ფეროსომ ფორტე #20კაფს

140954
მარაგშია
59.96 
59.94 
დანაზოგი: 0.02 ₾ (0%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიანემიური საშუალებები ჯენერიკიFerrous pirophosphate,Vit.C გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
59.96 
59.94 
დანაზოგი: 0.02 ₾ (0%)

ფეროსომ ფორტე კაფსულა

სასურსათო დანამატი

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:

–         რკინა (რკინის პიროფოსფატი, მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ რკინის სახით)  30 მგ,

–         ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 70 მგ.

დამხმარე კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიკონის დიოქსიდი, პულულანი, მალტოდექსტრინი, ლეციტინი, რკინის დიოქსიდი.

ფეროსომ ფორტე კაფსულა – ეს არის რკინის პიროფოსფატი, მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ ფორმით, C ვიტამინთან ერთად.

LCE ლიპოსომური™ ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის სრულყოფილ და უცვლელი ფორმით ტრანსპორტირებას კუჭიდან.

აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას, არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები.

ფეროსომ ფორტე კაფსულის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია:

–         მაქსიმალური ბიოშეღწევადობა;                                                                            

–         არ აღიზიანებს კუჭს;

–         არ იწვევს შეკრულობას ;                                                                                    

–         არ ტოვებს რკინის გემოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რკინა – როგორც ჰემოგლობინის შემადგენელი კომპონენტი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტში. რკინას ასევე შეიცავს კუნთის მიოგლობინი და ღვიძლი. რკინის ნაკლებობა იწვევს ანემიას.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)  – არ სინთეზდება ორგანიზმში. ამიტომ აუცილებელია მისი გარედან მიღება. იგი მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში, მათ შორის პროლინის  ჰიდროქსიპროლინად ჰიდროქსილირებაში. C ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში ირღვევა კოლაგენის წარმოქმნა. C ვიტამინი აუცილებელია დოფამინის ჰიდროქსილირებისთვის და ნორადრენალინად გარდაქმნისთვის, ასევე თირკმელზედა ჯირკვალში სტეროიდების ჰიდროქსილირებისთვის. ვიტამინი C თიროზინის სინთეზში აღმდგენ აგენტს წარმოადგენს, ფოლიუმის მჟავას ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად გარდაქმნის პროცესში არის ელექტრონების დონორი; არაპირდაპირი გზით არის ჩართული პურინებისა და თიმინის სინთეზში. ვიტამინი C აუცილებელია რკინის ინკორპორირებისთვის ფერიტინში. ვიტამინი C ასტიმულირებს ლეიკოციტების ფაგოციტურ ფუნქციას; გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას. C ვიტამინის ნაკლებობა იწვევს სკორბუტს, რომლის სიმპტომებსაც წარმოადგენს შეშუპებული და ანთებადი ღრძილები, პეტექიური ჰემორაგიები და კანქვეშა სისხლჩაქცევები. კოლაგენის დეფიციტი ათხელებს სისხლძარღვთა კედლებს, რაც განაპირობებს მათ ადვილად დაზიანებას (მსხვრევას). ასკორბინის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ძვლების გამყიფებას, მოტეხილობების განვითარების გაადვილებას,  კბილების მორყევას. C ვიტამინის ნაკლებობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ანემია, რკინის მეტაბოლიზმში ასკორბინის მჟავას აქტიური მონაწილეობის გამო.

გამოყენების რეკომენდაციები

  • სისხლწარმოქმნის სტიმულირება;
  • ჰემოგლობინისა და ჟანგბადის ტრანსპორტის სტიმულირება;
  • რკინადეფიციტური ანემიები, სისხლის ქრონიკული დანაკარგი, ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა, ინფექციური დაავადებებით განპირობებული ანემია;
  • ქრონიკული დაღლილობა (მეტაბოლიზმის ნორმალიზებისთვის);
  • იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება;
  • რკინადეფიციტური ანემია ორსულებსა და მეძუძურ ქალებში;
  • ჭარბი მენსტრუალური გამონადენის დროს;
  • სისხლის დონაციის დროს აღდგენის პერიოდი;
  • მოზარდობის პერიოდი;
  • რკინადეფიციტური ანემია ასაკოვან პირებში.

დოზირება და მიღების წესი

ერთი ან ორი კაფსულა დღეში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას.

ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

პროდუქტი არის სასურსათო დანამატი, შესაბამისად, ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.

განსაკუთრებული მითითებები

ნუ მიიღებთ ფეროსომ ფორტე კაფსულას უზმოზე (მშიერზე).

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

ორალური რკინა ამცირებს ტეტრაციკლინიების შეწოვას.

ორსულობა, ლაქტაცია

ფეროსომ ფორტე კაფსულა შესაძლოა მიღებული იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

შენახვის წესი

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15–25 ̊C). მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.

გამოშვების ფორმა

კაფსულები N20.

მწარმოებელი

Atlas R&D, ტორონტო, კანადა.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

United Pharma Canada. 180 Werlich Dr, Unit 02. Cambridge ON N1T 1N6.

ტორონტო, კანადა.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში

შპს. ,,ნ-ფარმა“, თბილისი, საქართველო.

მსგავსი პროდუქტები