამინო მჟავას, რომელიც  აუცილებელია ცილების სინთეზისთვის.

ლ -არგინინის  3 მნიშვნელოვანი  როლი ,                                                                                     მონაწილეობს :                                                                                                                                            კუნთოვანი მასის განვითარებაში.                                                                                                ენდოგენური აზოტის ოქსიდის წარმოქმნაში,                                                                              სპერმატოზოიდის  წარმოქმნაში                                                                                                              შედეგად :

  • აფართოებს სისხლძარღვებს,  გულის იშემიური დაავადებისა და ათეროსკლეროზის დროს.
  • აუმჯობესებს  სისხლის მიკროცირკულაციას, ქსოვილებსა და  უჯრედებში საკვები ნივთიერებების და საშენი მასალის მიწოდებას, მათ შორის, თმის ღეროს ძირებში.
  • ხელს უწყობს  კარგი ხარისხის სპერმატოზოიდების  წარმოქმნას.
  • ეხმარება ორგანიზმს სისხლის მიმოქცევის დარეგულირებაში.
  • ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და დამწვრობის მოშუშებას.
  • მოზარდებში აუმჯობესებს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას.

 

L-კარნიტინი  ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).

 L- კარნიტინი  : აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს.

ü  ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამომუშავება, ამტანობა მძიმე ფიზიკური დატვირთვისადმი

ü  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას  და მის ენერგომომარაგებას.

ü  ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.

ü  თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას.

ü  ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს.

ü  მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.

ü  ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.

 

ü  ლ-კარნიტინი აუმჯობესებს სუსტ და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

ჩვენება :

  • ასთენიური სინდრომი, რომელიც ვლინდება ვირუსული ინფექციის, გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს.                                                                                                  
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
  • გულის უკმარისობა, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა, კარდიომიოპათია.
  • სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა  ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე.
  • ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები.
  •  თირკმლის ქრონიკული უკმარისობა , ჰემოდიალიზზე მყოფი  ავადმყოფები.
  • თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი .
  • მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია).
  • თმის ცვენა, ალოპეცია.
  • ლიპომების  და მილიუმების პროფილაქტიკა და  თერაპია 

 არგიკარნ ფორტე:

მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ბავშვებში : 1წლამდე ¼ (1.25 მლ ) 1 დღეში

1-6 წლამდე  ¼- ½ საზომი კოვზის (1.25-2.5 მლ )  დღეში

6-12 წალმდე  ½ საზომი კოვზი (2.5 მლ)   დღეში

12- 16 წლამდე  ½ -1 კოვზი (2,5 – 5 მლ) დღეში 

16 წლიდან  და მოზრდილებში  - 1 კოვზი (5მლ)   სითხე 1ან 2  ჯერ  დღეში

 

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #100  მლ ფლაკონი , კოვზი დოზიმეტრით

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ჰონორ ფარმა , თურქეთი