რეტაბოლილი 50მგ/1მლ #1ა

462
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანაბოლური საშუალებები ჯენერიკიNandrolonum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
რეტაბოლილი
(RETABOLIL)
საინექციო ხსნარი ამპულებში



გენერიული დასახელება:
Nandrolone

შემადგენლობა:
1 ამპულა (1მლ) შეიცავს 25მგ ან 50მგ ნანდროლონის დეკანოატის ზეთიან საინექციო ხსნარს.


ფარმაკოლოგიური თვისებები:
რეტაბოლილი წარმოადგენს პროლონგირებული მოქმედების ტესტოსტერონის სინთეზური წარმოებულის ანაბოლურ სტეროიდს (დეპო პრეპარატი). იგი ხელს უწყობს ცილების სინთეზის პროცესს. აფერხებს ორგანიზმიდან აზოტის, კალციუმის, ნატრიუმის, კალიუმის, ქლორიდების და ფოსფატის გამოყოფას, რაც იწვევს სხეულის მასის მომატებას და ძვლების ზრდის პროცესების გაძლიერებას, აგრეთვე აფერხებს ორგანიზმიდან წყლის გამოყოფის პროცესს.

ჩვენება:
დაავადებები, რომელთა დროსაც აუცილებელია ანაბოლური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება; დიაბეტური რეტინოპათია; კუნთების პროგრესირებული დისტროფია: ინფანტილური პროგრესირებული სპინალური ატროფია (ვერდინგ-ჰოფმანის სინდრომი), აგრეთვე სარძევე ჯირკვლების კიბო.

წინააღმდეგჩვენება:
წინამდებარე ჯირკვლის კიბო, სარძევე ჯირკვლების კიბო მამაკაცებში, ნეფროზი და ნეფრიტის ნეფროზული ფაზა.
ორსულობა და ლაქტაცია.

დოზირება:
რეტაბოლილი ინიშნება კუნთებში ინექციის სახით. მოზრდილებში-25-100მგ ყოველ 3 ან 4 კვირაში ერთხელ. თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში 50მგ დღეში ერთხელ ან ყოველ მეორე დღეს.
ბავშვებში, როგორც წესი, ინიშნება 0.4მგკგ წონაზე კუნთებში ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები გამოწვეულია პრეპარატის ანდროგენული ან ანაბოლური აქტივობით. პუბერტულ პერიოდში რეტაბოლილის მაღალი და განმეორებითი დოზებით გამოყენება იწვევს ნაადრევ გაძვალებას და ზრდის პროცესის შეფერხებას.
ქალებში შესაძლებელია ვირილიზაციის სიმპტომები, საკვერცხეების ფუნქციის დათრგუნვა, მენსტრუალური დარღვევები, ლიბიდოს გაძლიერება.
ღვიძლის დადებითი ფუნქციური სინჯები.

სიფრთხილე:
სიცივეში შესაძლებელია რეტაბოლილის ხსნარის გამუქება. ამ შემთხვევაში გამოყენების წინ აუცილებელია პრეპარატის ამპულის შეთბობა კრისტალების სრულ გახსნამდე.

შენახვის ვადა: 5 წელი

შენახვის პირობები:
ჩვეულებრივ 15-250Cტემპერატურაზე.

შეფუთვა:
1 ან 100 ამპულა

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი